კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა არასრულწლოვანი გოგონა ინვალიდი მოძალადის მსხვერპლი და რაზე ვერ დაითანხმა მან გაუპატიურებული გოგონა

15 წლის გოგონას გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებისთვის 34 წლის სიმონ დ-შვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  სასამართლო პროცესი, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მიყენებული მუხლის თანახმად ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ელოდა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ის პირველად მოხვდა საბრალდებო სკამზე, სოციალურად დაუცველი და თანაც, ინვალიდი იყო, საბოლოოდ, განსასჯელს მხოლოდ ცხრა წლით პატიმრობა შეეფარდა. სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა თავად განსასჯელი, რომელიც აცხადებდა, რომ ინვალიდისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა ძალიან რთული იყო. თუმცა, მას ინვალიდის სტატუსმა ვერ უშველა. თავიდან განსასჯელმა, იმისთვის რომ, პატიმრობისგან თავი დაეხსნა, გოგონას ცოლად შერთვა შესთავაზა. თუმცა გოგონა, რომელიც ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყო, მას ამაზე არ დათანხმდა. 

სიმონ დ-შვილის დაკავების  შემდეგ, გამოძიებამ მისი დაკითხვა ორ კვირაზე მეტხანს ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც მის მიერ, არასრულწლოვანი, მშობლებისგან მიტოვებული გოგონას მიმართ ჩადენილი  გარყვნილი  ქმედებები გახმაურდა, გოგონას დაცვა რამდენიმე მამაკაცმა სცადა. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სიმონ დ-შვილს, რომელსაც კბილებიც კი ჩამტვრეული ჰქონდა. მოგვიანებით ის თანასოფლელების სისხლის სამართლებრივ დასჯას მოითხოვდა. ნაცემი სიმონ დ-შვილი თანასოფლელთა რისხვას მოხუცმა დედამ გადაარჩინა, რომელიც მოგვიანებით თავადაც გახდა გამოძიებისთვის მოწმე. ქალმა დაადასტურა, რომ არაერთხელ გახდა შემსწრე, არასწრულწლოვანი გოგონა მის შვილს სახლში რომ მოჰყავდა. 

რა აკავშირებდა მოძალადეს მსხვერპლთან?  ადგილი, სადაც სიმონ დ-შვილი გოგონაზე ძალადობდა, სოფლის ბოლოს არსებული ნაკვეთები იყო, რომელსაც სოციალურად დაუცველი გოგონა მეთვალყურეობდა. ოფიციალურად  ეს საქმე გოგონას გამზრდელ ბებიას ჰქონდა ჩაბარებული. მაგრამ, როცა მოხუცი ქალი შეუძლოდ იყო, სარჩო რომ ხელიდან არ გამოცლოდათ, თავის ნაცვლად გოგონას გზავნიდა ნაკვეთში. სწორედ  ეს გახდა მოძალადისა და მისი მსხვერპლის შეხვედრის ადგილი – სიმონ დ-შვილის ბინა, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა, ნაკვეთებთან ახლოს იყო. ახალგაზრდა მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაინვალიდდა – ცალი ფეხი ამპუტირებული ჰქონდა და ყავარჯნით გადაადგილდებოდა.  ვინაიდან გოგონას სამეთვალყურეო ჯიხური მოძალადის სახლთან იყო ახლოს, ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. მოგვიანებით, გოგონამ  გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერა, როგორ  დაუახლოვდა მას სიმონ დ-შვილი. თავიდან ის გოგონას თავისი ხელით  გაკეთებულ ხის ნაკეთობებს ჩუქნიდა, შემდეგ კი უფრო დაუახლოვდა. დაზარალებული გოგონას ჩვენებით, ახალგაზრდა მამაკაცმა მასთან პირველი კონტაქტი მის სამუშაო ჯიხურში დაამყარა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, სიმონ დ-შვილმა გოგონასთან სექსუალური კონტაქტი  თავიდან გარყვნილი ქმედებით დაიწყო,  შემდეგ კი  თითქმის ყოველდღე  აუპატიურებდა.  გოგონამ ამის შესახებ მხოლოდ ერთ მეგობარს უამბო, რომელიც ასევე არასრულწლოვანი იყო და სთხოვა, ეს საიდუმლოდ შეენახა.  დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ასევე ცნობილი გახდა, რომ გარყვნილი მოძალადე მას ემუქრებოდა და საკუთარ სახლშიც დაშინებით გადაჰყავდა. ამონაწერი გოგონას ჩვენებიდან: „რამდენჯერმე მითხრა, თუ ამ ამბავს ხალხი გაიგებს, მეც დამიჭერენ და შენცო. რამდენჯერმე მოტყუებით გადამიყვანა თავის სახლში, ხშირად   მემუქრებოდა კიდეც. მის სახლში ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი დედამისს, რომელიც მაშინ მოვიდა, როცა სიმონი უკვე საყარაულოსკენ მაცილებდა.” 

  გამოძიებას ჩვენება მისცა დაზარალებულის  ბებიამ. მისი ჩვენებიდან დადგინდა, რომ  მოხუცი ქალი თავადაც არაერთხელ გახდა იმის მოწმე, როგორ ეწვია საყარაულო ჯიხურში იქვე მცხოვრები ახალგაზრდა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ბოლო პერიოდში ჩემი შვილიშვილი სამსახურში წასვლაზე უარს უფრო ხშირად ამბობდა. ვთხოვე, მე ცუდად ვარ და მთელი დღე საყარაულო ჯიხურში ვერ გავძლებ-მეთქი. რამდენჯერმე შევეცოდე, არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მაინც წავიდა. ერთ დღეს  მე წავედი, სიმონი მოულოდნელად დამადგა თავზე. მერე მივხვდი, რომ ჯიხურში ჩემს შვილიშვილს ელოდა. ჩემს დანახვაზე დაიბნა, გოგონა მოიკითხა და მითხრა, ძაღლი დავკარგე და აქეთ მის მოსაძებნად წამოვედიო.  არ მომეწონა მისი მოსვლა, მაგრამ არ მიფიქრია, თუ ასეთი რამე  ხდებოდა ჩემს თავს.”       

როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა და მის მიმართ გარყვნილი ქმედება თითქმის სამი თვე გრძელდებოდა.  სამართალდამცველებისთვის ამ  ფაქტის  შესახებ სოფელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა ცნობილი, როცა  ოთხი მამაკაცი, სრულიად შემთხვევით, შეესწრო გაუპატიურების ფაქტს. ამონაწერი მოწმის, ტარიელ ხ-ძის ჩვენებიდან: „სიმონს არ ვიცნობდი, თუმცა ჩემს სოფელში ცხოვრობს და მის შესახებ გაგონილი მქონდა. ამ გოგონას კი, რომელიც ჩემი შვილის ტოლია, კარგად ვიცნობდი. ძალიან მეცოდებოდა თავისი დაჩაგრული ცხოვრების გამო. დედამ და მამამ მიატოვეს,  გაზარდა ბებიამ, რომელიც პატიოსანი, მშრომელი ქალია და მთელი სოფელი პატივს ვცემთ. იმ დღეს, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, მე და ჩემი სამი თანასოფლელი ეკლესიაში ვიყავით. ეკლესია, რომლის ეზოშიც სოფლის ძველი სასაფლაოა, იმ ნაკვეთების ახლოსაა, სადაც გოგონა ყოველდღე დადიოდა.  ეკლესიაში ცხვარი დავკალით, ქეიფი სახლში გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ იქ ღვინო მაინც დავლიეთ. ეკლესიიდან რომ გამოვედით, უკვე სახლებისკენ ვაპირებდით წასვლას, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ერთ-ერთმა აიტეხა, აქვე, ჩემი გამზრდელი ბაბუას საფლავია და მოვინახულოთო. მანქანა  ეზოს გარეთ ეყენა, ჩვენ კი საფლავებს შორის ფეხით გავდიოდით, სიმონს და გოგონას რომ დავადექით თავზე. ძნელია იმის გამოხატვა, რა დამემართა, როცა დავინახე რა ხდებოდა იქ. გოგონა სულ შიშველი იყო. ჩემი შვილის ტოლი გოგო ამ მდგომარეობაში რომ დავინახე, გავგიჟდი. მთვრალი ვიყავი, გონება  გადამეკეტა. შეშინებული გოგონა ჩვენს დანახვაზე გაიქცა, სიმონი სად წაგვივიდოდა ცალი ფეხით? ალბათ, შემოგვაკვდებოდა, დედამისი რომ არ გამოჩენილიყო ხმაურზე. არც  კი მახსოვს, სად და როგორ ვურტყამდი. ხელიდან ძლივს გამაგდებინეს.”  ამ ინციდენტის შემდეგ ფაქტი ცნობილი გახდა სამართალდამცველებისთვის. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათ დააკავეს სიმონ დ-შვილი, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. მან ეს აღიარა ასევე, სასამართლო პროცესზეც.       

скачать dle 11.3