კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (155)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რა პრინციპით ცდილობს ზოგიერთი ქალი კაცის სიყვარულის შენარჩუნებას და უმართლებთ თუ არა მათ

როცა საქმე მამაკაცს ეხება, ქალების პრობლემები ძირითადად ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, მთავარი მაინც სუსტი სქესის სუბიექტური დამოკიდებულებაა სიყვარულისა და ერთგულების საკითხებზე. მოდის სიყვარული, მერე კი სადღაც უჩინარდება და ქალი ამას ვერ ეგუება. ყველა შეყვარებულ ქალს უნდა, შეინარჩუნოს ის, ვის გვერდით ცხოვრებაც უხარია. ზოგი ამას ზღვარს გადასული სიყვარულით ცდილობს, ზოგი – შანტაჟით, ზოგსაც თავისი, ინდივიდუალური მეთოდიკა გააჩნია, მიზანი კი ყოველთვის ერთნაირია – საყვარელი მამაკაცის სიყვარულისა და ერთგულების შენარჩუნება, თუმცა გაამართლებს თუ არა ეს მცდელობა, ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია.

თეიკო (34 წლის): ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალს ძალიან ბევრი მოეთხოვება, შესაბამისად, რთულია, იყო ქალი. გარკვეულ ასაკს რომ მივაღწევთ, მას შემდეგ სულ ბრძოლა გვიწევს; მნიშვნელობა არ აქვს, გინდა ლამაზი იყავი, გინდა მახინჯი, ამით საქმის არსი არ იცვლება. ძილშიც კი ფორმაში უნდა იყო.

– გარეგნულ იერსახეს გულისხმობთ?

– ყველაფერს ვგულისხმობ. ვერ მოეშვები ვერც გათხოვებამდე და, მით უმეტეს, ვერც გათხოვების შემდეგ. ორი სქესის ურთიერთობა ხელჩართული ბრძოლაა, მით უფრო – ოჯახში. არავინ თქვას, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, ასე არ ხდებაო. ასეა და ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ხუთი წელია, მყავს ქმარი, მაქვს ოჯახი და ამ ხნის განმავლობაში უამრავი რაღაც ვისწავლე და სერიოზული აღმოჩენებიც გავაკეთე ჩემთვის, დღემდე ვსწავლობ საოჯახო დიპლომატიას და მუდმივ ტონუსში ვარ. მე არ ვიცი, როგორ არიან სხვა ცოლები, მაგრამ, ქმრის შენარჩუნება უფრო ძნელი ყოფილა, ვიდრე გათხოვება, მით უმეტეს, როცა გარშემო ამდენი მტაცებელი ქალია. ან შენ უნდა იმარჯვო და „ჩაიჭირო“, ან ისინი გაასულელებენ და „გამოიჭერენ“.

– „გამოიჭერენ“, „ჩაიჭირო“... საშინელი ტერმინებია. ადამიანურად გიყვარდეს და უყვარდე – არ შეიძლება?

– სამწუხაროდ, ეგ მხოლოდ ლამაზი სიტყვები და ილუზიაა და თუ ამას არ დაიჯერებ, დაღუპული ხარ. სილამაზე ნამდვილად ვერ გიშველის, სიყვარული – მით უმეტეს. კაცის ერთგულება მითია და სიყვარულიც მხოლოდ დროებითი ახასიათებთ. შეუძლებელია, ათი და ოცი წელი ისე იცხოვრო მის გვერდით, ერთხელაც არ აცანცარდეს და გული არ გატკინოს. რას იზამთ, იმუნიტეტს გამოიმუშავებთ?

– ანუ, თავიდანვე უნდა შევეგუოთ აზრს, რომ საყვარელი ქმარი ოდესმე აუცილებლად გვიღალატებს?

– პრინციპში, კი. 

– ასე ცხოვრება ძალიან ძნელია.

– თავიდანვე ვთქვი, ძნელია-მეთქი, შევხვედოთ სიმართლეს თვალებში. ასეთები არიან კაცები და რეალობას უნდა შევეგუოთ. რა აზრი აქვს სირაქლემის პოზაში ყოფნას? გაცილებით უკეთესია, საკუთარი მეთოდები შექმნა ქმრის „დასაბმელად“. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა კაცი მაინც ინდივიდუალურია და ყველას ერთი საზომით ვერ მიუდგები. მე მოგიყვებით, თავად როგორ ვცდილობ საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას. ის მოსაზრება, რომ კაცს ბავშვს გაუჩენ და შენია – აბსოლუტური სისულელეა.

– ბავშვის მაგ მოსაზრებით გაჩენა მარტო სისულელე კი არა, დანაშაულიც არის.

– გეთანხმებით. როგორ შეიძლება ბავშვით მანიპულირება? ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ არც ამართლებს. ეს ყველაფერი მესამე პირზე და მით უმეტეს, შვილზე არ უნდა გადავიდეს. ჩვენი მშობლების მაგალითი არ გამოგვადგება, ისინი სხვანაირად ცხოვრობდნენ. არც ვიცი, ამ ტიპის პრობლემები ჰქონდათ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე ეს არ მოდიოდა. ერთადერთი, რაც დედაჩემისგან ვისწავლე, იყო საკუთარ თავზე ზრუნვა. არ მახსოვს, დილით თავისი საძინებლიდან მოუწესრიგებელი ან თმადაუვარცხნელი გამოსულიყო. ტუჩებიც კი შეფერადებული ჰქონდა. მამაჩემს ისე ეპრანჭებოდა, როგორც უცხო კაცს და ისიც ბედნიერი იყო ამით, მაგრამ, რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ეს არ იყო საკმარისი.

– ამბობენ, მეორედ გათხოვილმა ქალებმა უფრო იციან, რა სურს კაცსო, ანუ, გამოდის, რომ პირველი ქორწინებით ქალები გამოცდილებას იღებენ? 

– არ უნდა იყოს ეს მართალი. თუ ჭკუა არ გაქვს და არ იცი, როგორ მოიქცე, ვერაფერს ისწავლი, ხუთჯერაც რომ გათხოვდე. ერთხელ ვარ გათხოვილი და საკუთარ მაგალითზე ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. ახლა გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე ორი წლის წინ ვიცოდი.

– და, უფრო მშვიდად ხართ?

– პირიქით, საერთოდ არ ვარ მშვიდად. რაც მეტი იცი, მეტსაც ხედავ და ამჩნევ. მაგალითად, ზუსტად ვიცი, რომ კაცს ქალისგან არც რესტორნის მზარეულივით მარჯვედ მომზადებული კერძები სჭირდება, არც იდეალური წესრიგი სახლში, მაგრამ, ბონუსად ერთიც უნდა და მეორეც. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? კაცს ყველაფერი ერთად უნდა, რომ ჰქონდეს: ცოლი სულ კარგ გუნებაზე უნდა იყოს და იცინოდეს; უწყინარი და უპრეტენზიო, ბევრს არ უნდა ლაპარაკობდეს და, როცა კაცს საუბარი არ უნდა, სულაც უნდა დამუნჯდეს; თან, მუდამ, ძალიან მაგარ ფორმაში უნდა იყოს, რომ თვალი სხვა ქალისკენ არ გაექცეს... მაგრამ, მაინც გაექცევა.

– ასეთ დროს რა უნდა ვქნათ?

– გეტყვით. ჯერ ერთი – ქმარი თუ საყვარელი მამაკაცი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თქვენი კუმირი. როგორც კი ამ „განაჩენს“ გამოუტან საკუთარ თავს, დაღუპული ხარ. ჩემი ქმარი ხუთი წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ ჭკუა მაინც არ აქვს. ბევრი არაფერი სჭირდება მის გაშტერება-გაბრიყვებას. სიყვარული ხომ მარტო ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენზე გადადის მისი სიმძიმე.

რა ვქნა, მირჩევნია, მე „შევაბა“ ჩემი ქმარი. არ არის ადვილი, მაგრამ, ეს ერთადერთი პრევენციაა მისი ღალატის თავიდან ასაცილებლად. ქალური მომხიბვლელობის პრინციპიც უნდა ჩარიო და ეშმაკობაც; ტყუილიც საჭიროა კაცთან ურთიერთობაში.

– ტყუილში კონკრეტულად რა სახის სიცრუეს გულისხმობთ, „საყოფაცხოვრებო ტყუილს“ რომ ეძახიან?

– არა. მაგას საერთოდ არ ვგულისხმობ და არც მესმის, ეგ რა სისულელეა. სწორედ საყოფაცხოვრებო საკითხებში არ უნდა მოატყუო. მან ყველაფერში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს და ბოლომდე უნდა იყოს ჩართული წვრილმან თუ მსხვილმან საქმეებში. ერთი წუთი არ უნდა მისცე მოსვენება, არ უნდა ამოასუნთქო, მარტო არსად არ უნდა გაუშვა და საყიდლებზე თუ ბაზარშიც კი სულ თან უნდა ატარო, მაგრამ, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ არ გააპროტესტოს, არ გეჩხუბოს და თავისი უკმაყოფილების გამომჟღავნებასაც მოერიდოს.

– რანაირად?

– მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკობით. „მარტო კი წავალ, მაგრამ, უშენოდ არ მიხარია,“ „როცა მყავხარ გვერდით, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამომდის“, „არაფრით არ შემიძლია, უშენოდ წავიდე იქ“ – ეს ჯადოსნური ფრაზებია ოღონდ, წუწუნის გარეშე, რა თქმა უნდა. კაცს არ უყვარს, როცა ქალი პრეტენზიული ტონით ეწუწუნება; ნურც თავის შეცოდებას ეცდებით – მაინც არ შეეცოდებით და, თუ არ შეწყვეტთ ასე მოქცევას, თავსაც მოაბეზრებთ. კაცის ყურადღება რომ შეინარჩუნო, სულ ყურადღების ცენტრში უნდა გყავდეს და, პარალელურად, თვითონაც მისი ყურადღების არეალში იყო – სხვანაირად არაფერი გამოდის.

– ეჭვიანობის სცენები არ უნდა მოუწყო?

–  ეგეც აუცილებელია, ისევე, როგორც ის, რომ ისიც უნდა აეჭვიანო, თუმცა, არც ერთში არ უნდა „გადაამლაშო“ და არც მეორეში. არ უნდა გადააჭარბო, მსუბუქად უნდა მოახერხო ეს ყველაფერი, მსუბუქად, მაგრამ, ინტრიგის თანხლებით.

– ანუ, მსახიობობაც უნდა ისწავლო და „ხეზე ასვლაც“?

– აბა, რატომ ვთქვი, რთულია-მეთქი?! „ხეზე ასვლა” ყველა ცოლს რომ შეეძლოს, ქმარი ყველას „შებმული“ ეყოლებოდა. კაცს ეს სჭირდება. მაგათი ნებაზე მიშვება არ შეიძლება, ისევ საკუთარ თავს  რომ არ მიაყენონ ზიანი. კაცს უფრო სჭირდება ოჯახი და სტაბილურობა, ვიდრე ქალს. ეგენი ხომ ძალიან დაუცველები არიან – ერთი თუ გზა აებნათ, მერე საყრდენი წერტილის პოვნა უჭირთ. ცოლმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მისი ქმარი სხვა ქალთან არ წავიდეს.

– ხომ არ დააბამ?

– უნდა დააბა, მაგრამ, თოკით კი არა, შენი ქალური ეშმაკობით და, არავინ თქვას, ეს არ შემიძლიაო. ყველას ყველაფერი შეგვიძლია, თუკი მოვინდომებთ და მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ. მე მოვინდომე და აშკარად გამომდის. მთავარია, სულ სხვადასხვანაირი იყო: დღეს – ვნებიანი და ძალიან აქტიური, ხვალ – ცოტათი ეჭვიანი, ზეგ – დიასახლისი; მერე – საბედისწერო ქალი, რომელიც კაცს ბევრ თავსატეხს უჩენს... მთვარია, არ დაიღალო და არ მოეშვა. რას ვიზამთ, კაცები ისეთი პრიმიტივები არიან და, თუ ხშირად არ გააოცე და ხშირად არ დატოვე პირდაღებული, შენ მიმართ ინტერესს დაკარგავს და სხვა ქალით დაინტერესდება.

скачать dle 11.3