კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ მეორდება შთამომავალში წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვები და როგორ უნდა განიწმიდოს ადამიანმა საკუთარი გენეტიკა

ადამიანები ხშირად საუბრობენ ღვთის შიშზე და, საკუთარ შვილებსაც და სხვებსაც, განსაცდელის დროს მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი ღმერთმა დასაჯა, რადგან, არასწორად მოიქცნენ. გვსჯის თუ არა ღმერთი და რა არის ღვთის შიში – ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ბევრს ჰგონია, რომ აქვს ღვთის შიში, მაგრამ, სინამდვილეში, არ არის ასე. ძველ აღთქმაში სიბრძნე სოლომონისა გვაუწყებს: „დასაბამის სიბრძინისა შიში უფლისა არს.” თანამედროვე ადამიანი ამ სიტყვებს რომ მოისმენს, შეიძლება, გაუკვირდეს და გაგება გაუჭირდეს. თუ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ახალი აღთქმიდან ვიცით, რომ ღმერთი სიყვარულია, მაშინ ყველაფერი ნათელი და გასაგები ხდება. შესაბამისად, ჩვენი შიში უნდა გამომდინარეობდეს იქიდან, რომ სიყვარულის ღმერთს რამე არ ვაწყენინოთ, ისე არ მოვიქცეთ, ისეთი ცხოვრების წესი არ გვქონდეს, რომ ღმერთისგან გაკიცხვა დავიმსახუროთ.

– რას გულისხმობთ? 

– ძველ აღთქმაში ღმერთი იყო გარკვეული პიროვნება, რომელიც ებრაელებს მოუწოდებდა: „კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილ,” ანუ, არ დაუთმო არაფერი და, ერთს რომ შემოგარტყამენ, ორი შემოარტყი. სამწუხაროდ, ეს სწავლება ისევე გადმოვიდა დღეს კათოლოციზმში და, ზოგადად, იუდაიზმი და კათოლიციზმი  ძალიან ჰგავს ერთმანეთს. კათოლიციზმი და ძველი აღქმა გვასწავლის: თუ ადამიანი კარგად იქცევა, მას ღმერთი ახალისებს, ეფერება, წყალობას აძლევს; მაგრამ, თუ ცუდად იქცევა – სჯის. ეს არ არის მართლმადიდებლური სწავლება. მართლმდიდებლობაში ღმერთი სიყვარულია და ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს – ცოდვილიც და მართალიც. რუსთაველი კარგად წერს: მზე ნეხვსა და ვარდს ერთნაირად მოეფინებაო. ვერავინ იტყვის, რომ, როდესაც მზე ანათებს, ის ნაკლებად უნათებს ცოდვილებს, მართლებს კი კარგად  – ეს არასწორი შეხედულებაა. ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში იოანე ოქროპირი შეაგონებდა ქრისტიანებს – თქვენ მიემსგავსეთ იუდეველებსო, ანუ, ღვთის შიში გაქვთ იმიტომ, რომ ღმერთმა არ დაგსაჯოთო. მოწყალებას იმიტომ გავცემთ, რომ მერე ღმერთის მხრიდან საზღაური მივიღოთ. ეს ერთგვარი ბიზნესიც კი შეიძლება იყოს – მე ჩავდებ ამდენ თანხას და მერე ხუთმაგს მივიღებ. ასეთი დამოკიდებულება მართლმადიდებლობას არ გააჩნია. როგორც აღვნიშნე, ჩვენი შიში არის სიყვარულის მიმართ, რომ ჩვენ ისეთი ქმედება, ცოდვა არ ჩავიდინოთ, რომელიც ჩამოგვაშორებს ღმერთს. კათოლიკური ეკლესიის სწავლებით, ცოდვა არის უფლის შეურაცხყოფა, რაც არ არის სწორი. წარმოიდგინეთ, 7 მილიარდი ადამიანი ყოველდღე სცოდავს და, როგორი შეურაცხყოფილი ყოფილა ღმერთი. ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, მართლმადიდებლური სწავლებით, საკუთარ თავს აზიანებს, ხდება სნეული, ავადმყოფი, ცოდვილი და ღმერთს ის ებრალება, თუმცა, ამ ადამიანის მიმართ სიყვარულს მაინც ამჟღავნებს. ასე რომ  არ იყოს, მაშინ, ყველანი დასჯილები ვიქნებოდით, ღმერთს დაშორებულები და ეშმაკთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრი აცხადებს, რომ მას სწამს ღმერთი, მაგრამ, ის არაფერს ასრულებს, არც ეშინია ღმერთის და არც მცნებებს იცავს. ყველა ჩვენი ქმედება, ეკლესიაში დავდივართ თუ არა, ოჯახთან, მეგობრებთან ურთიერთობა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული, თუ არ გვინდა, რომ ღმერთის უარყოფითი დამოკიდებულება გამომჟღავნდეს ჩვენზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანი ღმერთის რისხვას ვერ დაიმსახურებს.

– მაგრამ, ძველ აღთქმაში არის საუბარი იმაზე, თუ როგორ განრისხდა ღმერთი.

– ეს წერია, რათა გავიგოთ, რომ ჩვენი ეს ქმედება არ არის სწორი ღმერთის წინაშე. ადამიანის გონებისთვის გასაგებად წერია ის, რომ, როცა შენ რაღაცას დაუშავებ შენს თავს, ასევე დაუშავებ შენს ოჯახსა და შენს მომავალს. ყველა ცოდვა, ჩვენ მიერ აღსრულებული, არის ინიექცია საკუთარ გენეტიკაში. ჩვენი გენეტიკა დასნეულებულია მრავალი ცოდვით. სამწუხაროდ, ეს მძიმე ცოდვები ხშირად მეორდება; ჩვენ გადმოგვეცემა არა ცოდვა, არამედ, ამ ცოდვისკენ მიდრეკილება. ამიტომ, ღვთის შიშით, ცხოვრების წესით უნდა გავწმინდოთ ჩვენი გენეტიკა და მერე ჩვენი შვილები აღარ იქნებიან მძიმე ცოდვებისკენ მიდრეკილები. 

– რამდენი სახის შიში არსებობს?

– იოანე დამასკელი ჩამოთვლის, თუ რამდენი შიში არსებობს,  ესენია: ყოყმანი, კრძალვა, სირცხვილი, თავზარი, გაოგნება და აგონია. რა არის ყოყმანი: ეს არის შემდგომი მოქმედების შიში – რა მოჰყვება ჩვენს მოქმედებას, ანუ, ყოყმანი უნდა უძღოდეს შიშს და ეს უნდა დაიძლიოს ჩვენი სწორი გადაწყვეტილებით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს უფლის ნება; მეორე არის კრძალვა – ანუ, განკითხვის მოლოდინის შიში, ანუ, თუ ამას აღვასრულებ, შეიძლება, ადამიანების განკიცხვა დავიმსახურო. თუ დაფიქრდები, რომ შენს ქმედებას განკითხვა მოჰყვება, მაშინ ეცდები, აღარ გააკეთო ეს. თავზარის შიში – როდესაც ადამიანი არ ელოდება არაფერს და, ამ დროს, შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს; რომ მას თავზარი დაეცეს. ამიტომ, ადამიანი უნდა ეცადოს, არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც მომავალში მას თავზარს დასცემს; გაოგნება – ანუ, უჩვეულო მოვლენებისადმი შიში. ხშირად, როცა რამე სიზმარს, ფილმს ან საინფორმაციო გადაცემას ვნახავთ, ვამბობთ: გაოგნებული დავრჩი, გამაოგნა; და, ბოლოს – აგონიური შიში, როცა ადამიანი გარკვეულ ზღვრამდე მიდის და მერე ფიქრობს: ჯობია, ჩემი ცხოვრების წესი შევცვალოო. აგონიური შიში – ეს არის ზღვარზე ყოფნა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ზოგიერთი ისე გაატარებს ცხოვრებას, რომ არ ფიქრობს, ღმერთი არსებობს თუ არა, არსებობს თუ არა სიკეთე, სიყვარული, ბოროტება. როდესაც მას დაუდგება ამქვეყნიდან გასვლის ჟამი, იგი ჩახედავს სიკვდილს თვალებში, რაც არის აგონია; მაშინ მოეგება ის გონს, მოდის აზრზე, შედის ეკლესიაში და აცხადებს: „ასე აღარ შეიძლება ცხოვრება” – და ხდება მისი გამოსწორება. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრს არც ყოყმანი გააჩნია, არც კრძალვა, არც გაოგნება, არც აგონია და, ისე გადის ამსოფლიდან, არც უფიქრია იმაზე, რომ მისი ცხოვრება იყო სირცხვილი, იყო დამამცირებელი საკუთარი თავის მიმართ. ხანდახან ვიყოყმანოთ, სანამ ვიტყვით რამეს; დავფიქრდეთ, სანამ რამე უბედურება მოხდება ჩვენთან. სამწუხაროდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ გარდავიცვლებით, არ მივალთ აგონიამდე, კარგად ვიცხოვრებთ დიდხანს. მოვისმინოთ წმიდა მამების დარიგება. „ბრძენია ადამიანი, რომელიც ღვთის შიშით, სიყვარულის გათვალისწინებით ცხოვრობს. თუ შენი ღმერთი სიყვარულია, ისე არ უნდა მოიქცე, რომ ღმერთის სიყვარული დაკარგო.”  

 სამწუხაროდ, ბევრი მშობელმა, იმის მაგივრად, რომ ღვთის შიში, ზნეობა ჩაუნერგოს თავის შვილს, მკაცრად ექცევიან მათ – ჩხუბით, ცემით, წყევლით, ბილწსიტყვაობით, ამას კი ამართლებენ იმით, რომ ძველ აღთქმაში რამდენიმე ადგილას წერია: ნუ დაგეზარებათ შვილის გაწკეპვლა, რადგან ამით შვილის სულს ჯოჯოხეთისგან იხსნითო. ნებისმიერ მშობელს, მოძღვარსა და მასწავლებელს თვითონ უნდა ჰქონდეს ღვთის შიში, სიყვარული და, ბუნებრივია, მერე მისი მრევლი, შვილებიც, მოსწავლეებიც, ღვთის სიყვარულით ივლიან. იუდას ეგონა, რომ არ აპატიებდა ქრისტე, არ ჰქონდა ამის გამო სინანული და ჩამოიხრჩო თავი. ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი, რომელიც მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის: აზრი არ აქვს ეკლესიაში მისვლას, აღსარების თქმას, ლოცვასო და შემდეგ ვარდებიან პესიმიზმში, სასოწარკვეთილებაში, საკუთარ თავს სიცოცხლეს ასალმებენ. საზოგადოების დიდ ნაწილს ღმერთი კომფორტი ჰგონია, არასწორია მათი დამოკიდებულება რელიგიისადმი. იმდენად მკვდარი აქვთ გრძნობები, რომ, უკვე აღარაფერი აოცებთ, აღარაფერი აკვირვებთ, ღმერთი კი ჯალათი ჰგონიათ. არადა, ჩვენი რწმენაა, სიყვარულით ვემსახუროთ სიყვარულის ღმერთს და არა შიშით. 

скачать dle 11.3