კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (103)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

ინტიმური საუბრები

უფალს მადლობას ვწირავ ასეთი სასწაულისთვის

უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, თქვენც ისეთივე ბედნიერება მოგიტანოთ, როგორიც მე მომიტანა. უფრო სწორად, ჯერ არ მოუტანია, მაგრამ, მალე მომიტანს – პირველიდან 7 იანვრამდე შუალედში სამი შვილიშვილის ბაბუა ერთდროულად ვხდები, თანაც, სამივე ბიჭია. თავისთავად ხომ უზარმაზარი, ენით აუწერელი ბედნიერება და სიხარულია ოჯახში ახალი სიცოცხლის დაბადება, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, რას უნდა განვიცდიდეთ ყველა და პირადად მე, რომელიც ხუთი წელი ველოდი ამ ყველაზე საამაყო და საპატიო ტიტულს – ბაბუობას. ხუთი წელი გავატარეთ იმ მოლოდინში მთელმა ოჯახმა. ჩემს შვილსა და რძალს ბავშვი რომ არ უჩნდებოდათ, ამის ნიადაგზე უსიამოვნებებიც კი დაეწყოთ და კინაღამ გაიყარნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი; მაგრამ, ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოგვხედა და ყოველგვარი ხელოვნური რაღაცეების გარეშე მოგვივლინა ასეთი სასწაული.

არ მინდა, ან ღმერთს, ან თქვენ, უმადური გეგონოთ, მაგრამ, ერთი გოგო შვილიშვილი კი მინდოდა. თუმცა, არა უშავს, ორი-სამი წლის შემდეგ დავუწყებ ჩემს შვილს „ჩაარაკებას“ და იქნებ გადაწყვიტონ მეოთხე შვილის გაჩენაც. ახლა ის არის მთავარი, რომ ჩემი სამივე ვაჟკაცი ჯანმრთელი დაიბადოს, მერე კი უფალი გვიჩვენებს გზას, როგორ მოვიქცეთ.

რევაზი, 68 წლის.

 

შვილმა გული მატკინა

მე და ჩემი ერთადერთი გაუთხოვარი შვილი ერთად ვცხოვრობთ. ქმარი ახალგაზრდას გარდამეცვალა და ბავშვი მარტომ გავზარდე. დედა არც მე მყავდა და არც ჩემს ქმარს, ისე ნათესავებს კი, აბა, ვის ედარდები და აინტერესებ, მით უმეტეს, როცა გიჭირს. გარდა ამისა, ყველას თავი გასჭირვებია, ყველას საკუთარი პრობლემები აქვს ყელამდე, უმრავლესობას კი თვითონვე უჭირს ოჯახის რჩენა და ამიტომ არავისგან არ უნდა გეწყინოს, თუკი არ ახსოვხარ და იმისთვისაც ვერ იცლის, რომ ტელეფონით მაინც მოგიკითხოს. არც მე მწყინს, თუმცა, გული კი მწყდება, რადგან, მეც და, განსაკუთრებით კი ჩემი ქმარი, ისე ვიყავით ყველა ნათესავზე გადაყოლილი ყველა თვალსაზრისით, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ, უფალმა შეუნდოთ, მე გულში ბოღმა არ მაქვს ჩადებული. სიტყვა გამიგრძელდა, არადა, ამ წერილით ჩემი სულ სხვა სატკივარი მინდოდა მომეთხრო თქვენთვის. ნათესავებზე რა მაქვს სათქმელი, როცა სიმწრით გამოზრდილ ერთადერთ შვილს არ ვედარდები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ავარიაში მოვყევი და დავინვალიდდი. ერთადერთი, რასაც მიკეთებს, ის არის, რომ დილით ინვალიდის ეტლში გადამსვამს და მაგიდაზე წამლებსა და საჭმელს მიტოვებს. მერე სახლიდან მიდის და, გვიან საღამოს დაბრუნებული, წესიერად არც კი მომიკითხავს. ერთ-ორ სიტყვას მომიგდებს სამადლოდ და დაძინებამდე კომპიუტერს უზის ან ვიღაცას ელაპარაკება ტელეფონით. მერე, თვითონ რომ მოერევა ძილი, ისევ გადამაწვენს ჩემს ლოგინში, შეიკეტავს თავისი ოთახის კარს და ამით ამოიწურება ჩვენი ურთიერთობა. არადა, ჟურნალისტია, თან რაღაც არასამთავრობოში მუშაობს და მიუსაფარი და გაჭირვებული ადამიანების თანადგომაზე წერს სტატიებს, საკუთარი დედა კი, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდია. პატარაც აღარ არის (26 წლისაა), მისი ასეთი საქციელი ასაკს რომ დავაბრალო. მეზობლის პატარა გოგო უფრო მეტ ყურადღებას მაქცევს, ვიდრე ჩემი შვილი.

მესმის, რომ მოსაწყენია, ეჯდე ხეიბარ ადამიანს და დილიდან საღამომდე ელაპარაკო, მაგრამ, ასე ვზრდიდი? ღმერთის არ ეშინია? მე ყოველ საღამოს იმას შევთხოვ უფალს, მიუტევოს და გონს მოიყვანოს. მის გამო მაქვს შიში, თორემ, მე უკვე მივეჩვიე მარტო ყოფნას და ისე ძალიან აღარ მიჭირს. რძალი რომ იყოს ჩემი და ასე მექცეოდეს, ალბათ, მეც და სხვაც იმას ვიტყოდით, დედამთილი რომ ვარ, იმიტომ მიკიდებს ფეხებზეო, მაგრამ, შვილზე რა უნდა ვთქვა? ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ მე ვერ გავზარდე კარგად – როგორც ჩანს, კაცთმოყვარეობა ვერ ჩავუნერგე.

შარშან და შარშანწინ მეგობრებთან ერთად შეხვდა ახალ წელს და სახლში მარტო დამტოვა, ტელეფონითაც კი არ მომილოცა. თვითონ გამთენიისას მოვიდა და მეც დილამდე სავარძელში ვიჯექი გაშეშებული. არ ვიცი, წელს რას აპირებს, ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ისევ სხვაგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი. ამას წინათ ვუთხარი, ერთხელაც აქ შეიკრიბეთ და ჩვენთან შეხვდით ახალ წელს-მეთქი და, ისეთი პასუხი გამცა, მთლად მომიკლა გული – აქ ინვალიდი დედის საყურებლად მოვიყვანოო? ძალიან მეწყინა, მაგრამ მაინც გავუღიმე და ვუთხარი, სულ არ გამოვალ ჩემი ოთახიდან და არ შეგაწუხებთ-მეთქი. მან კი მიპასუხა: რა გინდა, დედა, შენ გამო ისედაც სახლში ვარ სულ დაბმული; ამხელა გოგო ვარ და, ბიჭი ვერ გამიცნია, პირადი ცხოვრება ვერ ამიწყვია და, იმის უფლებაც არ მაქვს, ახალ წელს მაინც შევხვდე მეგობრებთან ერთადო?

ისეთი ტკივილი მომაყენა ამ სიტყვებით, სახლში გაჩერება აღარ მინდა. გადავწყვიტე, მოხუცთა თავშესაფარში მოვთხოვო წაყვანა, თუმცა, ჯერ არც ისე ხნიერი ვარ და, შეიძლება, იქ არც კი მიმიღონ, თვითონ კი, მგონი, უარს არ იტყვის. მაგრამ, მაინც არ მინდა, რომ ახალი წელი ჩავუშხამო. ერთ თვეს კიდევ გავძლებ როგორმე და, ნათლისღებაც რომ ჩაივლის, მაშინ დაველაპარაკები ამ თემაზე. ისიც არ მინდა, რომ ჩემი პრობლემებითა და პრეტენზიებით ნერვები ავუშალო. ისე კი, ალბათ, მართალია ჩემი გოგო – ჩემი გადამკიდე, აბა, როგორ უნდა გაიჩინოს შეყვარებული ან როგორ უნდა გათხოვდეს წესიერ ბიჭზე, ესეც ხომ ცოდოა? რატომ არ უნდა შექმნას ოჯახი, რატომ არ უნდა გააჩინოს შვილები, ან, თუნდაც რატომ არ უნდა იფიქროს კარიერაზე, იმიტომ, რომ დედა ჰყავს კუტი და მისახედი?! თვითონ რა დააშავა? მაგის ბრალი ხომ არ არის, მამა რომ მოუკვდა და დედა დაუინვალიდდა?.. აი, ხომ ხედავთ, გულნატკენი ვარ, მაგრამ, ჩემდაუნებურად, მაინც ვცდილობ, შვილი გავამართლო – ეტყობა, ასეთია დედის გული.

ლანა, 52 წლის.

скачать dle 11.3