კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარემო, რომელსაც მარტივად შეიძენ

„თითოეული ჩვენგანისთვის სამყარო სხვა არაფერია, თუ არა გარემო, რომელსაც აღვიქვამთ და ეჭვი, რომ, შესაძლოა, არსებობს კიდევ რაღაც სხვა, რაც ჩვენი აღქმის მიღმაა“.

შესაძლებელია, ეს ვარაუდი, რომელიც თომას გედმა გამოთქვა, უფრო მეტად გაგიმტკიცდეთ, როდესაც თბილისის ახალ უბანს – დირსის აღმოაჩენთ. გარემო, რომელიც მდინარე მტკვარსა და ჩოლოყაშვილის ქუჩას შორის დაგხვდებათ, რადიკალურად განსხვავდება იმ თბილისური რეალობისგან, რაც აქამდე გინახავთ.

ეს არის პატარა, ევროპული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც არც მანქანის გამონაბოლქვია და არც მტვერი; ეზოები დაქსელილია ველოსიპედის ბილიკებით; ბავშვებისთვის დგას ფერადი სათამაშო ატრაქციონები. უფროსებისთვის – ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები. 

ხოლო, როდესაც კორპუსებს ააყოლებთ თვალს, ევროპიდან მოულოდნელად აღმოჩნდებით ამერიკაში, ვინაიდან, ეს ცათამბჯენები ევროპის და, მით უმეტეს – თბილისის არქიტექტურისათვის, ნამდვილად უცხოა. დირსიში უკვე თერთმეტი  18, 20 და 26-სართულიანი კორპუსი დგას.

მოკლედ, თუკი ორთაჭალისა და ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე ბოლო ორი წლის განმავლობაში არ გაგივლიათ, იქ ყველაფერი შეცვლილი და გადასხვანაირებული დაგხვდებათ. დირსის სახით თბილისში კიდევ ერთი ახალი უბანი აშენდა – საბავშვო ბაღებით, კომერციული ობიექტებით, მშენებარე სკოლითა და სავაჭრო ცენტრებით. 

თუკი ერთხელ ნახავთ და მოიხიბლებით, სავარაუდოა, რომ დაინტერესდებით ფასითაც. სწორედ ფასისა და საგადასახადო პირობების გასარკვევად ვესტუმრეთ კომპანია „ას ჯორჯიას“ დირექტორს და დეტალების დაზუსტება ვთხოვეთ.

– თბილისში ბევრს საუბრობენ დირსიზე. ბოლო დროა,  საცხოვრებელი კომპლექსი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ, რამდენად ხელმისაწვდომია ის მობინადრეებისთვის?

 

– დირსი ნამდვილად არის გარემო, რომელიც თბილისს აკლდა – დასრულებული, გარემონტებული ბინები მოპირკეთებულ და გამწვანებულ ეზოებში. ერთი შეხედვით, ყველაფერი იმდენად მასშტაბური და პომპეზურია, რომ, შეიძლება, გაიფიქროთ კიდეც, ეს ელიტური კლასის საცხოვრებელია და მასობრივად ხალხი აქ ბინას ვერ იყიდისო. თუმცა, ეს მცდარი შეხედულებაა. დირსიში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 900 დოლარია. ბუნებრივია, ჩვენ ვგეგმავთ ფასის მატებას ახალი წლიდან, ვინაიდან ეს მართლაც არარეალურად დაბალი ფასია უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაში შესული უძრავი ქონებისთვის, თუმცა, ფასის გარდა, ჩვენს კომპლექსში უამრავი საინტერესო აქცია მოქმედებს, რაც მობინადრეს ბინის შეძენას უმარტივებს. 

ჩვენ გვინდოდა, დირსიში ბინის შეძენის მსურველებისთვის ისეთი გადახდის სისტემა შეგვეთავაზებინა, რომელიც ხელსაყრელი და მოქნილი იქნებოდა. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ ერთ-ერთი იპოთეკური პროექტი და გავაფორმეთ ხელშეკრულება „ვითიბი“ ბანკთან. პროექტმა ნამდვილად გაამართლა. იპოთეკურ სესხს ბანკი 10 წლამდე ვადით, წლიური განაკვეთით 11-დან 13 პროცენტამდე გასცემს. პირველადი მინიმალური შენატანი 30 პროცენტია, თუმცა, ამ პირობებში განსაკუთრებული ის არის, რომ სესხის აღება და ბინის შეძენა განურჩევლად ყველას შეუძლია, მთავარია სურვილი, პირადობის მოწმობა და პირველადი მინიმალური შენატანი, – 30 პროცენტი – ბინა უკვე თქვენია და, რაც მთავარია, მისი მშენებლობაც დასრულებულია – ეს არის დირსის იპოთეკის მთავარი უპირატესობა.  

– ჩემთვის ცნობილია იმის შესახებაც, რომ თქვენ იპოთეკა პირადობის  მოწმობის გარეშე, უფრო მეტად ხელსაყრელი და მოქნილი გახადეთ. კონკრეტულად რა დაუმატეთ ამ პროდუქტს?

– ახალ წელს არ გვინდოდა, ბაზარზე  სტანდარტული, ჩვეული აქციით გამოვსულიყავით. გვსურდა, მომხმარებლისთვის რამე განსაკუთრებული შეგვეთავაზებინა. მართალია, მარტივი იპოთეკა პირადობის მოწმობით თავისთავად უკვე არაჩვეულებრივი შეთავაზებაა, თუმცა, იმ მობინადრეებს, ვისაც  პირველადი შესატანი 30  პროცენტი ამ ეტაპზე არ აქვთ, შემდეგ აქციას ვთავაზობთ: ბინის შეძენის მსურველს შეუძლია, დირსიში უძრავი ქონება ამ დროისათვის მინიმალურ ფასად – ერთი კვადრატული მეტრი 900 დოლარად შეიძინოს პირველადი 0-პროცენტიანი შენატანით, გააფორმოს კონტრაქტი და 6 თვის შემდეგ დატვირთოს ის „ვითიბი“ ბანკის მარტივი იპოთეკით. რეალურად, მობინადრეს შანსი ეძლევა, დაჯავშნოს ბინა მინიმალურ ფასად და 6 თვის განმავლობაში მოაგროვოს პირველადი შენატანი – 30 პროცენტი. აღნიშნული აქცია 20 იანვრამდე გაგრძელდება.

– ცნობილია, რომ, გარდა ამ საახალწლო აქციისა, დირსიში სხვა გადახდის სისტემებიც მოქმედებს. 

– ბუნებრივია, დირსიში კვლავ მოქმედებს ბინის შეძენის სხვა სისტემებიც, კონკრეტულად კი – შიდა განვადება 1 წლამდე ვადით და „რესპუბლიკა ბანკის” 15-წლიანი იპოთეკა.

ამ შემთხვევაში, იპოთეკური სესხი შემოსავლების ანალიზით, ჩვეული პროცედურების მიხედვით მტკიცდება, თუმცა,  მინიმალური პირველადი შენატანი გაცილებით დაბალია 20 პროცენტი. წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 9-დან 11 პროცენტამდეა. აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დირსის მომავალ მობინადრეებში.

скачать dle 11.3