კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

როგორ აერთიანებს გადაცემაში „მშვიდობით იარაღო” ადამიანებს ოლიკო ბაბლუანი, მიჰყავს თუ არა წამყვანს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის სასახლიდან და რას აკეთებს მისთვის მამუკა ხაზარაძე

დიდი ხანია, თბილისი ასეთი სასიამოვნო სიახლის მომსწრე არ ყოფილა. პირველი ის, რომ სულ ახლახან ტელესივრცეში, კონკრეტულად კი – „საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, განსხვავებული გადაცემა გაჩნდა – „მშვიდობით, იარაღოს“, რომელმაც, სახელწოდებიდან და ახალი სახეებიდან გამომდინარე, უმალ მიიქცია ყველას ყურადღება. ყურადღება მიიქციეს რესპონდენტებმაც, რომელთა შორის იყო ბიძინა ივანიშვილი. იდეის ავტორი და წამყვანია საფრანგეთში მცხოვრები, კინორეჟისორ თემურ ბაბლუანის უფროსი ქალიშვილი – ოლიკო ბაბლუანი. მეორე სიახლე, რომელიც ოლიკო ბაბლუანის ასევე გასული კვირის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემაა, არის ირინა პოპიაშვილისა (ნიუ-იორკის „ნიუმან-პოპიაშვილი გალერეის”დამაარსებელი და დამოუკიდებელი კურატორი) და თამარ ღვაბერიძის (მარკეტინგის სპეციალისტი) ერთობლივი ინოვაციური პროექტი – „ვიტრინის” ფორმატში საგამოფენო გალერეის წარმოდგენა. დიზაინის საგამოფენო სივრცე თბილისში ცნობილი, ეგრეთ წოდებული მელიქ აზარიანცის სახლის ვიტრინებია. აქვე აღვნიშნავ, რომ ბაბლუანები ინტერვიუს, როგორც წესი, არასდროს იძლევიან, მაგრამ, ოლიკო ბაბლუანმა ჩვენი ჟურნალისთვის გამონაკლისი დაუშვა და თავის გადაცემასთან და სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით გვესაუბრა. 

 

– მგონია, რომ ადვილი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს, ადგე და გააკეთო გადაცემა, თუნდაც ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო. ყველაფერს ახლავს თავისი პატარ-პატარა სირთულეები. თქვენს შემთხვევაში რა და როგორ მოხდა, ვინ დაგეხმარათ იდეის განხორციელებაში?

– აბსოლუტურად არავინ არ დამხმარებია. რამდენიმე წელი ვითვისებდი მედიაგანვითარებას. შევქმენი რამდენიმე საავტორო პროექტი. „მშვიდობით, იარაღო!” ერთ-ერთი მათგანია. მინდოდა, განსხვავებული სფეროს ადამიანები შემეკრიბა ერთად და ესაუბრათ ასევე განსახვავებულ საზოგადოებრივ და სოციალურ თემებზე. ტელევიზია ყოველთვის მიზიდავდა. მიუხედავად იმისა რომ ოჯახში ყველანი კინოსფეროში ვმუშაობდით, მე მაინც ტელევიზიისკენ მქონდა მიდრეკილება. ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. დავწერე პროექტი,  გავაცანი „პირველ არხს,” გამოიყო თანხები, გაკეთდა ჯგუფი და შევუდექით მუშაობას. მამუკა ხაზარაძე დამიდგა გვერდით, რომ ამ გადაცემას ეარსება.

– გადაცემას ძალიან არაორდინარული სახელწოდება აქვს – „მშვიდობით, იარაღო!”. საიდან გაჩნდა ამ სახელწოდების იდეა, ჰემინგუეის ნაწარმოებიდან ხომ არა? 

– ძალიან მიყვარს ჰემინგუეი. როცა მისი ეს ნაწარმოები წავიკითხე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შემდეგ როდესაც გადაცემას ჩავუღრმავდი და გადავწყვიტე, ეს კონკრეტული პროექტი ჯერ საქართველოში გამეკეთებინა, კიდევ უფრო გამიმყარდა ამ იდეის საფუძველი, რომ ეს სახელი დამერქმია. პლუს, ომების შემდეგ ბევრი აგრესია იყო ქვეყანაში და, მინდოდა, ამ ფრაზით, პოზიტიური მესიჯი გაგვეჟღერებინა.

– ანუ, ეს იყო ერთგვარი მესიჯი. 

– დიახ, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო მესიჯი, რომ, დროა, დავემშვოდბოთ აგრესიას, ყველაფერ იმას, რაც შეიძლება ადამიანის ფსიქიკისთვის იყოს დესტრუქციული და მივესალმოთ ყველაფერ კონსტრუქციულს. 

– როგორც კი გაჩნდა თქვენი გადაცემის ანონსი თბილისში გავრცელდა ხმა, რომ გადაცემები ბიძინა ივანიშვილის სასახლიდან მიგყავთ. ასეა? 

– რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და, ალბათ, კიდევ იქნება სხვა ჭორები. გეტყვით. მე არ მინდოდა, სტუდიაში გვქონოდა ჩაწერები ამიტომ, ვიქირავეთ ძალიან ლამაზი ბინა ვერაზე, რაშიც მამუკა ხაზარაძე დაგვეხმარა. მამუკას ძალიან მოსწონდა და უნდოდა, ამ პროექტს ეარსება, შესაბამისად, უნდოდა, ლამაზი გარემო შეგვერჩია და შევარჩიეთ ბინა, რომელიც მდებარეობს ზანდუკელის ქუჩა ¹5-ში. ბიძინა კი, ჩვენთან მოვიდა სახლში სტუმრად. ასევე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ნიკა რურუა, მაიკლ ჰოფმანი…

– გადაცემაში მხოლოდ გამორჩეული ცნობილი სახეები იქნებიან ხოლმე თუ სხვა ადამიანებიც?   

– გვყავს განსხვავებული სფეროს წარმომადგენლებიც, მაგალითად, მეხანძრე, ექიმები, დედები, რომლებმაც აქ ოჯახები დატოვეს და უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ; გალერისტები – ირინა პოპიაშვილი და თამუნა ღვაბერიძე, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე ხელოვნება – „ვიტრინები ყველასთვის.” გადაცემის კონცეპტიც ეს არის – იმისთვის არსებობს, რომ საინტერესო ხალხი გააცნოს მაყურებელს. ასევე, გადაცემაში მყავდა მევენახე გიორგი ნათენაძე, რომელიც არის გენიალური ტიპი, 28 მესხური ჯიშის ვაზი აღმოაჩინა და ძალიან საინტერესო იყო მისი მოსმენა. მგონია, რაც მეტს დავეხმარებით ასეთ ადამიანებს ჩვენი გადაცემით, მათი პროფესიონალური განვითარებისთვის და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. მოკლედ, ფორმატიდან გამომდინარე, გადაცემაში ყოველთვის არის ერთი ადამიანი, რომელიც გავლენას ახდენს მაყურებლის ცნობიერებაზე და არიან განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები. უკვე ჩაწერილი გვაქვს გადაცემა, სადაც სტუმრად გვყავდა ამერიკელი ცნობილი კინორეჟისორი მაიკლ ჰოფმანი. გადაცემის დასასრულს ყოველთვის გვაქვს სადილი და ყველა ერთად ვსადილობთ.

– ჩემი აზრით, გადაცემის ეს დასკვნითი ნაწილიც ორიგინალურია.

– ეს არის ჩვეულებრივი სადილი. საერთოდ, სუფრა აერთიანებს ადამიანებს. მაგალითად, სადმე რომ მიდიხართ სტუმრად, მერე ხომ იტყვით, რა საინტერესო ადამიანი გავიცანიო. იდეურად, ჩვენი გადაცემაც ეს არის – შექმნას მყუდრო, შინაურული ატმოსფერო, სადაც ადამიანები უფრო თავისუფლად იგრძნობენ თავს; კომუნიკაციაც, რა თქმა უნდა, ადვილად ხდება.

– თბილისში ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ხართ, ამიტომ, მკითხველს თქვენ შესახებ პატარა ინფორმაციას მივაწვდი: დაამთავრეთ თეატრალური უნივერსიტეტი; შემდეგ იყო სორბონის უნივერსიტეტში ენისა და განვითარების კურსი; პარიზის ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი; დაეუფლეთ მედიაგანვითარების კურსებს. თამაშობდით ფილმებში: „მემკვიდრეობა“, „მშვიდობიანი კავშირები“,  „კრიმინალთა ჯარი“, „გაიღიმეთ“, „სიყვარული აქცენტით“, „ბრაკო“; ხართ სატელევიზიო პროგრამის „მსოფლიო საზღვრების გარეშე“ – ავტორი... გვიამბეთ, როგორ დაიმკვიდრეთ თავი ევროპაში? 

– მამამ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ევროპაში წავსულიყავით სასწავლებლად და, აქედან გამომდინარე, გადავურჩით იმ ცუდ სიტუაციას, რაც იმ დროს საქართველოში იყო. ომისშემდგომ პერიოდში ძალიან რთული იყო ამ ქვეყანაში ცხოვრება. თუ დღეს რამეს ვაკეთებეთ და წარმოვადგენთ მე და ჩემი ძმები, ეს იმის დამსახურებაა, რომ მშობლებმა 90-იან წლებში საფრანგეთში გაგვიშვეს. ადვილი არ იყო, რა თქმა უნდა. რომ ჩავედით, ძალიან ბევრს ვსაწვლობდით და ვმუშაობდით. ჯერ უნდა გვესწავლა ენა. შემდეგ ჩავაბარეთ ინსტიტუტებში; ჩემმა ძმებმა აირჩიეს კინოსარეჟისორო და სამსახიობო. თავიდან მაინტერესებდა, რას წარმოადგენდა ეს ქვეყანა და შემდეგ ისტორიულიდან გადავედი თეატრალურში. საფრანგეთში თავდაპირველად ჩვენ ჩავედით, შემდეგ ჩამოვიდნენ დედა და მამა. ყველაზე რთული მაინც ის არის, როცა საკუთარ ქვეყანაში არ ცხოვრობ და უნდა  გააკეთო ადაპტაცია სხვა კულტურასთან. მეგობრები გვენატრებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, სკოლა ახალი დამთავრებული გქვონდა, აქედან რომ წავედით. შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა, თუმცა უკვე დიდები ვართ იმისთვის, რომ სამეგობროზე ვილაპარაკოთ. მედიის განვითარება მაინტერესებდა ყოველთვის – ის, რასაც ახლა აქ ვაკეთებ. მყავს ორი გოგონა – 10 და 18 წლის. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც დედის საქმეა, შემდეგ – სამსახურის საქმეები და, სულ ბოლოს – პირადი. 

скачать dle 11.3