კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აგიჟებს და ვისზეა შეყვარებული ნოდიკო ტატიშვილი და როგორ ცდილობს ის ჯულიანასთან ნატურალური ემოციების გაჩენას

მოცეკვავის ამპლუაში ნოდიკო ტატიშვილის ნახვა, ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო, რადგან თვითონ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ აღიარებდა, რომ ცეკვის ნიჭი ჰქონდა. თუმცა, მან ნამდვილად შეძლო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მაყურებლის გაოცებაც და ფინალში გასვლაც.

ნოდიკო ტატიშვილი: სიმღერის კონკურსზე ბევრჯერ ვყოფილვარ – ამ კუთხით დიდი გამოცდილება მაქვს, სიმღერის დროს იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო და მთელი სადავეები შენს ხელთ არის. „ცეკვავენს“ რაც შეეხება, სრული დილეტანტი ვარ და სადავეები მთლიანად ჯულიანას უჭირავს, კარგად მმართავს, თან, ისე მაგრად აქვს მოჭერილი... ჯულიანა რომ არ ყოფილიყო, ვერც ასე ვიცეკვებდი, სურვილიც არ მექნებოდა, ბევრი მემუშავა და ასე მომემზადებინა მაგარი ცეკვები. ძალიან კარგია, როდესაც შენი მეგობარია, რომელიც გიხსნის ყველა კომპლექსს, მაგრამ, გეჩხუბება კიდეც. ისე საყვარლად ჩხუბობს, მეცინება, ცუდად მხდის, ვბჟირდები და მერე, მე რომ მეცინება, იმაზე ბრაზდება. ჩხუბიც არ შეუძლია, ამას ჰქვია ცოტა ნერვული ალაპარაკება. კრიმინალურს კი არ ვაკეთებ რამეს, უბრალოდ, უფრო მეტი პრეტენზია აქვს – უფრო მეტი მოგეთხოვებაო. ჟიური რომ გადარეულა და ჩამოხოკილა, ჯულიანას მაინც არ უთქვამს – მაგარი იყოო. ერთხელ მითხრა: იმიტომ არ გეუბნები საქებარ სიტყვებს, სტიმული რომ არ დაკარგოო. ნახევარფინალის წინ კი მითხრა: შენ ღირსი ხარ, ფინალში გადახვიდე და, გაიმარჯვოო. მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს მძაბავს, მაგრამ, სულ მოჭიმული ვარ, მაგარია!

– თურმე, ქალის ჭკუაზე სიარული არ ყოფილა ცუდი.

– მშვენიერია. საერთოდ, არ მიყვარს ქალის ჭკუაზე სიარული, მაგრამ ახლა, სამი თვეა, დავდივარ ქალის ჭკუაზე. ჯულის არ ახსოვს, მეთქვას: ვერ მოვალ,  არ მცალია ან ადრე გამიშვი-მეთქი... ჩვეულებრივად „დაჩმორებული” ვყავდი. 

– საკუთარ თავს, ალბათ, სხვა კუთხით შეხედე, სხვანაირი ნოდიკო დაინახე.

– აბსოლუტურად სხვანაირი. რომ ვახვევ და ვუყურებ, არ მჯერა, რომ ეს მე ვიყავი და მე ვაკეთებდი ამ ყველაფერს. სარკესთან რეპეტიცია არ მიყვარს, მაღიზიანებს, მგონია, რომ საშინლად ვცეკვავ – მაკოპლექსებს სარკე. სცენაზე რომ ვერ ვხედავ საკუთარ თავს, უფრო გახსნილი ვარ. იქ რომ სარკე იყოს და ჩემს თეძოებს ვხედავდე, ალბათ, ვერ გავაკეთებდი ვერაფერს, ძალიან მომერიდებოდა. ისე დავიღალე, რომ ველოდები, როდის მოვილევ კონცერტებს, ჯერ უნდა დავიძინო და დიდხანს არ გავიღვიძო, მერე კი დავისვენო. ვიცოდი, რომ შრომატევადი იყო, მაგრამ, ძალიან რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. რეჟიმი თავდაყირა დადგა, რაღაცეები მავიწყდება, თავში ყველაფერი არეული მაქვს.

– ჯულიანას კი კარგად უწევ პარტნირობას, ისე გენდობა და ისეთ რაღაცეებს აკეთებს, ბევრ პროფესიონალ მოცეკვავეს გაუჭირდება მისი მეწყვილეობა. 

– ჯულიანა საერთოდ მაგიჟებს, ისეთ რაღაცეებს აკეთებს. იცი, ეთერის დროს როგორ გადაწვება ხოლმე? იატაკზე ადებს ლამის თავს და, მინდა, იმ წამის მეათასედში მოვკლა, დავუყვირო – სად მიდიხარ-მეთქი. ჯულიმ იცის ჩემი პასუხისმგებლობის ამბავი, მანამდე ეს ყველაფერი გამაკეთებინა და არცერთხელ რომ არ ჩამომივარდა, მიხვდა, რა შემიძლია. 

– რა მაგარ ფორმაში ხარ, როგორ გახდი! 

– სულ მაგას ვამბობდი: ფინალშიც რომც ვერ გავიდე, „იმედის“ მადლობელი ვიქნები, ჩემი სურვილი რომ აასრულა-მეთქი – 13 კილო მაქვს უკვე დაკლებული და ძალიან მიხარია. მომღერალს, ზოგადად, სჭირდება ასეთი რაღაცეები – ცეკვას ვგულისხმობ. ახლა შემიძლია, ისეთ რამეზე წავიდე, რაზეც ადრე მეგონა, რომ ვერ წავიდოდი. თუნდაც მიუზიკლებზე, რომელიც ჩემი სუსტი წერტილია, ნებისმიერ შემთხვევაზე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, შემიძლია, ვთქვა: მე ამას გავაკეთებ. 

– ჯულიანა ვისთანაც ცეკვავდა, ყველასთან დააწყვილეს, თქვენზე კი ნაკლებად ჭორაობენ. 

– ჩვენზეც გავიგე რაღაცეები. დღეს ვისთანაც არ უნდა დამინახონ, ყველაზე იეჭვიანებენ – ასეთი ერი ვართ. ჩემზე და მარიამზე უფრო ჭორაობდნენ მთელი პროექტის განმავლობაში, დღემდე ბევრს ჰგონია, რომ შეყვარებულები ვრთ. ჯულიანას შეხედეთ, რა სილამაზეა და, თანაც, იმ რამდენიმე წუთში უნდა აჩვენო ნატურალური ემოცია, რომელიც უნდა ითამაშო, გაიჩინო – ეს აძლევს ცეკვას სრულყოფილებას. გოჩამ „რუმბაზე” რომ გვითხრა მე და ჯულიანას: რომ არ ვიცოდე, მეგობრები ხართ, ვიფიქრებდი, ერთმანეთზე გიჟდებითო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება. მე მართლა მიყვარს ჯულიანა, დიდ პატივს ვცემ, აბსოლუტურად განსხვავებული გოგონაა: სერიოზული, არ უყვარს ზედმეტი ლაპარაკი, ჭორაობა, ასეთი გოგონა ბევრი არ შემხვედრია. 

– ძალიან გესიამოვნა, როდესაც შორენამ გითხრა, რომანტიკოსი ხარ და ბედნიერი იქნება ის ქალი, ვინც შენ გვერდით გეყოლებაო. 

– ისე მესიამოვნა... თან, მინდოდა, ვიღაც-ვიღაცეებს ეს გაეგოთ. 

– ვიღაც-ვიღაცეებს თუ იმ ვიღაცას? არ სჯერა მას?

– არა, როგორ არ სჯერა. ასეთი ტიპი ვარ – რომანტიკულიც და ზედმეტად სენტიმენტალურიც. შორენამ, ფაქტობრივად, გაშიფრა ჩემი შინაგანი „მე“. ვისაც უნდა გაეგო, გაიგო, კომენტარებიც კარგი იყო.

– პროექტამდე შენს ცხოვრებაში არსებობდა ერთი კარგი გოგონა და, იმედია, ამ პროექტმა, შენმა მოუცლელობამ, არ შეუშალა ხელი თქვენს ურთიერთობას.

– პროექტმა ბევრ რაღაცაში შემიშალა ხელი, მაგრამ, ურთიერთობის მხრივ არაფერი შეცვლილა, რეალურად ყველაფერი ისევ ისეა. ჩემი ეს ამპლუა დედაჩემისთვისაც აღმოჩენა იყო, რომელმაც გამაჩინა და გამზარდა. სხვებისთვისაც აღმოჩენა იყო, ვერ დავაფიქსირე ადამიანი, ვინც მეტყოდა – შენი იმედი მქონდა, რომ კარგად იცეკვებდიო. პირველი ცეკვის მერე ყველა შოკში იყო. ისე, მეცეკვა მანამდე!

– და, ვიღაცეები უფრო ადრე აღმოაჩენდნენ შენს ბევრ თვისებას.

– ფანების, გოგონების  ყურადღებას თუ გულისხმობ, არ მიმაჩნია, რომ ალენ დელონი ვარ, მაგრამ, კონკრეტულად და ზოგადადაც გააქტიურებულები არიან სუსტი სქესის წარმომადგენლები – ეს მომწონს. მრცხვენია და ვიბნევი, როდესაც მაქებენ, მაგრამ, ვგიჟდები, როდესაც ჩემდამი სიმპათიებს გამოხატავენ.

– ბინაც გჭირდება და ავტომობილიც.

– არ მოვყვები მიზეზებს, მაგრამ, ერთიც კარგია ჩემთვის და მეორეც, ორივე ერთად ხომ – მთლად იდეალური ვარიანტია, დამხატავდა... არ მიწყინო, ზურა. მანქანა ახლაც არ მყავს, მაგრამ, ფინალამდეც ვფიქრობდი, რომ, თუ გამოვეთიშებოდი კონკურსს, არ იქნებოდა ეს ტრაგედია, რადგან, მაქვს კონკურსების გამოცდილება. ვერ წარმოიდგენ, როგორი ტკივილი იყო თითოეული მონაწილის წასვლა, ნუცას  ფეხის მოტეხა ხომ განსაკუთრებით განვიცადეთ ყველამ. ეს პროექტი ორმაგად სტრესი იყო ჩემთვის, რადგან, ჩემი მეგობრები იყვნენ და, აღარ ვიცოდი, რომელზე მენერვიულა ან რაზე.

– შენმა ცეკვამ ტრავმის გარეშე ჩაიარა?

– ორი კვირა კისერს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი დაჭიმული მქონდა. ლაივებზე წამალშესხმული გავდიოდი, რომ ტკივილი არ მეგრძნო. არ მიყვარს ლაპარაკი იმაზე, რომ ტრავმა მაქვს, ბეჭი მტკივა, კისერი... 

– შენი კისერი მაინც, ძალიან აქტუალური იყო.

– რაც გოჩამ დამაკლო, შორენამ ამინაზღაურა – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. არადა, მომწონს ჩემი კისერი. მერე დედაჩემმა და მამაჩემმა ხუმრობით შეუთვალეს გოჩას: ჩვენ როგორიც გვინდოდა, როგორი კისრითაც, ისეთი შვილი შევქმენითო. კიდევ კარგი, ცეკვის გაგრძელებას არ ვაპირებ, თორემ, მეც ძალიან ვინერვიულებდი ჩემს კისერზე... იცი, რა მიხარია ყველაზე მეტად? გარეთ როცა გავდივარ, სიხარულისგან და ემოციებისგან მტკივდება თავი, ისე თბილად მხვდება ხალხი და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ მათი. ამიტომაც მინდა, ასჯერ მეტი გავაკეთო, ისეთი ღირებული რამ შევქმნა ჩემი ქვეყნისთვის, რომ, როცა გავა დრო და აღარ ვიქნები, ახსოვდეთ ნოდიკო ტატიშვილი. ამიტომაც, ყველაფერს გავაკეთებ –  რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია.

скачать dle 11.3