კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვაჭრის მიერ გადამალული 5 მილიონად შეფასებული ბრილიანტი „ნიანგის ცრემლი“ „კაგებემ“ რაიკომის ჭაღში აღმოაჩინა

„ნიანგის ცრემლი“

– გაყიდულია! – საზეიმოდ გამოაცხადა აუქციონის წამყვანმა და უზარმაზარი ხის ჩაქუჩი მუხის მაგიდას დაარტყა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უნიკალურ ოცდათორმეტკარატიან ბრილიანტს, სახელწოდებით „ნიანგის ცრემლი“, ახალი მფლობელი ჰყავდა.

1916 წლის 12 იანვარს მოსკოვის „ტორგოვიე რიადში“ გამართულ აუქციონზე, სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, გრაფ იური დემიდოვის ბრილიანტების კოლექციის მშვენება – „ნიანგის ცრემლიც“ იყო გამოტანილი. ქვას ცრემლის ფორმა ჰქონდა და სწორედ სიდიდის გამო უწოდეს მას ეს სახელი. ბრილიანტი 1811 წელს აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ურალში, წახნაგები კი მას ცნობილმა იუველირმა, ფომა ფროლოვმა გაუკეთა. მაშინ ფროლოვს ამ სამუშაოს შესრულებაში სამი ოქროს მანეთი გადაუხადეს. ქვამ კი საპატიო ადგილი დაიკავა დემიდოვის კოლექციაში. 105 წლის შემდეგ „ნიანგის ცრემლის“ ახალი მფლობელი ვაჭარი კუზმა პლოტნიკოვი გახდა, რომლის მამაც ქართველი დიმიტრი ქართველიშვილის უკანონო შვილი იყო და რომელიც პურპროდუქტებით ვაჭრობდა. მას რუსეთში მაღაზიების ქსელი ჰქონდა. მან ქვაში 71 ათასი ოქროს მანეთი გადაიხადა და თავის ახალაშენებულ სასახლეში შეინახა სხვა ძვირფასეულობასთან ერთად. ორი წლის შემდეგ, 1918 წლის თებერვალში, პლოტნიკოვს სასახლეც ჩამოართვეს ბოლშევიკებმა და სხვა ქონებაც, ძვირფასეულობასთან ერთად. ვაჭარმა ცოლ-შვილთან ერთად გაქცევა მოახერხა და გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში დასახლდა. 1919 წელს პლოტნიკოვის ყოფილ სასახლეში კომუნისტებმა „კრასნი არბატის“ რაიონული კომიტეტი შეასახლეს და სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი მიანიჭეს. საგულისხმოა, რომ „ნიანგის ცრემლი“ არც „ჩეკას“ მიერ ჩამორთმეულ პლოტნიკოვის ძვირფასეულობაში აღმოჩნდა და არც თავად გაქცეულ ვაჭარს წაუღია თან. ეს თავად ცნობილი ბრილიანტის მფლობელმა აღიარა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში, სადაც ის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა და საბჭოთა მთავრობას ლანძღავდა...

ფაშისტი დივერსანტი

1942 წლის 2 თებერვალს მოსკოვის კომენდანტურის პატრულმა „კრასნი არბატის“ რაიკომის შენობასთან 50-55 წლის მამაკაცი კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააკავა და რაიონულ კომენდანტურაში მიიყვანეს. დაკავებულს ოლეგ სივკინზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა და აცხადებდა, რომ ქარხნის ღამის ცვლიდან სახლში ფეხით ბრუნდებოდა. მას აგრეთვე ჰქონდა ნებართვა, რომელიც უფლებას აძლევდა, კომენდანტის საათის დროს მოსკოვში დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო. სწორედ ამ საბუთმა დააეჭვა პატრული. საქმე ის იყო, რომ 1 თებერვლიდან ახალ საბუთებს გასცემდნენ და ძველი აღარ ფუნქციონირებდა. ამიტომ, დაკავებული „ენკავედეს“ რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს დაკითხვაზე. ოლეგ სივკინმა გამომძიებელს დაკითხვისას განუცხადა, რომ სინამდვილეში ის ყოფილი ვაჭარი კუზმა პლოტნიკოვი იყო და რომ ის წინა დღით გერმანიიდან ფარულად ჩამოვიდა მოსკოვში.

– დივერსიის ჩასატარებლად, ხომ? – დაასკვნა გამომძიებელმა და თვალები აენთო.

– არა, „ნიანგის ცრემლისთვის“, – ამოილუღლუღა გაშიფრულმა პლოტნიკოვმა.

ნახევარი საათის შემდეგ დაკავებული პლოტნიკოვი ლუბიანკაზე გადაიყვანეს. იქ მისი იდენტიფიკაცია მოახდინეს, მისი საქმე ამოსწიეს და გამომძიებელმა მას ჰკითხა:

– სადაა „ნიანგის ცრემლი“?

– ჩემს სასახლეში. სწორედ იქ ამიყვანა პატრულმა.

– სად გაქვთ დამალული ძვირფასი ქვა?

– წამიყვანეთ და გაჩვენებთ. თქვენ ვერ იპოვით, – მიუგო ყოფილმა ვაჭარმა. 

პლოტნიკოვი გამომძიებლისა და ოთხი შეიარაღებული ბადრაგის თანხლებით „კრასნი არბატის“ რაიკომის შენობაში მიიყვანეს.

– მეორე სართულზე ავიდეთ, ბრილიანტი იქ არის, – უთხრა ჩეკისტებს პლოტნიკოვმა და მარმარილოს კიბეებს აუყვა. დერეფანს რომ გაუსწორდნენ, ყოფილმა ვაჭარმა მარცხნივ შეუხვია. ათიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, კედელში ჩადგმულ, უზარმაზარ ბროლის სარკესთან შეჩერდა.

– რას გაჩერებულხარ? – შეუღრინა გამომძიებელმა დაკავებულს.

პლოტნიკოვმა ნაბიჯი წინ გადადგა, ვითომ გზა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ, უცებ სარკისკენ გადახტა, მთელი ტანით შეამტვრია და საიდუმლო კიბეებზე დაშვება სცადა. თუმცა, ერთ-ერთმა ბადრაგმა მას ნაგანიდან ესროლა, ტყვია კეფაში გაარტყა და ადგილზევე მოკლა.

– სამწუხაროა, – თავი გადააქნია გამომძიებელმა, როცა დარწმუნდა, რომ პლოტნიკოვი მკვდარი იყო, – ბრილიანტის ამბავი მოგვატყუა, გაქცევა უნდოდა. ის ფაშისტი დივერსანტი იყო და სამტროდ იყო ჩამოსული...

ფირმის მენეჯერი

1968 წელს მოსკოვში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი ცნობილი ფირმის წარმომადგენლობა გაიხსნა. ფირმაში 20 თანამშრომელი მუშაობდა, მათ შორის იყო 54 წლის ნორმან შულცი, რომელსაც მენეჯერის თანამდებობა ეკავა. წესისამებრ, ახალგახსნილი გერმანული ფირმის ყველა თანამშრომელი „კაგებეს“ ყურადღების ქვეშ მოექცა და თითოეულ მათგანს უთვალთვალებდნენ, მათზე დოსიეებს ადგენდნენ და ამოწმებდნენ, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი სპეცსამსახურებთან. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მენეჯერმა შულცმა, რომლის საქციელიც უცნაურად მოეჩვენათ ჩეკისტებს. ეს რესპექტაბელური მამაკაცი ხშირად ტრიალებდა ხოლმე „კრასნი არბატის“ რაიკომთან და, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ის გულდასმით სწავლობდა შენობას. არადა, იმ მიდამოებში არანაირი საიდუმლო ობიექტი არ მდებარეობდა, რასაც შეიძლებოდა, რომ სპეცსამსახურების ინტერესი გამოეწვია.

1968 წლის 14 მაისს მოთვალთვალე ლეიტენანტმა მაქსიმ კოტოვმა თავის უფროსს მოახსენა:

– ამხანაგო მაიორო, ობიექტი დღეს შენიღბული იყო – ეცვა ტიპური საბჭოთა მოქალაქის სამოსი და რაიკომის შენობაში შევიდა. მე უკან შევყევი. მან რაიკომის მდივნის კაბინეტში შეღწევა სცადა, თუმცა, მდივანმა რომ არ შეუშვა, მოიბოდიშა და უკან დაბრუნდა.

ამ პატაკის შემდეგ საბჭოთა კონტრდაზვერვამ ნორმან შულცზე მუშაობა გააძლიერა და დადგინდა, რომ ის სინამდვილეში ანტონ პლოტნიკოვი იყო, ვაჭარ კუზმა პლოტნიკოვის უფროსი ვაჟი. ამოსწიეს ძველი საქმეები და „კაგებეში“ ივარაუდეს, რომ ატაშე შულცი მამის მიერ გადამალულ „ნიანგის ცრემლს“ ეძებდა. ცნობილი ბრილიანტი კი 1968 წლისთვის 5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

– აი, თურმე, რას ეძებს ატაშე შულცი, – გაეცინა კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ბულგაკოვს, როდესაც შულცის წარმომავლობა დადგინდა და ხელქვეითებს დაავალა, რომ მისი არცერთი მოძრაობა არ გამოჰპარვოდათ.

საბჭოთა კონტრდაზვერვა ხუთი თვის განმავლობაში თვალს არ აცილებდა შულც-პლოტნიკოვს. 1968 წლის 28 ოქტომბერს კი, ღამის 22 საათსა და 45 წუთზე, „კაგებეს“ ოპერმუშაკებმა დააფიქსირეს, რომ ობიექტმა „კრასნი არბატის“ რაიკომის შენობაში შეაღწია.

შულცი ფეხაკრეფით ავიდა რაიკომის შენობის მეორე სართულზე (ფეხსაცმელებზე მას მუზეუმის ჩუსტები ჰქონდა ამოცმული, რომ არ ეხმაურა), შემდეგ გასაღებების აცმა ამოიღო, ჯერ ერთი კარი გახსნა, შემდეგ მეორე და რაიკომის მდივნის კაბინეტში შეაღწია. ღამის სტუმარმა ჩაბნელებულ ოთახში მაგიდა შუაში გააჩოჩა და ზედ სკამი დადგა. შემდეგ სკამზე ავიდა, ფანარი აანთო და ბროლის უზარმაზარ ჭაღს დაუწყო თვალიერება, რომელიც არასდროს შეუცვლიათ. შულცმა ჭაღის ერთ-ერთი საკიდი შუშა მოხსნა და ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ ჯიბეში ჩაიდო, სკამიდან ჩამოვიდა და გასასვლელისკენ გაემართა. ამ დროს კაბინეტში ჭაღი აინთო და გაოგნებულ შულცს მაიორ ლოსევის ხმა მოესმა:

– პლოტნიკოვ, ბრილიანტი ჩაგვაბარეთ!

ღამის სტუმარი გაქვავებული იდგა. შემდეგ ჯიბიდან ბრილიანტი ამოიღო და მოულოდნელად გადაყლაპა...

„კაგებემ“ ატაშე შულცისგან „ბუნებრივი” გზით დაიბრუნა ძვირფასი ქვა, რომელიც დღემდე კრემლში, ალმასის ფონდში ინახება. ატაშე შულცი კი ქვეყნიდან გააძევეს...

скачать dle 11.3