კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

მესვეტე ბერი, რომელსაც 50 წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ძმის განკითხვა

ედესის მახლობლად მოსაგრე ერთ-ერთმა ბერმა ედესელი ეპისკოპოსის, წმიდა თედორეს შეკითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი სვეტზე ასვლა და რამდენი წელია, რაც ღვაწლში იმყოფება, უპასუხა: „ჩემს უფროს ძმასთან ერთად, ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას, სოფელს განვეშორე. თავდაპირველად სამი წელი მონასტერში გავატარეთ, შემდეგ კი უდაბნოში წავედით, ორი გამოქვაბული მოვიძიეთ და დავსახლდით: მე ერთ გამოქვაბულში, ის კი – მეორეში. დრო მდუმარებაში გაგვყავდა; ერთმანეთს მხოლოდ კვირა დღეს ვხვდებოდით. ამგვარი მოღვაწეობა უდაბნოში ჩემთვის დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთხელ, როდესაც საჭმლისთვის საჭირო მცენარეულობის შესაგროვებლად გამოვედით და ერთმანეთს გარკვეული მანძილით დავშორდით, შევამჩნიე, რომ ძმა გაშეშდა, თითქოს რაღაცის შეეშინდა და სენაკისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გაკვირვებული მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც ძმა იდგა და ოქროს მონეტების უამრავი რაოდენობა ვიხილე. დაუფიქრებლად მოვიძრე მანტია, ნაპოვნი განძი მასში გადავიტანე და დიდი გაჭირვებით მივათრიე ჩემს გამოქვაბულამდე. შემდეგ, ისე, რომ ძმისთვის არაფერი მითქვამს, ქალაქში წავედი, სახლი ვიყიდე, თავშესაფარი და საავადმყოფო მოვაწყვე და იქვე მონასტერი დავაარსე, 40 მორჩილი დავაბინავე და ყველაფერი გამოცდილ იღუმენს ჩავაბარე, 1 000 ოქრო საჭიროებისთვის დავუტოვე, დანარჩენი 1 000 კი – ღარიბებს დავურიგე. სოფელი მივატოვე და ძმისკენ გავეშურე. გზად მედიდურობამ შემიპყრო და ჩემი ძმის განკითხვა დავიწყე, რომ კეთილი საქმის კეთება არ ისურვა. როდესაც მის გამოქვაბულს ვუახლოვდებოდი, ამპარტავნებამ სრულიად მომიცვა. ამ დროს უფლის ანგელოზი გამომეცხადა და მრისხანედ მომმართა: „იცოდე, რომ შენ მიერ გაღებული მოწყალება ახლოსაც ვერ მივა შენი ძმის ღვაწლთან, ის უფრო მაღლა დგას და შენზე მეტად ღირსეულია ღმერთის წინაშე, ამიტომ, შენ მისი ხილვის ღირსი არ ხარ და ძმას იმ დრომდე ვერ შეხვდები, სანამ ცრემლითა და სინანულით ცოდვისგან არ განიწმინდები“. ანგელოზი გაუჩინარდა. ძმის სენაკს მივუახლოვდი და, ჩემდა შესაძრწუნებლად, იგი ვერ ვიხილე. უამრავი ცრემლი დავღვარე და დავშვრი. ბოლოს და ბოლოს, უფალმა შემიწყალა და ზეციდან ხმამ მაუწყა, რომ აქ მოვსულიყავი, სადაც მხედავ და სადაც უკვე მრავალი წელია, ვცხოვრობ. მხოლოდ 50-ე ზაფხულის შემდეგ, ანგელოზმა  პატიება აღმითქვა და ცათა სასუფეველში ძმის ხილვის პირობა მომცა.

скачать dle 11.3