კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

სად არის გამოსავალი

 

დღეს ძალიან ძნელია, დაალაგო შორს მიმავალი გეგმები. მით უფრო რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე და წონასწორობა. შინაგანი ბალანსი მუდმივად ირღვევა. ჩვენ ძალიან ადვილად ვვარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ვირთულებთ სიტუაციას და ვიმძიმებთ მდგომარეობას. მაშინ ვიჩენთ სიმტკიცეს და პრინციპულობას, როცა ამისი აუცილებლობა საერთოდ არ არის. ვართ შეუბრალებლებიც და სასტიკნიც... ჯიუტებიც და ზოგჯერ უგულოებიც. ვერთიანდებით არა ვიღაცისთვის, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ და ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი არ არის. ემოციების ზეგავლენით ადვილად ვწყვეტთ კავშირებს. მერე კი ვნანობთ... დაელოდო, როდის მოგვარდება ყველაფერი თავისით, სისულელე და გულუბრყვილობაა. ხომ შეიძლება, საერთოდ დაგავიწყდეთ, რას ელოდებით და რატომ?!

აგრესია, შიში, უსიამოვნება – ეს ის ხაფანგია, რომელში გაბმაც ღუპავს ადამიანს... ანადგურებს მორალურად... ცხოვრება მხოლოდ მინუსებად იქცევა.. სტრესია ტემპიც, რომლითაც ვცხოვრობთ. თუმცა, არის ერთი დიდი პლუსი – ჩვენ და მხოლოდ ჩვენ, შეგვიძლია, სწრაფად დავალაგოთ პრიორიტეტები და გამოსავალიც სწორედ ეს არის. თუ იპოვით საკუთარ ადგილს ცხოვრებაში, თუ მიხვდებით, რომ მთავარი ღირებულება, ის ადამიანია, რომელიც გიყვართ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ცხოვრებას ძალიან ფილოსოფიურადაც ნუ შეხედავთ. მაგრამ სიმართლეა ის, რომ ქალები ოჯახისა და მისი სიმყუდროვის შემნახავ-გადამრჩენები არიან. ასევე, მათ ლავირების უნარიც შესწევთ... მამაკაცი კი სტრატეგია. მას მუდმივად აქვს სურვილი, გაჩვენოს თავისი ძალა და სწორედ ამ ორი არსების განსხვავებულობა უნდა იქცეს მათი მყარი კავშირის მთავარ ხელის შემწყობად.

 

ჯერ დარწმუნდი...

 

თუ ხედავთ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის, გრძნობთ და ინფორმაციაც გაქვთ, რომ გღალატობენ, შეეცადეთ, მოიკრიბოთ ძალები და ღირსეულად, ნაკლები დანაკარგებით  გამოხვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ მისცეთ საშუალება, ნეგატიურ ემოციები გაბატონდეს თქვენზე. ნერვიულობით ვერაფერს მიაღწევთ. მხოლოდ გაიუარესებთ და დაიმძიმებთ მდგომარეობას. ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიხვდებით, რომ არავინ ღირს თქვენს ნერვიულობად და სიცოცხლის ბედნიერი დღეების შესამცირებლად. როცა მომხდარის შესახებ შეიტყობთ, არავითარ შემთხვევაში არ აჩქარდეთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხალისობენ და ერთობიან სხვების ცხოვრებით. უნებლიეთ, მათი მსხვერპლი შეიძლება, შეიქმნეთ. ამიტომ, ჯერ ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ნამდვილად გიღალატეს. ამის შემდეგაც არ ღირს აფეთქება და ემოციურ შოკში ჩავარდნა. სასწრაფოდ დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, რომელსაც თქვენი ჭეშმარიტად ესმის. ელაპარაკეთ ბევრი და ელაპარაკეთ ყველაფერზე, სანამ შვებას არ იგრძნობთ. სრული უფლება გაქვთ, ინერვიულოთ და განიცადოთ. ამას საკუთარ თავს ვერ აუკრძალავთ, მაგრამ უკიდურესობაში ნუ გადავარდებით.

მოუხმეთ საღ აზრს და შეეცადეთ, გაარკვიოთ, რატომ მოგექცათ საყვარელი ადამიანი ასე. მიზეზი ყოველთვის არსებობს, დასკვნაც ხომ უნდა გააკეთოთ. იქნებ, თქვენც დაუშვით შეცდომა... მომავლისთვის რომ გაითვალისწინოთ... კიდევ ერთი, აუცილებელი პირობა – იფიქრეთ იმაზე, რომ ერთი შანსი ყოველთვის უნდა მისცეთ მასაც და საკუთარ თავსაც, თუკი ამის მინიმალური შანსი მაინც არსებობს... დაბოლოს, ჯერ ყველაფერში კარგად დარწმუნდით...

 

ძალიან მტკივნეული

 

ცოტა რამ თუ გატკენს ისე გულს, როგორც ღალატი საყვარელი ადამიანის მხრიდან. ეს არ არის ლოკალური მოვლენა, მას თან ახლავს იმედგაცრუება, აპათია, ნდობის გაქრობა და სიცარიელის განცდა. ის „შენიანად“ მიგაჩნია და უცებ აღმოჩნდება, რომ სულაც არ ყოფილა ისე, როგორც გეგონა... შინაური კი არა, უცხოზე უცხო ყოფილა, რომელმაც პირველივე შემხვედრზე გაგცვალა. არსებობს საშუალება, რომელიც ჭრილობებს შეგიხორცებს და ელემენტარულ სიხარულს დაგიბრუნებს? რომ აღარაფერი ვთქვათ, ბედნიერებასა და ცხოვრების ძველებურ რეჟიმში გაგრძელებაზე.

კოკო შანელმა თქვა: თუ არ გინდათ, რომ გული გეტკინოთ, თქვენი საიდუმლო გაანდეთ მხოლოდ შინაურ ცხოველს. ის ერთადერთია, ვინც არასოდეს გიღალატებთ და არც თქვენი საიდუმლოს შესახებ მოუყვება ვინმესო... როგორ ვიცხოვროთ? არ შევიყვაროთ? არ ვენდოთ? ვიყოთ მარტონი და თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ გულისტკენა ჩვენ არ გვემუქრება?!. ერთგვაროვანი პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს. ყველა თავად იღებს გადაწყვეტილებას... არჩევანიც მხოლოდ ჩვენზეა... გარემოებებიც სხვადასხვანაირი შეიძლება, იყოს... თუმცა, რაღაც რჩევის მიცემა, შეიძლება. ცოტათი აბსტრაქტულის, თუმცა მაინც რაციონალურის. ყოველ შემთხვევაში, გული ისე ძალიან მაინც აღარ გეტკინებათ.

არასოდეს გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნა. შეეცადეთ, გადაწყვეტილება იქამდე არ მიიღოთ, სანამ არ დარწმუნდებით, რა მოხდა სინამდვილეში. კიდევ ერთიც – ისწავლეთ თქვენი ტკივილის მართვა და მისი ღირსეულად გადატანა.

 

რა არ გყოფნის?

 

თითქმის არ არსებობს ქალი, რომლისთვისაც მამაკაცს თუნდაც ერთხელ მაინც არ ეკითხოს: „მაინც რა არ გყოფნით ქალებს? რა გინდათ სინამდვილეში?!..” – პრობლემა კი ისაა, რომ მამაკაცები პრაქტიკულად და მარტივად აზროვნებენ.  ისინი დარწმუნებულები არიან, რომ, თუ კაცი არ არის ლოთი, არ ჩხუბობს და აქვს სამუშაო, ეს სრულიად საკმარისია მისი პარტნიორის ბედნიერებისთვის. რეალობა კი სხვანაირია. მართლაცდა, რა არ ჰყოფნის ქალს? დიახ, მამაკაცები პლანეტა „მარსიდან“ არიან, ხოლო ქალები პლანეტა „ვენერადან“, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთო ენის გამონახვა არ შეგვიძლია, ყოველ შემთხვევაში, ცდას წინ არაფერი უდგას. თუმცა, ისიც რეალობაა, რომ რაღაც საკითხებში ვერასოდეს შევთანხმდებით, მაგრამ, საუბრით უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკება...

უყურებს ზოგჯერ მამაკაცი ქალს (თავის ცოლს) და ფიქრობს: „მე სხვაზე დავქორწინდი, ეს ის ქალი აღარ არის... რა მოხდა, რატომ შეიცვალა? რატომ აღარ ჰგავს ჩემი ოცნების სიფრიფანა არსებას?..” იქნებ, დროა, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: მამაკაცი, რომელიც რეალურად უფრთხილდება ურთიერთობას თავის მეუღლესთან, არ აცხოვრებს სტრესში; არ შეუქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც ქალი მუდმივად დაძაბული და გაღიზიანებული იქნება. ჭკვიანი კაცი იმასაც კარგად ხვდება, რომ წლები არც მას ალამაზებს.

კარგია, როცა მამაკაცის უნარს – წვრილმანებით გახადოს ქალი ბედნიერი და მიანიჭოს მას პატარ-პატარა სიხარულები – ქალის მხრიდანაც საპასუხო გულისხმიერება და მზრუნველობა ხვდება. ნურასოდეს იქნებით ხარბი და შურიანი – ეს ის ორი თვისებაა, რაც ქალს აბერებს და ამახინჯებს ნებისმიერ ასაკში...

скачать dle 11.3