კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოუტანა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიას ჩინოვნიკობის ხუთმა წელმა მილიონი ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია 1977 წელსაა დაბადებული. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მან 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაკულტეტი მითითებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 წელს მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაც დაუმთავრებია, ხოლო 2008 წელს – უილიამს კოლეჯის (აშშ) მაგისტრატურა ეკონომიკაში. მისი სამუშაო გამოცდილება პირდაპირ საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყება 2001 წელს, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტობით, ხოლო 26 წლის ასაკში, ანუ 2003 წელს, უკვე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. პარალელურად (2005 წლამდე) – ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა განყოფილების მკვლევარი ეკონომისტიც, შემდეგ – მონეტარული პოლიტიკის განყოფილების მთავარი ეკონომისტი, ასევე, ზედამხედველობის დეპარტამენტის დოკუმენტური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი ეკონომისტი და განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც. 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის მაისამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის დოკუმენტური ზედამხედველობის განყოფილების უფროსად იმუშავა.  თუმცა იმავე წელს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის დეკემბრიდან დღემდე კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე–პრეზიდენტია.

ოთარ ნადარაიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2010 წლით თარიღდება, რომელიც მან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში შეავსო. ის იმხანად მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახის უძრავი ქონება ოთარ ნადარაიას მამას, ნუგზარ ნადარაიას ეკუთვნოდა. კერძოდ: ბინა თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე და საცხოვრებელი სახლები ფოთსა და ზესტაფონში; ასევე, მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ. დედას, მანანა ქორიძეს კი ჰყავდა 1998 წლის ავტომანქანა „ფოლკსვაგენი“. ოთარ ნადარაიამ, როგორც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, 2009 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 96 144 ლარი აიღო; დეკემბერში, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა – 10 000 ლარი და როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა – 3 500 ლარი. მანანა ქორიძემ, როგორც ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის წამყვანმა სპეციალისტმა – 5 500 ლარი და როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორმა – 1 500 ლარი. ნუგზარ ნადარაიამ კი, როგორც პენსიონერმა – 6 000 ლარი. 2010 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ოთარ ნადარაია  დაოჯახდა 1985 წელს დაბადებულ ნათია გიგაურზე.  ოჯახის უძრავი ქონება კვლავ ნუგზარ ნადარაიას საკუთრებაა და ის გაზრდილია, კერძოდ, მიწის ნაკვეთებით ფოთსა და ზესტაფონში (1 200-1 200 კვ. მ.). მანანა ქორიძეს კვლავ ჰყავს ავტომანქანა და 45 000 ლარსაც ინახავს „პროკრედიტბანკის“ ანაბარზე. ოთარ ნადარაია არის შპს „თანხმობის“ დამფუძნებელი, რამაც მას 2010 წელს 11 439 ლარის შემოსავალი მოუტანა. რაც შეეხება 2010 წლის შემოსავლებს: ოთარ ნადარაიამ, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 40 526 ლარი აიღო, ხოლო, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა – 150 404 ლარი; ნუგზარ ნადარაიამ, როგორც პენსიონერმა, კვლავ 6 000 ლარი; მანანა ქორიძემ, როგორც წამყვანმა სპეციალისტმა – 5 000, როგორც ლექტორმა – 2 000 ლარი; ხოლო ნათია გიგაურმა, როგორც კონტროლის პალატის სპეციალისტმა – 7 000 ლარი.

2011 წლის განმავლობაში ნადარაიების ქონება არ შეცვლილა, ერით ისაა, მანანა ქორიძეს ანაბარზე მაშინ უკვე 55 000 ლარი ჰქონდა. ოთარ ნადარაიას კი შპს „თანხმობის“ დამფუძნებლობამ 10 712 ლარი მოუტანა. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ოთარ ნადარაიამ, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 42 000 ლარი აიღო, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, 130 00 ლარი; მანანა ქორიძემ იმავე სამუშაო ადგილებზე, 5 000 და 3 000 ლარი, ხოლო ნუგზარ ნადარაიამ, როგორც პენსიონერმა, კვლავ 6 000 ლარი. 2011 წელს ოთარ ნადარაიას შეეძინა ქალიშვილი – ნინო.

2012 წელს მანანა ქორიძეს ანაბარზე უკვე 65 000 ლარი ჰქონდა, ოთარ ნადარაიას შემოსავალმა კი შპს „თანხმობიდან“ 7 735 ლარი შეადგინა. იმავე წელს, მან, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრმა, 151 560 და 42 000 ლარი აიღო; მანანა ქორიძემ კი – 5 000 და 3  000 ლარი, ნუგზარ ნადარაიამ – ისევ 6 000 ლარი წლიურ პენსიად.

ოთარ ნადარაიას მიერ შევსებული ბოლო დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. უცვლელია ოჯახის წევრთა შემადგენლობა და უძრავი ქონების ოდენობა. მატებაა  მოძრავ ქონებაში: 1950 წელს დაბადებულ მანანა ქორიძეს, გარდა ზემოხსენებული „ფოლკსვაგენისა“, ჰყავს 2011 წლის „ტოიოტა კოროლა“ და ანაბარზე აწ უკვე 75 000 ლარი ერიცხება. ოთარ ნადარაიას შპს „თანხმობამ“ კი მხოლოდ 6 000 ლარი შესძინა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტობამ – 164 560 ლარი, საბჭოს წევრობამ – 42 000 ლარი. მანანა ქორიძემ კვლავ 5 000 და 3 000 ლარი აიღო, თუმცა დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ლექტორად დასაქმებულა ოთარ ნადარაიას მეუღლე ნათია გიგაურიც, რომლის წლიურ შემოსავალს 4 000 ლარი შეუდგენია.

скачать dle 11.3