კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ლურსმანი შემერჭო ფეხში და გავიკეთე  აცრა. 1 წუთში უცბად დამიბნელდა თვალებში და გული წამივიდა. რომ მომასულიერეს, წამოვჯექი და 3-4 წუთში, ისევ გამიმეორა. დაბნეულები იყვნენ, სწორი პასუხი ვერ გავიგე. რისი ბრალია, თუ შეგიძლიათ, რომ ამიხსნათ? არის თუ არა შესაძლებელი კიდევ, რომ გამეორდეს? 

პასუხი: შესაძლოა, ასეთი რეაქცია უფრო ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა გამოიწვია. სასურველი იყო გაეზომათ არტერიული წნევა. საერთოდ, ტეტანუსის ანატოქსინი სუსტი რეაქტოგენური პრეპარატია. აცრილ პირთაგან ზოგს შეიძლება, პირველი ორი დღე, ღამის განმავლობაში განუვითარდეთ ხანმოკლე ზოგადი (სიცხის აწევა, შეუძლოდ ყოფნა) და ადგილობრივი (ტკივილები, ჰიპერემია, შეშუპება) რეაქციები. ძალზე იშვიათად შესაძლებელია, განვითარდეს ალერგიული რეაქცია (კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, პოლიმორფული გამონაყარი), ალერგიულ დაავადებათა უმნიშვნელო გამწვავება. განსაკუთრებით მგრძნობიარე პირთათვის დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საჭიროა მათზე სამედიცინო დაკვირვება 30 წუთის განმავლობაში. ასე რომ, სამომავლოდ, აცრით გამოწვეულ გართულებებს არ უნდა ელოდოთ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ცოფის ვირუსით შეხებით დაინფიცირეება? მაინტერესებს რა იგულისხმება ფრაზაში: „ნერწყვის პირდაპირი მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან ახალ ღია ჭრილობაში”.

პასუხი: ეს გულისხმობს, რომ დაინფიცირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დაავადებული ცხოველის ნერწყვი მოხვდება ცხოველის თავდასხმის ობიექტის, ანუ, ამ შემთხვევაში – ადამიანის ლორწოვან გარსზე (მაგალითად, პირის ღრუ, თვალი) ან დაზიანებულ (გაჭრილ ან გაკაწრულ) კანზე.

კითხვა: საღამოს იღლიის ფოსოში გაზომილი ტემპერატურა 35,6 გრადუსი, რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს?

პასუხი: უნდა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ამისათვის უნდა განისაზღვროს სისხლში TSH – ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის შემცველობა. შესაძლოა, დაბალი ტემპერატურა არ იყოს დაკავშირებული არანაირ დაავადებასთან.  სანამ მიზეზის ძიებას დაიწყებთ, გაიზომეთ ტემპერატურა ორივე იღლიის ფოსოში (იღლიის მიდამოში ტემპერატურის გაზომვის ხანგრძლიობა 10 წუთით განისაზღვრება).

კითხვა: ტანზე მიჩნდება სილურჯეები. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ზოგადად, სილურჯეები – სისხლჩაქცევები, რომლებიც ტრავმებთან არ არის დაკავშირებული, სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობის შედეგია. სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობა გვხვდება როგორც ინფექციური, ასევე, სისხლის სისტემის დაავადებების დროს.  პირველ ყოვლისა, უნდა მიმართოთ ჰემატოლოგს და მიზეზის დასადგენად ჩაიტაროთ გამოკვლევები.

скачать dle 11.3