კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა იმის შეცვლა, რაც დაბადების მომენტში შუბლზე „დაგვეწერა“ და როგორ დავალაგოთ ცხოვრება ჩვენი სურვილით, წლის ბოლო კვირაში

ჩვენ გარშემო ბევრია გასათხოვარ-დასაოჯახებელი ქალ-ვაჟი, აი, ისეთები, რომ იტყვიან, თვალი მომცა, შენთვის მაყურებინაო. როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი თამარი ამბობს, ბედის შეცვლა ნამდვილად შესაძლებელია, ანუ, ყველას შეუძლია, შეცვალოს ის, რაც მას დაბადების მომენტში შუბლზე ეწერება ბედ-იღბლის სახით. ეს კი წლის განმავლობაში კონკრეტულ დღეებშია შესაძლებელი,  ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და წარმატება პირად ცხოვრებაში თავადვე დაგეგმოთ.

თამარი: ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება ბედი, თუმცა, მისი უკეთესობისკენ შეცვლა თავადაც შეგვიძლია, ოღონდ, წლის განმავლობაში მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. სხვათა შორის, ასეთ დღეებს ჩვენი წინაპრებიც ითვალისწინებდნენ და მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც გვაქვს შემორჩენილი.

– კონკრეტულად, წლის რომელი დრო და დღეებია ბედ-იღბლის შეცვლისთვის მეტად აქტიური?

– ბედის შესაცვლელად მეტად აქტიური დროა ზამთარი, კონკრეტულად კი – ახალ წლამდე დარჩენილი ბოლო კვირა, კერძოდ, 27, 28 და 29 დეკემბერი. თუ ადამიანი ელემენტარულ რიტუალს ჩაატარებს სწორედ ამ პერიოდში, საკუთარ ბედს სასიკეთოდ შეცვლის. სტუდენტობის დროს აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ვისვენებდი და იქ ერთმა ხანში შესულმა აჭარელმა ქალმა მასწავლა, რომ გასათხოვარმა გოგონამ არ უნდა გაიკეთოს მარგალიტის სამკაული, ასევე, უნდა ატაროს ჩანთით რკო, რათა თავისი მომავალი ბედით კმაყოფილი იყოს და სასურველი მეორე ნახევარი იპოვოს. რკოს უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს და მასთან სიახლოვე ხელს უწყობს ადამიანს, იყოს მიმზიდველი, სასურველი და ბედნიერი პირად ცხოვრებაში და წარმატებული კარიერაში. რკოს ტარება გასათხოვარ გოგონას არასასურველი შეხვედრებისა და ნაცნობობისგან დაიცავს. ზემოთ თქმულ დღეებში, ბედის უკეთესობისკენ შემობრუნებისთვის სპეციალური რიტუალიც უნდა ჩაატაროთ. ეს ძალიან ადვილია: 29 დეკემბერი რომ თენდება, დილის 7 საათზე, გამჭვირვალე ჭიქაში ონკანიდან ჩაასხით წყალი. ეს ჭიქა აუცილებლად ახალი უნდა იყოს და იქიდან არავის არ უნდა ჰქონდეს წყალი დალეული. შემდეგ, ისე, რომ არავის გამოელაპარაკოთ, ამ ჭიქაში ჩააგდეთ ერთი რკო და ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დადგით თქვენი საწოლის ქვეშ, დაწექით და იფიქრეთ იმაზე, რომ გინდათ, იყოთ ბედნიერი, სასურველი და მიმზიდველი. მერე ადექით და შეუდექით თქვენს საქმეებს, ის ჭიქა კი საწოლის ქვეშ დატოვეთ. საღამოს, ზუსტად 7 საათზე, გამოიღეთ ჭიქა საწოლის ქვემოდან, ამოიღეთ რკო, კარგად მოურიეთ, რომ შაქარი გადნეს და დალიეთ. რკო ჩანთაში ჩაიდეთ და ყველგან ატარეთ, ჭიქა კი აუცილებლად შეინახეთ, რომ იქიდან წყალი სხვამ არ დალიოს. ასე თუ მოიქცევით, სულ მალე იგრძნობთ საპირისპირო სქესის ყურადღებას, პირად ცხოვრებაში ცვლილებას და უფრო თავდაჯერებული და ამაყი შეუდგებით საქმის კეთებას. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ რკო – გამრავლების, ხოლო შაქარი – სიტკბოს მომტანი იყო გასათხოვარი ქალებისთვის. ბევრს ვასწავლე ეს და ყველა მადლიერია. სამწუხაროდ, მისი ჩატარება მხოლოდ წელიწადში ერთხელაა მისაღები და სასურველი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

– რატომ მაინცდამაინც 29-ში? რამე, განსაკუთრებული მაგიური დატვირთვა აქვს ამ რიცხვს?

– სწორად მიხვდით. რა თქმა უნდა, მაგიური ციფრია. 29 დეკემბერი ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ დღედ ითვლება ეზოთერიკაში. ამ დღეს ძველად მკითხაობდნენ და სჯეროდათ, რომ, თუკი რაიმე მინიშნებას მიიღებდნენ ზემოდან, ის აუცილებლად ახდებოდა. გასათხოვარ ქალს სწორედ ამ დღეს აქვს შანსი, თავისი ბედი ძირფესვიანად შეცვალოს.

– ბევრს არ სჯერა, რომ ბედში ხელოვნური ჩარევა ნამდვილად შესაძლებელი და რეალურია. 

– გეთანხმებით, ბევრს არ სჯერა, მაგრამ, ცდა ნამდვილად ღირს. იმდენი ლამაზი, ჭკვიანი და საქმიანი ქალი დადის გაუთხოვარი, გული მიკვდება ხოლმე. ჩემი მხრივ, მათ ერთ დედაშვილურ რჩევას მივცემ: ნუ ისხდებიან გულხელდაკრეფილები და მისცენ საკუთარ თავს ბედნიერების უფლება სწორედ იმ დღეს, როცა ამის დიდი შანსია.

– ვინც უკვე გათხოვილია, მაგრამ მეუღლესთან გამუდმებით კამათი და უსიამოვნებები აქვს, მათ რას ურჩევთ?

– ზოგი თავად იქმნის პრობლემას, ზოგიც უმიზეზოდ იტანჯება. მათ, ვისაც უსიამოვნებები აქვს მეორე ნახევართან, ვურჩევ, შაქრითა და დაფნის ფოთლით მოაგვარონ ეს საკითხი – ეს საკმაოდ ადვილი მეთოდია ქმრის მოსარჯულებლად: ჩაასხით წყალი ახალ ჭიქაში იმავე დღეს, ანუ, 29 დეკემბერს, გამთენიისას, ჩაყარეთ მასში შაქარი და დაფნის ფოთოლი და დადგით საწოლის ქვეშ, სადაც ორივეს გძინავთ. საღამოს ჭიქა გამოიღეთ, შაქარი მორევით გაადნეთ, დაფნის ფოთოლი კი ამოიღეთ და იმ კარადაში დადეთ, სადაც მეუღლის ტანსაცმელს ინახავთ. ნახევარი ჭიქა შაქრიანი წყალი კარს იქით გადაღვარეთ, რომ უარყოფითი ენერგია, რაც მან ამ დღეს დააგროვა, გარეთ გაიტანოთ, დარჩენილი ნახევარი კი მეუღლეს დაალევინეთ. გნებავთ, ჩაიში ან ყავაში გამოიყენეთ ეს წყალი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნახავთ, სულ ცოტა ხანში თქვენი მეუღლე შაქარივით თუ არ დატკბეს.

– მართალია, რომ გასათხოვარმა ქალმა არ უნდა ატაროს ზოგიერთი მინერალისგან დამზადებული სამკაული?

– სამკაულს უდიდესი ძალა აქვს და მათი არასწორი გამოყენება და ტარება ჩვენს ბედ-იღბალზე აისახება. შესაძლოა, სწორედ სამკაულის ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზემოქმედება ადამიანის აურასა და პირად ცხოვრებაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ბედი. რაც შეეხება მარგალიტის სამკაულს, მას ყველაზე დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია, თუ, რასაკვირველია, არასწორად და არასასურველ ასაკში ატარებს ქალი. დღეს საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ბუნებრივი მარგალიტი დროთა განმავლობაში იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია. შესაბამისად, როცა ის კანს ეხება, ბრძოლას იწყებს, ეს კი იწვევს გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას ადამიანზე. თინეიჯერები ისედაც გაღიზიანებული ბუნებით გამოირჩევიან, რადგან მათი ფსიქიკა ჩამოყალიბებას სწორედ ამ ასაკში იწყებს. ამიტომ, არ არის სასურველი, მარგალიტის სამკაული გარდატეხის ასაკში ატაროთ. ასე რომ,  გასათხოვარ ქალსა და თინეიჯერ გოგონას არ ვურჩევ მის ტარებას, მაგრამ, თუ გათხოვილი ხართ, გყავთ მეუღლე და ოჯახური ცხოვრება მოწყობილი გაქვთ, მარგალიტის სამკაულის ტარება კარგიც კია თქვენთვის, ოღონდ, უმჯობესია, მარგალიტი ოქროში იყოს ჩასმული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ,  ყველა ადამიანი, განსაკუთრებით – ქალები, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ ნივთებს ვეხებით, რომლებსაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვს. ეგრეთ წოდებულ „ქალების სამფლობელოდ” აღიარებულ სამზარეულოში ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება და უნდა გახსოვდეთ, რომ იქ ყოველ ნივთს თავისი დამახასიათებელი უნარ-თვისება გააჩნია. მაგალითად, ჭურჭლის ფერიც კი, ადამიანის ბედზე აგებს პასუხს.

– ამ მხრივ რა უნდა გაითვალისწინოს გასათხოვარმა გოგონამ?

– ყველა სეზონს თავისი მაგიური ფერის ჭურჭელი აქვს და ეს ეზოთერიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. დიასახლისებმა უნდა გაითვალისწინონ და, შესაბამისად, ცვალონ ის სეზონურად: შემოდგომით ოქროსფერი ჭურჭლის გამოყენება, გარდა იმისა, რომ თავდაჯერებულობას შეგმატებთ, სითამამესაც შეგძენთ და დამოუკიდებლად შეძლებთ ბევრი საქმის მოგვარებას; 

ზამთარში მუქი ფერის თეფშებისა და ჭიქების გამოყენება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე – მოგცემთ ძალას, იმოქმედოთ მებრძოლი სულისკვეთებითა და შემართებით, ასევე, შეგმატებთ თვითრწმენასა და თავდაჯერებულობას; 

გაზაფხულზე ადამიანში სასიცოცხლო ძალები და ენერგოტონუსი საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ, ამ დროს მწვანე თეფშიდან ჭამა და წყლის, ჩაისა თუ წვენის მწვანე ფერის ჭიქიდან დალევა ამ პრობლემას მოგიგვარებთ. თავს მხნედ იგრძნობთ და არც საგაზაფხულო დეპრესია მოგეძალებათ; 

აი, ზაფხულში კი – უფრო მეტად ვგრძნობთ სიყვარულის მოზღვავებას, ამიტომ, ამ დროს წითელი ფერის თეფში და ჭიქა დააბალანსებს თქვენს ენერგიას და ურთიერთობებს მეტად რომანტიკულ და სასიამოვნო ელფერს შესძენს. 

скачать dle 11.3