კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რა ზიანს მიაყენებს საქართველოს რუსეთ-თურქეთის ახალი გაზსადენი და რატომ უდრის ერთი მილსადენი 100 000-იან არმიას

რეგიონში ვითარება იძაბება – დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის გამო რუსეთმა მოკავშირედ თურქეთი შეიგულა, რაც, თავის მხრივ, დასავლეთთან არცთუ ჰარმონიული დამოკიდებულების მქონე თურქეთისთვისაც მომგებიანია. რადგან, როგორც ჩანს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თურქეთმა გადაწყვიტა, თავისი ამბიციები გამოამჟღავნოს და ლიდერის ადგილი დაიკავოს, რათა პოლიტიკურ გადანაწილებაში თამაშგარეთ არ დარჩეს. ამ ფონზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ცივილიზებული მსოფლიოს მიერ უარყოფილი პუტინის ვიზიტი თურქ კოლეგასთან. პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ის რუსული გაზი, რომელიც მოსკოვს „სამხრეთის ნაკადით“ უნდა მიეწოდებინა, ევროპაში თურქეთის გავლით მოხვდება. მცირე ხანში თურქეთის მთავრობამ თითქოს უარყო ეს შეთანხმება და განაცხადეს, რომ მათთვის პრიორიტეტული ევროპისთვის არა რუსული, არამედ აზიური გაზის მიწოდებაა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მხარეები პოლიტიკურ თამაშში ჩაერთნენ, რომლის მიზანსა და მოტივებზე სოსო ცინცაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

 

– რა თამაშს თამაშობს თურქეთი?

–  თურქეთის ამ თამაშის სრული სურათი რომ შევქმნათ, საჭიროა მოკლე ისტორიული ექსკურსი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთი უცებ აღმოჩნდა დიდ მოთამაშეთა შორის. უფრო სწორად, თვით თურქებისთვის მოულოდნელადაც კი, დასავლეთისთვის ძალიან საჭირო მოკავშირე და პარტნიორი აღმოჩნდა ირანთან ერთად, ირანზე მეტადაც. ამიტომ, როგორც კი შეიქმნა „ნატო“, თურქეთს განეკუთვნა სამხრეთი ფლანგის, ქურდული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, „მაყურებლის“ როლი და თურქეთი 1952 წელს ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულების –  „ნატოს“ შექმნის შესახებ –  ყველა პუნქტის დარღვევით „ნატოს“ წევრი გახდა ყოველგვარი „მაპისა“ და ზედმეტი პროცედურების გარეშე. ამის შემდეგ, სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, თურქეთი იყო „ნატოს“ გვირგვინის ყველაზე დიდი ბრილიანტი. საბჭოთა კავშირს „ნატო“ სამხრეთიდან უპირისპირდებოდა თურქეთით და რუსეთს არ უშვებდა სამხრეთის თბილი ზღვებისკენ. თუმცა ძალიან ლმობიერი სავიზო რეჟიმი ჰქონდა თურქეთს ევროკავშირთან, მათ, კი რატომღაც, მაინც გერმანია ამოირჩიეს. ომის შემდგომ გერმანიაში მოთხოვნა იყო მამაკაცებზე, სჭირდებოდათ მუშახელი და თურქებით გაივსო გერმანია, რაც დღესაც გრძელდება. შემდეგ თურქეთს გაუჩნდა ევროკავშირის ამბიცია. მას ასოცირების ხელშეკრულება, დაახლოებით, 40 წლის წინათ გაუფორმეს, მაგრამ ჟისკარ დესტენმა, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ევროკავშირის პრეზიდენტობის პირველმა კანდიდატმა, განაცხადა, რომ თურქეთი არასდროს ყოფილა ევროპული ქვეყანა და საჭიროა კარი ჩავუკეტოთ ევროკავშირისკენო, რამაც გაანაწყენა თურქეთი. მით უფრო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ხვედრითი წონა შემცირდა. 

გავიხსენოთ უფრო ადრინდელი მოვლენებიც: პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალში დადგა საკითხი, რომ თურქები უნდა გაესახლებინათ აზიაში და უნდა დამდგარიყო ბიზანტიის იმპერიის აღდგენის საკითხი, მაგრამ მოხდა კურიოზი. ამ იდეის გენერატორი იყო საბერძნეთის ახალგაზრდა მეფე ალექსანდრე, გერმანიის იმპერატორის, ვილჰელმ მეორის, დის ქმარი. როდესაც გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, მეფე გადადგა, არადა, ამაზე იყო მთელი გეგმა აგებული. იდეის ავტორობა ეკუთვნოდათ საფრანგეთის პრემიერ კლემანსოს, ინგლისის პრემიერ ლოიდ ჯორჯსა და ამერიკის პრეზიდენტ უდო ვილსონს. მაგრამ საბერძნეთის ახალგაზრდა მეფე სასახლის ბაღში მაიმუნს ეთამაშებოდა, მაიმუნი დაავადებული ყოფილა, დაკაწრა მეფე, ის დაიღუპა და გეგმა ჩაიშალა. ანეკდოტური რამ მოხდა.

– მაიმუნს გადაურჩენია, ესე იგი, თურქეთი.

– დიახ, შემდეგ თვითონ ვერსალშიც აირია ვითარება: ამერიკის კონგრესმა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინა, ამიტომ ამერიკა „ერთა ლიგაში” არ შეუშვეს. ვილსონს სისხლი ჩაექცა, ინსულტი დაემართა. მართალია, პრეზიდენტობიდან არ გადადგა, მაგრამ ვაი ისეთ პრეზიდენტობას, ლოგინში იყო ჩავარდნილი. კლემანსომ არჩევნები წააგო, ლოიდ ჯორჯიც შეიცვალა და სიტუაცია აირია. შემდეგ თურქეთში მოხდა რევოლუცია. მოვიდა ათა თურქი, შეეკრა ბოლშევიკებს და თურქეთი გადარჩა.

– და ათა თურქმა ცივილიზებულ რელსებზე დააყენა ქვეყანა.

– ეგ ზღაპარია, ათა თურქმა უბრალოდ ოსმალეთის იმპერია გააუქმა, მაგრამ თურანის იდეოლოგი იყო და თვალი ეჭირა შუა აზიაზე.

– იმ თვალსაზრისით ვთქვი, რომ მომთაბარე უისტორიო ტომი თანამედროვე, მოდერნიზებულ სახელმწიფოდ აქცია.

– ვესტერნიზაცია მოახდინა, ცოტა ევროპას დაუახლოვა. მაგრამ თურქეთს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ევროკავშირის მისაღებში აყურყუტებენ. ერდოღანს ეს ყელში ამოუვიდა და შებრუნდა რუსეთისკენ. ამაზე ევროპა ცოტა დაფრთხა და ორი კვირის წინათ ევროკავშირის უმაღლესი დონის დელეგაცია სასწრაფოდ ჩაფრინდა თურქეთში. ეს პუტინის ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ მოხდა. მაგრამ ვერ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რადგან ერდოღანის პირობაზე, მიმიღებთ თუ არა ევროკავშირშიო, კვლავ იგივე საუბარი დაუწყეს, როგორც ჩვენ, რომ უნდა გაატაროთ რეფორმები და ასე შემდეგ. მაგრამ თურქეთი საქართველო არ არის და არც ერდოღანია მიშა სააკაშვილი ან ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. გარდა ამისა, თურქეთი უზარმაზარი ქვეყანაა.

– მისი შეიარაღებული ძალები მსოფლიოს პირველ ათეულშია სიძლიერის მიხედვით.

– „ნატოში“ ერთ-ერთი ლიდერია რაოდენობით, მაგრამ აქვს პრობლემები დემოკრატიის თვალსაზრისით; აქვს ქურთების პრობლემაც, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მის თავზე. ერდოღანი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ევროკავშირში თურქეთს არასდროს მიიღებენ, თუმცა ამის მისახვედრად თურქეთს დასჭირდა 40 წელი.

– ევროკავშირთან თურქეთისა და რუსეთის დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ თურქეთი და რუსეთი როგორ გაიყოფენ გავლენის სფეროებს, მათ შორის, კავკასიას?

– კონიუნქტურა ისეთია, რომ ორივე სჭირდება ერთმანეთს. რუსეთს თურქეთი სჭირდება, რადგან პუტინი კარგავს დასავლეთს. მან ერთი დიდი სტრატეგიული ჩამნაცვლებელი თითქოს მოძებნა –  ჩინეთი, მაგრამ ჩინეთი უნდა დაბალანსდეს, იმიტომ რომ, ჩინეთი ორლესური მახვილია. ჩინელებმა თავაზიანი ღიმილით ნახევარი ციმბირი უკვე აითვისეს და შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვში ბოლო პერიოდში გაჩნდა ექსტრავაგანტური იდეა –  დედაქალაქის მოსკოვიდან ციმბირში გადატანა. იცით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული: რუსეთის  ევროპულ ნაწილშია თავმოყრილი რუსეთის მოსახლეობის ორი მესამედი, ციმბირი კი ცარიელია. იქ მხოლოდ დათვები და ჩინელები არიან. მალე ჩინელები იმ დათვებსაც შეჭამენ და ბოლო-ბოლო მხოლოდ ჩინელები დარჩებიან. ამდენად, რუსეთს სჭირდება  ჩინეთის გაწონასწორება თურქეთით. თავის მხრივ, თურქეთსაც სჭირდება რუსეთი, ვინაიდან ევროპა მაინც ეჭვით უყურებს თურქეთს. მოკლედ რომ ვთქვა: თურქებს არ მიიჩნევენ ევროპელებად, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთსა და თურქეთს შორის ეროვნული ინტერესების ისტორიული კონფლიქტია. ამ რეგიონს და, გნებავთ, ბალკანეთსაც თურქეთი და რუსეთი ვერასდროს გაიყოფენ. მე არ მგონია, მსოფლიოში კიდევ იყოს ორი ქვეყანა, რომლებსაც ამდენი ეომათ ერთმანეთთან. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა: მსოფლიოში თანდათანობით წინა პლანზე გამოდის დიპლომატიის ახალი განშტოება –  ენერგოდიპლომატია, რაც გასულ საუკუნეშიც კი არ ყოფილა, არათუ უფრო ადრე. დღეს ერთ სტრატეგიულ გაზსადენს იმდენი ძალა აქვს, რამდენიც ასიათასიან არმიას. პუტინს კარგი ცხოვრების გამო არ უთქვამს უარი „სამხრეთის ნაკადზე“. იძულებული იყო. მიხვდა, რომ ევროპა ამას არ დაუშვებდა.

 –  დაასწრო.

– რუსეთისთვის „სამხრეთის ნაკადის“ მთელი ეშხი ის იყო, რომ მიეღო ევროპის გაზგამანაწილებელი სისტემა. მაგრამ ევროკავშირმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომ არ შეიძლება, ერთი ქვეყანა იყოს გაზის მიმწოდებელიც და გამანაწილებელიც. ეს გამიჯვნა რუსეთისთვის წამგებიანი იყო და პუტინი იძულებული გახდა, უარი ეთქვა. მაგრამ არის მეორე ვარიანტი –  თურქეთის გავლით მიწოდება, ამ გაზსადენის მთელი ეშხი ისაა, რომ რუსეთი გვერდს აუვლის უკრაინას. მართალია, პუტინი ბაქიბუქობს, რომ უკრაინას გავაქრობო, მაგრამ იცის, რომ უკრაინა უკრაინად დარჩება და ის რუსეთისადმი მეგობრული აღარასდროს  იქნება, ამიტომ უკრაინაზე გამავალი გაზსადენი რუსეთისთვის მუდმივი საფრთხეა და აქ ერდოღანს ხელში ჩაუვარდა გაუჭრელი კოზირი რუსეთთან ურთიერთობაში. ახლა უკვე ერდოღანი კარნახობს პირობებს.

– თან, ორივეს: რუსეთსაც და ევროპასაც.

– დიახ. ოტომანთა იმპერია რატომ გადარჩა? იმიტომ რომ, თურქული დიპლომატია ეს არის თამაში წინააღმდეგობებზე. თურქეთი მუდამ თამაშობდა ინგლისისა და რუსეთის, საფრანგეთისა და რუსეთის, გერმანიისა და რუსეთის წინააღმდეგობებზე და ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთი  თურქეთს ამარცხებდა ომებში, მაგრამ ზავი იდებოდა ინგლისელებისა და ფრანგების კარნახით. რუსეთმა ვერ ისარგებლა ვერც ერთი გამარჯვებით. დღესაც ასეა. კლასიკაა, თუ როგორ  თამაშობს დღეს თურქეთი ევროპისა და რუსეთის წინააღმდეგობებზე, თუმცა სხვა საქმეა, სადამდე მივლენ.

– რატომ ჩაიციკლნენ ამ ევროკავშირის წევრობაზე. თურქეთი აწარმოებს თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდის პატენტს, რაც ნიშნავს, რომ მათი ეკონომიკური განვითარების დონე აკმაყოფილებს ევროსტანდარტს. რად უნდათ დამატებითი ვალდებულებები წევრობით?

– თურქეთი დიდი ბაზარია ევროპისთვის, მაგრამ ევროკავშირი უფრო მნიშვნელოვანი ბაზარია თურქეთისთვის. თურქეთს ბაზარიც უნდა, ევროკავშირში უვიზო გადაადგილებაც და, საერთოდ, ევროკავშირის წევრობა კიდევ უამრავ პრივილეგიასაც გულისხმობს. ამას გარდა, თურქეთს მაინც აქვს უკმარისობის გრძნობა, რომ მათ არ თვლიან ევროპელებად. არადა, ერდოღანი გარეგნულად ხომ რაფინირებული ევროპელია?!

– რასაც ვერ ვიტყვით მის თავსაფრიან თანამეცხედრეზე.

– და ამავე დროს ერდოღანის „პიერ კარდენის” კოსტიუმებს მიღმა ისლამისტი იმალება. რატომ არის ერდოღანის წინააღმდეგ პროტესტი? იმიტომ რომ მაინც ისლამიზმისკენ მიჰყავს თურქეთი. ერდოღანმა ათა თურქის კურსს გადაუხვია.

– მუდმივად უპირისპირდებოდა სამხედროებს და რამდენიმე წლის წინათ, გვახსოვს სამხედრო მაღალჩინოსნების მასობრივი დაპატიმრებები.

– დიახ და, მე თუ მკითხავთ, სისულელე გააკეთა ამერიკამ: თავი მოიკლეს, სანამ ერდოღანი გენერლებს არ დაერია და არმია პოლიტიკას არ ჩამოაშორა. ორჯერ გამოვიდა თურქეთის ახალ ისტორიაში არმია ყაზარმებიდან. ორჯერვე ისლამისტები გაყარა და ისევ დაბრუნდა ყაზარმაში. თურქ სამხედროებს არასდროს აუღიათ ხელისუფლება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. ისინი ათა თურქის კურსს აღადგენდნენ და ისევ ყაზარმაში შედიოდნენ, მაგრამ ამერიკელებმა არ მოისვენეს და აი, შედეგიც.

– როგორ შეძლებენ თურქეთი და რუსეთი პარტნიორობას? რამდენად მტკიცეა მათი ალიანსი? 

– ისინი არ ენდობიან ერთმანეთს და არიან კონკურენტები. მათი საკონკურენციო არეალია სამხრეთი კავკასია, კერძოდ, საქართველო და აზერბაიჯანი, რადგან სომხეთი უკვე რუსეთის ჯიბეშია.

– ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: ეს ეჭვიანი კავშირი რუსეთსა და თურქეთს შორის და მათი დაპირისპირება დასავლეთთან, ჩვენ დაცულობას იწვევს უნებლიეთ? 

– დაცულობას ჩვენ ეს მოგვცემს მაშინ, თუ ჩვენი ქართული დიპლომატია იქნება ძალიან მოქნილი, კრეატიული და მდიდარი ინტელექტით, მაგრამ იქიდან, რაც ჩამოვთვალე, დღეს ქართულ დიპლომატიას არაფერი გააჩნია. ქართული დიპლომატია ორივე ხელით უნდა ჩაბღაუჭებოდა პუტინის შემოთავაზებას, დავსხდეთ, ვილაპარაკოთო. მაგრამ, ეტყობა, არ აქვს საკუთარ თავის იმედი, რომ შეძლებს დიალოგის დაწყებას პუტინთან და ამავე დროს არ გაანაწყენებს ევროპელ პარტნიორებს და ევროპულ კურსსაც შეინარჩუნებს. ამიტომ, როგორც რუსები იტყვიან, „პოდალშე ოტ გრეხა“, უარი თქვეს. რუსეთთან ავიღეთ სულელური კურსი: ყველაფერი ან არაფერი. ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზეო. მეორე მხრივ, ვნახოთ, რა ხდება ბათუმში: იქ თურქები ისე ვერ გრძნობენ თავს, როგორ სხვა ქვეყანაში და არ აქვთ განცდა, რომ უნდა დაემორჩილონ ადგილობრივ კანონმდებლობას. არადა, ჩვენ ხომ არ ვართ ამერიკა? ამერიკა იტანს ჩინურ, ინდურ, მექსიკურ თუ სხვა უბნებს, რომლებიც თავ-თავიანთი წესებით ცხოვრობენ. ამერიკა გიგანტია, ჩვენ კი ერთი მუჭა ვართ. ასე რომ, მე არ ვიცი, სად არის ჩვენი ადგილი ამ გიგანტების მეგობრობა-ჭიდაობაში. მე არ მინახავს არც ერთი სემინარი თუ კონფერენცია არც აკადემიურ და არც საუნივერსიტეტო წრეებში, სადაც ამ პრობლემებზე იმსჯელებდნენ. ასე რომ, არ ვიცით, სად არის საქართველოს ადგილი დიდი კავკასიის ამ გეოპოლიტიკურ პა-სეანსში. ვხედავთ, რომ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის მოსკოვსა და ანკარას შორის და გამორიცხულია, ეს რიკოშეტით მაინც არ შეეხოს საქართველოს.

скачать dle 11.3