კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეგენდარული ამერიკული ბრენდი – KFC უკვე საქართველოშია!

ლეგენდარული ამერიკული რესტორნების ქსელი  KFC-ის („ქეი-ეფ-სი”) პირველი რესტორანი თბილისში, პეკინის გამზირის #12-ში (ყოფილი რესტორანი „ნიკალა“) გაიხსნა. 400 კვადრატული ფართის მქონე რესტორანი კომპანიის წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს. საღამოზე მიწვეულ სტუმრებს KFC უგემრიელესი ქათმის კერძებით გაუმასპინძლდა.

KFC (Kentucky fried chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. ის 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო, სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 „KFC მასობრივი ბრენდია, რომელიც  ქათმის მოყვარულებს მთელ მსოფლიოში აერთიანებს. მრავალფეროვანი მენიუ საშუალებას გვაძლევს, დავაკმაყოფილოთ ყველა გემოვნების ადამიანი. წარმოდგენილი იქნება ცხარე ან ორიგინალური, ფქვილში ამოვლებული უგემრიელესი შემწვარი ქათმის ნაჭრები, სენდვიჩების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, გარნირები, სალათები, ცხელი ვაფლი უგემრიელესი ნაყინით ან მომხმარებლის მიერ შერჩეული ტოპინგით, ჩიზქეიქი, სახელგანთქმული ყავის ასორტიმენტი და სხვა. ეს ყველაფერი – მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად“, – აცხადებენ კომპანიაში.

KFC-ის რესტორნების ქსელს საქართველოში Iberia Food Company წარმოადგენს. ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც Iberia Food Company-სა და KFC-ის შორის გაფორმდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში, KFC-ის 10 რესტორანი გაიხსნება.

„KFC-ის პირველი რესტორნის გახსნა საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა. YUM ბრენდის დახმარებით, ფართო სპექტრის მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა: ეს იყო პროდუქციის მომწოდებლების ძიება, რომლებიც აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს და ხარისხის სტანდარტს; ადგილმდებარეობის შერჩევა; რესტორნის მოწყობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – KFC ჯგუფის შექმნა. დღესდღეობით რესტორანში 195 დასაჯდომი ადგილია მომხმარებლებისთვის, რომლებიც სრულად არის აღჭურვილი ბრენდის სტანდარტების მიხედვით. დღეს, როდესაც ყველაფერი გაშვებულია და მუშაობს, ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს და ვგეგმავთ დამატებით 10 რესტორნის გახსნას საქართველოში,“ – განაცხადა KFC-ის მარკეტინგის დირექტორმა ქეთევან მეფარიშვილმა. 

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ქსელი, უგემრიელესი მენიუთი, მსოფლიოს 115-ზე მეტ ქვეყანაში 18.000-ზე მეტ KFC-ის რესტორანს აერთიანებს. KFC ქათმის მომზადების რეცეპტი საიდუმლოდ ინახება კენტუკიში. მხოლოდ ამერიკაში, KFC-ის მენიუს ყოველდღიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს.

скачать dle 11.3