კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (108)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

მცირედმხედველი და უსინათლო ადამიანებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ხმოვანი პროგრამა შეიქმნა

ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ მიმდინარე წელი შეაჯამა და დასრულებული პროექტები დააჯილდოვა

 

ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, ორგანიზაციამ „ახალგაზრდული მოძრაობა თანაბარი შესაძლებლობებისთვის“ მცირედმხედველი და უსინათლო ადამიანებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროგრამა შექმნა. პროექტის ფარგლებში, ასევე, შეიქმნა სპეციალური ვებ-პორტალი (www.cvd.ge), რომელზეც განთავსებულია კომპიუტერული პროგრამები, ელექტრონული წიგნები და საინტერესო მასალები მცირედმხედველთათვის და უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი ფორმით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქვეა განთავსებული ფორუმიც, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ადამიანებს შეეძლებათ, ისაუბრონ მათთვის გასაგებ და საინტერესო თემებზე. ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ მიმდინარე წელი შეაჯამა და დასრულებული პროექტები დააჯილდოვა. მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა 2014 წლის განმავლობაში 1 600 000 ლარამდე თანხა დახარჯა განათლების, გარემოს დაცვისა და შშმ ბავშვების მხარდასაჭერად. ასევე, განახორციელა ინდივიდუალური პირების 13 სხვადასხვა პროექტი; ეტლები გადაეცა 300 შშმ პირს.

თორნიკე გურული (ფონდ „სიცოცხლის ხის“ დირექტორი): პირველ ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მოიცვა სრულიად საქართველო. ჩვენ მიერ წამოწყებული 26 ახალი პროექტი საგრანტო კონკურსით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ფონდის ფინანსები გამჭვირვალეა და ის ყოველწლიურად ქვეყნდება. ფონდი პროექტებს ახორციელებს აფხაზეთშიც კი, სადაც შშმ პირებს ეტლები დაურიგდათ. ჩვენ მიმართვის წერილები მოგვდიოდა სოხუმიდან და გალიდანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამ პროექტში შემოგვიერთდა, გვერდში დაგვიდგა და ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

ნანა ბრეგვაძე („ახალგაზრდული მოძრაობა – თანაბარი შესაძლებლობებისათვის“): ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ საქართველოში ვცხოვრობ – საქართველოში, სადაც არსებობს ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომლის მიზანიც არის გააკეთოს დიდი საქმე უსინათლო ადამიანებისთვის. თითოეული პროექტი მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ყოველი შშმ პირი იყოს ადაპტირებული და ინტეგრირებული საზოგადოებასთან; ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, შეისწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიები, წაიკითხოს აუდიოწიგნები, იურთიერთონ ერთმანეთში და გაცვალონ თავიანთი მოსაზრებები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის შედეგად შექმნილი სახელმძღვანელო უსინათლოთა 202­ე სკოლა­პანსიონში დაინერგება როგორც დამატებითი სახელმძღვანელო; ასევე, მოხდა ამავე სკოლის ინფორმატიკის პედაგოგების გადამზადება შექმნილი სახელმძღვანელოს მიხედვით. მინდა, მადლობა გადავუხადო „სიცოცხლის ხეს“ ამ ხელშეწყობისა და გულისხმიერებისთვის.

скачать dle 11.3