კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის ხატი – „განაქარვე ნაღველი ჩემი“

მოსკოვში, ნიკოლოზ განმანათლებლის ტაძარში, დაბრძანებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი – „განაქარვე ნაღველი ჩემი“. ეს ხატი მოსკოვში 1640 წელს, ალექსი მიხეილის ძის მეფობის დროს მოაბრძანეს კაზაკებმა. ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ წერილობითი მოწმობები 1771 წლის შავი ჭირის ეპიდემიის დროს განადგურდა; გადმოცემით კი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ხატის სასწაულმოქმედება შემდეგ მოვლენას უკავშირდება: მოსკოვის მოშორებით მცხოვრები დიდგვაროვანი ქალბატონი სხეულის საშინელი სისუსტით იტანჯებოდა. ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ ავადმყოფობის წინაშე. უგონოდ მწოლიარე, სიკვდილის პირას მყოფ ქალბატონს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და აუწყა: „უბრძანე, წაგიყვანონ მოსკოვში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „განაქარვე ნაღველი ჩემი“ ხატია დაბრძანებული; ილოცე ხატის წინაშე და გამოჯანმრთელდები“. უგონოდ მყოფი ქალბატონი გამოცოცხლდა, ოჯახის წევრებს გაუმხილა გამოცხადების შესახებ  და ითხოვა, მოსკოვში წაეყვანათ.

ოჯახის წევრები მოსკოვში ნამყოფები არ იყვნენ. როგორც იყო, მიაღწიეს მოსკოვს და სნეული წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში მიიყვანეს. მან ყურადღებით მოავლო თვალი წმიდა ხატებს, მაგრამ, ვერ ამოიცნო ხატი, რომელიც გამოცხადებით ეჩვენა.

ტაძრის მოძღვარს ახლობლებმა ყოველივე  უამბეს და მან ბრძანა, სამრეკლოდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყველა ხატი მოეტანათ. შემოაბრძანეს რა ხატი „განაქარვე ნაღველი ჩემი“, მიუხედავად იმისა, რომ ის მტვერს ისე დაეფარა, ღვთისმშობლის გამოსახულების გარჩევა ჭირდა, სისუსტით დაუძლურებულმა სნეულმა, ხელ-ფეხს რომ ვერ ამოძრავებდა და საუბარიც უჭირდა, იცნო ღვთისმშობლის გამოსახულება და წამოიძახა: – „ის არის, ის არის!“ – და პირჯვარი გადაისახა. ლოცვის შემდეგ ემთხვია  ხატს და სხეულში მაშინვე იგრძნო ძალა, რომელმაც ფეხზე წამოდგომა და ეკლესიიდან სახლში საკუთარი ფეხით დაბრუნება შეაძლებინა.

სასწაული 25 იანვარს მოხდა, ამავე დღესაა დაწესებული ხატის დღესასწაული.

მოსკოვში ამ ხატის ოთხი ასლია: წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, წმიდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში, წმიდა ტიხონ ამათუნტელის ეკლესიაში და ღირსი სერგის სახელობის ტაძარში. მადლმოსილი ხატი ვერცხლის მოოქრულ ჩარჩოშია ჩასმული და გამშვენებულია ძვირფასი თვლებით. კვირა დღეს ამ ხატთან იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი.

ხატის ასლები ასევე დაბრძანებულია: სანკტ-პეტერბურგში – უფლის ამაღლების ტაძარში; ორლოვის ეპარქიის ოდრინე ნიკოლაევის მონასტერსა და პოდოლსკის ეპარქიის ბერშადსკის მონასტერში.

скачать dle 11.3