კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ჯარის მეგობრებმა და ვის ეძებენ საქართველოში

ალექსანდრე ივანეს ძე კარდაში ეძებს 62 წლის გივი კობერიძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს, 1952 წელს დაბადებულ გივი კობერიძეს. მე და გივი ერთად ვმსახურობდით ¹11668-ე სამხედრო ნაწილში, რომელიც მდებარეობდა საქართველოში, გომბორში. ეს იყო 1970-1972 წლებში. მას შემდეგ მეგობართან კავშირი დაკარგული მაქვს. ძალიან მინდა მისი მოძებნა და მეგობრობის გაგრძელება. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ. მაქვს ჩვენი მსახურობისდროინდელი ფოტო, რომელზეც გივი მარცხნივაა. თქვენი დახმარების იმედი მაქვს და წინასწარ გიხდით მადლობას იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ.

– მოგვიყევით თქვენი ისტორია.

– მე და გივიმ ერთმანეთი ჯარში გავიცანით – 1970-1972 წლებში ერთად მოგვიწია სამხედრო სამსახურის გავლა გომბორში. ეს იყო ¹11668-ე სამხედრო ნაწილი. დავმეგობრდით და ბევრი საერთო გამოვნახეთ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, თუ არ ვცდები, გივი ქუთაისში ცხოვრობდა, მე კი რუსეთიდან ვიყავი. მაქვს ერთად გადაღებული ფოტოც. იმედი მაქვს, მასაც კარგად ვახსოვარ და, თუ ამ წერილს წაიკითხავს, აუცილებლად გამომეხმაურება. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, ჩემი განაცხადი „ჟდი მენიაშიც“ განმეთავსებინა.

– თქვენი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მართლაც დიდი დროა გასული. მაინც, როდის და რატომ გადაწყვიტეთ მისი მოძებნა?

– შეიძლება, რთული დასაჯერებელია, მაგრამ, სამხედრო სამსახურის წლები ჩემი თაობის ხალხისთვის სულ სხვა მოგონებებს ტოვებს. სულ გახსოვს ის დრო და რა თქმა უნდა, ის ადამიანებიც გახსენდება, ვინც იქ გაიცანი და დაუმეგობრდი. ვცდილობ, ვიპოვო გივი, რადგან, ის ჩემი მეგობარია, მისი პოვნა კი მეგობრობის გასაგრძელებლად მინდა. მაინტერესებს, როგორაა, რა მოხდა მის ცხოვრებაში; მინდა, ოჯახებით ვმეგობრობდეთ.

– როგორ ფიქრობთ, გივის თუ ახსოვხართ?

– დარწმუნებული ვარ, ვახსოვარ. ვიცი, გივისაც გაუხარდება, როდესაც გაიგებს, რომ მას ვეძებ. ქართველები არაჩვეულებრივი ხალხი ხართ. მინდა, თუკი გივის ვიპოვი, შევხვდეთ ერთმანეთს. საინტერესო იქნება ჩვენი შეხვედრა ამდენი წლის შემდეგ. თუკი მატერიალურად შევძლებ, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში მეგობართან შესახვედრად. როდესაც ჯარში ვმსახურობდით, ერთმანეთის დაკარგვას არ ვაპირებდით. უბრალოდ, ასე მოხდა – მე დავკარგე გივის ყველა კოორდინატი, მხოლოდ მისი ფოტო დამრჩა. მინდა, საახალწლოდ ვიპოვო ჩემი მეგობარი და, დარწმუნებული ვარ, ამით მასაც გავახარებ.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3