კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია, სახლიდან გაიტანოთ ძველმანი და გამოუსადეგარი ნივთები

ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ, იდუმალი ძალებისა და ვარსკვლავების განწყობის დამსახურებაა. თითოეული ადამიანი სამყაროს ნაწილია და მისი სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით.

საცხოვრებელი ბინა ადამიანის სხეულს ჰგავს. მასში ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა და ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის (ბინის) ფორმას. უნდა იცოდეთ, როგორი ზომისა და ფორმის სახლი (ბინა) მოგიტანთ სამომავლოდ წარმატებას. ტრაპეციის ფორმის ბინაში ან ოთახში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან, იქ მეტი უიღბლობაა, ფულიც თავისთავად გაედინება და ბარაქას ვერ ნახავთ. თუ სამკუთხედია, სიმდიდრეს ვერასდროს დააგროვებთ. არც გრძელი ფორმის ოთახები და სახლია სასურველი. ოთხკუთხედი ან ოვალური საცხოვრებელი კი მეტად კარგი და სასიკეთოა.

ასევე, როცა სახლში რამე ნივთს უცვლით ადგილს, ამით აუცილებლად იცვლით ცხოვრებაში რაღაცას. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რა ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ცხოვრება.

ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს და, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს. მთელ სიბინძურეს, რომელსაც ადამიანი თავისდაუნებურად იღებს გარემოსთან ურთიერთობისას, ვერცხლი ანეიტრალებს.

თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისი სამკაულები. ასევე, ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, სახლში ჰქონდეს ვერცხლის პატარა ფიგურები – ამით საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის შედინებას დაეხმარებით. სავსე მთვარის დროს, შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ფიგურები ღია ცის ქვეშ დააწყოთ, თუნდაც აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად „დაიტუმბოს” და „აივსოს” მთვარის ძალითა და ენერგიით.

საცხოვრებელში ნებისმიერ საგანს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია ძველმანი, გამოუსადეგარი ნივთების თავიდან მოშორება, რადგან, თავისუფალ სივრცეში მეტი დადებითი ენერგიის ცირკულაცია ხდება. ასევე, სისუფთავე და წესრიგი სახლში დადებითი ენერგიის შემოდინებას უწყობს ხელს.

გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ოთახების მოწყობა-გალამაზებას, ყველა ნივთს კი თავისი ადგილი მიუჩინეთ, რათა მეტი სიმშვიდის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ენერგია და ატმოსფერო შექმნათ.

скачать dle 11.3