კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურაა საჭირო ლავანდისთვის?

პასუხი: ლავანდას უყვარს კაშკაშა სინათლე. ის მზის მწველ სხივებსაც კი აიტანს. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის  მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 16-18 გრადუსი, თუმცა ზამთარში მინიმუმ 2-3 გრადუსსაც აიტანს.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა მონსტერა?

პასუხი: ზაფხულობით, ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – პირიქით, იშვიათად. გაითვალისწინეთ, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მონსტერას მით მეტი ტენი სჭირდება, რათა ფოთლებს ბოლოები არ გაუყავისფრდეს.

კითხვა: ვერ ვახარებ პელარგონიუმს. როგორ მოვუარო, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: აუცილებლად უნდა მოაშოროთ ხოლმე დამჭკნარი ყვავილები, მიწა კი რეგულარულად გაანოყიერეთ. თუ გსურთ, რომ კომპაქტური ფორმა მიიღოს, გაზაფხულზე კარგად გაკრიჭეთ. ეს მცენარე ადვილად მრავლდება ტოტების დაფესვიანებით.

კითხვა: ბინაში მაქვს ნემათანტუსი, რომელიც ძალიან პატარაა. რა ზომის შეიძლება გაიზარდოს?

პასუხი: ნემათანტუსი მომცრო ბუჩქოვანი მცენარეა, თუმცა, მას ტოტები საკმაოდ ეზრდება და ქოთნიდან ან საკიდი კალათიდან 60 სანტიმეტრზე ან უფრო გრძლადაც გადმოეშვება ხოლმე. სიმაღლეში კი, შეიძლება, 35 სანტიმეტრს მიაღწიოს.

კითხვა: რომელი ადგილი უყვარს ყველაზე მეტად კალამონდინს და ვნებს თუ არა მას გარეთ ყოფნა?

პასუხი: თუ ზაფხულში ქარიან ადგილს მოარიდებთ, მას გარეთ ყოფნა არგებს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი, სასურველია, ღამით გარეთ არ დატოვოთ. მისთვის კარგი ადგილი ზამთრის ბაღია.

კითხვა: როგორ პირობებში ხარობს უკეთ აკალიფა?

პასუხი: აკალიფა ტენიან პირობებში ხარობს, ამიტომ, გირჩევთ, გვერდით ორი-სამი აკალიფა ან სხვა მცენარეები მიუდგათ, რათა ლოკალური ტენიანობის მაღალი დონე შეუნარჩუნოთ. სიცხეში ხშირად დაუნამეთ ფოთლები, აქტიური ზრდის პერიოდში კი ხშირად მორწყეთ. ზამთრის თვეებში მორწყვა შედარებით შეამცირეთ.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა გრევილეა?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში გრევილეა რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ამ დროს მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით, როცა ზრდა შენელდება, მორწყვიდან მორყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სპეციალური თხევადი სასუქით. ეს სწრაფად მზარდი მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე მიწაში ჩარგეთ.

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება პატარძალას?

პასუხი: პატარძალას ანუ იმპატიენსს კაშკაშა სინათლე არ უნდა მოაკლოთ, ოღონდ, შუადღის მზეს მოარიდეთ. მას უყვარს სიგრილე, მაგრამ, ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში დადგამთ.

კითხვა: რა ზომის იზრდება ჟასმინი?

პასუხი: ჟასმინი სიმაღლეში 2-3 მეტრიც იზრდება, თუმცა, შეგიძლიათ, გასხლათ და ღეროები კარკასს შემოახვიოთ. სასურველია, მცენარე გასხლათ დაყვავილების შემდეგ. დიდი მცენარე, საჭიროების შემთხვევაში გადაჭრასაც იტანს. შეგიძლიათ, ის საკიდი კალათიდანაც გადმოუშვათ და ნაკლებად დაიკავებს დიდ ტერიტორიას.

скачать dle 11.3