კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

ღვთისმშობლის ხატი – „განგმირული“

ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, მოღვაწეობდა მონასტრის მნე დიაკონი, რომელიც გულმოდგინებითა და ერთგულად უძღვებოდა სამონასტრო საქმეებს და ყველაფერს აწესრიგებდა. ერთხელ მან ტრაპეზზე დააგვიანა, ტრაპეზარმა კი დაგვიანებულს საზრდელი აღარ მისცა და უკმაყოფილოდ უთხრა, რომ დროზე მისვლა იყო საჭირო. უარით შეურაცხყოფილი დიაკონი ისე გამძვინვარდა, რომ კვლავ ტაძარში დაბრუნდა, დადგა ღვთისმშობლის ხატის წინ და შესძახა: „ღვთისმშობელო, როდემდე უნდა გემსახურო შენ?! ვმუშაობ, ვმუშაობ და ყოველივე ამის სანაცვლოდ არაფერი გამაჩნია, პურის ერთი ნატეხიც კი, რათა დაღლილმა ძალ-ღონე მოვიკრიბო!“ ამ სიტყვების შემდეგ მან ცვილის დანა ღვთისმშობლის ხატს ღაწვთან დასცა და განგმირა. ჭრილობიდან სისხლმა ერთბაშად იფეთქა. შეძრწუნებული მკვლელი ხატის წინაშე დაეცა, დაბრმავდა და კაენივით ცახცახმა და ძრწოლამ აიტანა. მონასტრის იღუმენი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს ცოდვილის შეწყალებას. სამი წლის შემდეგ მას ეუწყა, რომ დიაკონს ცოდვა შეენდო, ხოლო სიკვდილის წინ თვით დიაკონს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ცოდვის შენდობა ახარა. ამასთან ერთად, ისიც უთხრა, რომ მისი მზაკვარი ხელი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას განისჯებოდა.

ათონური წესის თანახმად, დამნაშავე დიაკონის სამარე სამი წლის შემდეგ გახსნეს და ასეთი საოცარი რამ იხილეს: მიცვალებულის ძვლები თეთრად კამკამებდა, ხოლო მისი ხელი, რომლითაც მან ხატი განგმირა, გაუხრწნელი და გაშავებული დარჩენილიყო. იგი დღემდე ამ მდგომარეობაშია და მას მომლოცველებსაც აჩვენებენ.

 

ღვთისმშობლის ხატი – ქსენოფის ოდიგიტრია

ათონზე, ქსენოფის სავანეში, დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი – ოდიგიტრია. ეს სასწაულმოქმედი ხატი უხსოვარი დროიდან ათონში იმყოფებოდა ვათოპედის მონასტერში, 1730 წელს კი იქიდან მოულოდნელად გაუჩინარდა. მონასტრის მამებმა ხატს ძებნა დაუწყეს და შეიტყვეს, რომ ის ქსენოფის სავანეში იყო დასვენებული, სადაც დაუყოვნებლივ გაგზავნეს ერთ-ერთი მამათაგანი და ხატი უკან, ვათოპედის მონასტერში გადმოაბრძანეს. მცირე ხნის შემდეგ იგი კვლავ გაუჩინარდა და ისევ ქსენოფის სავანეში გამოცხადდა, სადაც დღემდე იმყოფება.

скачать dle 11.3