კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სწირავდნენ მსხვერპლს მაიას ტომის ბელადები

მესოამერიკაში (ვრცელი ტერიტორია მექსიკიდან ჰონდურასამდე) არსებული მაიას ცივილიზაცია სულიერად ბევრ რამეში ახლოს იყო მის მეზობლად მდებარე აცტეკების ცივილიზაციასთან, მაგრამ, მასზე ბევრად უძველესი ფესვები ჰქონდა. მისი ფორმირება ჩვენს ერამდე ასეული წლებით ადრე დაიწყო და ესპანელთა მიერ მისი ანექსიის მომენტისათვის უკვე თავისი განვითარების პიკს გადააბიჯა.

ისე, როგორც მესოამერიკის სხვა ხალხებში, მაიას ტომშიც, ადამიანის სისხლი დიდ საკრალურ როლს თამაშობდა, ხოლო ადამიანთა მსხვერპლშეწირვები მათთან ნაკლებად იყო გავრცელებული, ვიდრე აცტეკებთან და ნაუას სხვა ტომებში. რიტუალური მოკვდინების „ასორტიმენტი” მაიას ტომში მნიშვნელოვნად დიდი იყო: ისინი იყენებდნენ როგორც ჩამოხრჩობას, ასევე, წყალში დახრჩობას, მოწამვლას და ცოცხლად დამარხვასაც კი... და მაინც, ყოველ შემთხვევაში, ესპანელთა მიერ მისი დაპყრობის პერიოდში, რელიგია და მსხვერპლშეწირვა მაიას ტომში ნაკლებ როლს თამაშობდა, ვიდრე აცტეკებში.

მაიას ტომში სულის მოსახსენიებლად შეწირული მსხვერპლი ზომიერებით გამოირჩეოდა. ჩვეულებრივ, წარჩინებული პირებისა და თვით მეფეების საფლავებში, არქეოლოგები მსხვერპლად შეწირულ ერთი ან მეტი ადამიანის ჩონჩხს აწყდებიან: პალენკში, „წარწერების ტაძრის“ სახელგანთქმულ აკლდამაში, ექვსი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი; ტიკალში კი მეფესთან ერთად ცხრა ადამიანი იყო დამარხული.

მაიას ტომში მსხვერპლშეწირვის რიტუალები დიდი დამუშავებისა და თეატრალურობის ხარისხით განსხვავდება. შემორჩენილია მაიას ხელნაწერი, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: „ძველი ხალხის ცეკვების წიგნი, რომლებიც აქ, სოფლებში სრულდებოდა თეთრი ადამიანების მოსვლამდე“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სათაური წიგნმა ესპანელთა მოსვლის შემდეგ მიიღო, მასში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ის შედგენილი იქნა თითქმის საუკუნით ადრე – 1440 წელს. წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი რიტუალური ცეკვები, მათ შორის ისინიც, რომლებიც თან უნდა დართვოდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვას.

„ცეკვების წიგნი“ იწყება წეს-ჩვეულება „შკოლომჩეს“ აღწერით: ახალგაზრდათა აღნაგოვანი რიგები ეწყობა მოედანზე, რათა თავიანთი ხელოვნება წარმოაჩინონ. მოედნის შუაში ქვის კოლონაა, რომელზეც მამაკაცია დაბმული. მას სურნელოვანი ყვავილები აფენია, ხოლო სხეული მსხვერპლშეწირვის ფერად – ლურჯად აქვს შეფერილი.

მოედანზე შემოდიან სოფლის (ქალაქის) თანამდებობის პირები და გაისმის მიმართვა სამსხვერპლოსადმი:

 „იცინე, კარგად დაიცხრე და მოილბე სული შენი, რადგან შენ იქნები ის, ვინც შენი თანამემამულეების ხმას მიიტანს ჩვენს შესანიშნავ მეუფესთან, რომელიც ზეცაშია დავანებული“.

მსხვილი რელიგიური ცენტრი, სადაც მაიელები ატარებდნენ ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს, იყო ქალაქი ჩიჩენ-იცა (სიტყვასიტყვით „იცას ტომის ჭა“) – იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ მრავალი ტაძრის, სამსხვერპლოებისა და ბურთის რიტუალური სათამაშო მოედნების გარდა, მდებარეობდა სახელგანთქმული „საღმრთო სენოტი“ – ბუნებრივი ჭა სამოც მეტრზე მეტი დიამეტრით. მსგავსი ჭები იუკატანის კირქვოვან პლატფორმაზე უხვადაა; მაიელებს სწამდათ, რომ მათში ბინადრობდა წვიმის ღმერთი – ჩაკი, რომელსაც ათასგვარ მსხვერპლს სწირავდნენ, მათ შორის – ადამიანებსაც. მაგრამ, ჩიჩენ-იცის სენოტი, რომელიც ქალაქის ძირითადი ცენტრებიდან სულ მცირე 300 მეტრით იყო დაშორებული და საღმრთო გზით იყო მათთან დაკავშირებული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო და მან მიიღო სახელწოდება „მსხვერპლთა ჭა“. იუკატანის ეპისკოპოსი დიეგო დე ლანდა მაიაზე წერდა:

„მათ უწინ და ცოტა ხნის წინაც, ჰქონდათ ჩვეულება,  გვალვის დროს ამ ჭაში ღმერთებისათვის ჩაეყარათ მსხვერპლად შესაწირი ცოცხალი ადამიანები... ყრიდნენ, ასევე, ძვირფასთვლებიან ნივთებსა და საგნებს, რომლებსაც ისინი ძვირფასად მიიჩნევდნენ. და თუ ამ ქვეყანაში სადმე ოქრო გაჩნდებოდა, მისი დიდი ნაწილი ამ ჭას უნდა მიეღო იმ მოკრძალებულობის გამო, რომელსაც მის წინაშე განიცდიდნენ ინდიელები...“

მოგვიანებით, ევროპელთა შორის დამკვიდრება იწყო ისტორიებმა მშვენიერ ქალწულებზე, რომლებსაც ინდიელები წვიმის ღმერთს სწირავდნენ. საუკუნიდან საუკუნეში, ამას თავიანთ წიგნებში იმეორებდნენ სხვადასხვა მკვლევრები და ლიტერატორები, მაგრამ დღეს არქეოლოგები ამ ლეგენდებს ეჭვის ქვეშ აყენებენ.

скачать dle 11.3