კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რამდენად სწორია ტაძარში სანთლების, წიგნებისა და ხატების გაყიდვა მღვდელმსახურების დროს. განსაკუთრებით, ზიარების დროს?

პასუხი: ამ საკითხს წყვეტს კონკრეტული ტაძრის წინამძღვარი, თუმცა ტრადიციულად ყოველთვის ასე ხდებოდა მართლმადიდებელ ტაძრებში.

კითხვა: როგორ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი და სასულიერო ლიტერატურა?

პასუხი: იმისთვის, რომ ეს ლიტერატურა ჩვენთვის სულიერად სასარგებლო იყოს, საჭიროა კითხვის დაწყების წინ სულიწმიდის მადლს მოვუხმოთ ჩვენს მეოხად; ვიკითხოთ აუჩქარებლად, რამდენჯერმე გავიმეოროთ ის, რაც გაუგებარია ჩვენთვის; არ ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაინცდამაინც ბევრი წავიკითხოთ.

კითხვა: უსახსრობის გამო ხშირად წირვის დროს ვერ ვყიდულობ სეფისკვერსა და სანთელს. ცუდად ხომ არ ვიქცევი?

პასუხი: თუ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, საკურთხეველში შეგზავნილ მოსახსენებელს სეფისკვერიც შეაყოლოს, არ არის დიდი უბედურება. უფალმა კარგად იცის ჩვენი გული და ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიც. თუკი ამის უკან სიხარბე არ იმალება, ადამიანის მხურვალე ლოცვა უფლისგან შეწირული იქნება.

კითხვა: სად და როგორ შეიძლება ამა თუ იმ ხატის ასაკის დადგენა? ჩემს ოჯახში ინახება ასეთი ხატი.

პასუხი: ხატის ასაკის დადგენა შესაძლებელია ხელოვნებათმცოდნეებისა და მხატვარ-რესტავრატორების დახმარებით.

скачать dle 11.3