კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად გადაეშვა რომანტიკაში ანრი ჯოხაძე ქალაქგარეთ სასტუმროში

გასულ კვირას მომღერალმა ანრი ჯოხაძემ კიდევ ერთი ახალი კლიპი წარუდგინა საზოგადოებას, სადაც მთავარ გმირს მისი ეგრეთ წოდებული „მეგობარი” გოგო მეზობელი სომხეთიდან, ცნობილი მომღერალი ევა რივასი განასახიერებს. ის სპეციალურად ამ კლიპში გადასაღებად ორი დღით ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ, თითქმის ერთი კვირა დარჩა.

 

– ანრი, გილოცავ ახალი კლიპის პრემიერას! სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, ამ მოკლე პერიოდში მეორე კლიპი რომ გადაიღე, მაშინ, როცა წინა ჯერ არ გვინახავს.

ანრი: სანამ წინა კლიპი დამზადდა, ახალი წელი მოგვადგა კარს და გაზაფხულამდე თაროზე შემოვდე, ამიტომ, გადავწყვიტე, საახალწლო თემატიკაზე ჩამეწერა რამე თბილი სიმღერა. კლიპის სიუჟეტის მუზად ევა მექცა, რომელიც დაუფიქრებლად დათანხმდა სცენარში ჩვენი ურთიერთობის ამგვარ ფორმულირებას.

– რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ მოხდა თქვენი დაშორება-შერიგება და ეს ხომ არ გახდა ინსპირაციის წყარო?

– დაშორება-შერიგება მეგობრებს შორისაც ხშირად ხდება – ეს სიყვარულის თანმდევი პროცესია, მაგრამ, კლიპის სიუჟეტს ჩვენს რეალურ ცხოვრებასთან კავშირი არ აქვს.

– ყოველთვის გახასიათებს საკითხების მიმართ შენი დამოკიდებულებების ასახვა კლიპში და, ამიტომაც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ისეთ ურთიერთობას ისურვებდი ევასთან, როგორიც ვიდეოში გაქვს ნაჩვენები.

– ევასთან რომანტიკულ ურთიერთობასა და თანაცხოვრებას, ალბათ, ყველა ისურვებდა და მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი; ან, იმაზე ვინ არ ოცნებობს, გარეთ თოვდეს, ბარდნიდეს და ბუხრის წინ, იატაკზე ღვინოს სვამდე საყვარელ ადამიანთან ერთად?!

– რომანტიულ განწყობაზე მეჩვენები...

– უფრო წინასაახალწლო განწყობა მაქვს და განცდა იმისა, რომ ახალ წელს ახალ მწვერვალებს დავიპყრობ.

– ევა, შენ როგორი განწყობა გაქვს?

ევა: შესანიშნავი. თითქმის ერთი კვირაა, ანრისთან ვარ სახლში და ძალიან მანებივრებენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. ვფიქრობ, ცოტა ხანს კიდევ ხომ არ დავრჩე, მაგრამ, ერევანში ბევრი საქმე მაქვს და დიდი ხნით ვერ მივატოვებ, თორემ, სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს თბილისში.

– შესანიშნავი წყვილი ხართ, თქვენს ქვეყნებში ორივე ძალიან პოპულარული და წარმატებული ადამიანები და, იქნებ, დუეტი ჩაგეწერათ, რომ უფრო ხშირი ურთიერთობის საბაბი გქონდეთ?

– ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას საბაბი არ სჭირდება, მაგრამ, ანრის დედა, ქალბატონი რუსიკო გვიწერს სიმღერას, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი გამოვა, ყოველ შემთხვევაში, მონახაზი, რაც მოვისმინე, სომხეთსა და საქართველოში ერთნაირად პოპულარული გახდება.

– თქვენს პირველ სატელევიზიო კოცნაზე ჩვენთან დღემდე ლაპარაკობენ და ყველა დაინტერესდა, ვინ არის ევა რივასი.

– ამაზე ერევანშიც დღემდე ლაპარაკობენ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც შეყვარებულს დავშორდი, მაგრამ, დიდი ხანია, ჭორებზე საერთოდ არ ვრეაგირებ, უბრალოდ, მშვიდად ვკითხულობ და ზოგჯერ მეღიმება კიდეც.

– ანრი, კლიპი სად გადაიღეთ?

ანრი: გადაღების თემა ძალიან კურიოზული იყო. მინდოდა, ბაკურიანში გადამეღო, მაგრამ თოვლი არ მოვიდა. მერე გუდაურში გადავწყვიტე და არც იქ მაღირსა ბუნებამ თოვლი; ამიტომ, მთელი გადამღები ჯგუფი ვისხედით და ველოდებოდით ზარს – ვინ საიდან დარეკავდა და გვეტყოდა, თოვლი მოვიდაო. ბოლოს მაინც ბაკურიანი გადავწყვიტე – გარდა იმისა, რომ ნაცნობი ადგილებია გადასაღებად, იქ არის ულამაზესი სასტუმრო „ნოელი“, სადაც გასულ წელს მომიწია ყოფნა და იქიდან მახსოვდა ის ინტერიერი, რომელიც კლიპში მჭირდებოდა. მერე ნაძვის ხე ამოგვიყირავდა, დავამტვრიეთ ჭაღი, თავზე დაგვეყარა ყველაფერი და, არ დაგავიწყდეს, ეს ყველაფერი დილის 5 საათზე ხდებოდა. ამიტომ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანას, რომელმაც ორი დღე და ღამე გაგვიძლო და აგვიტანა.

– ის ყველაფერი, რაც კლიპშია, ერთ სასტუმროში ხდებოდა თუ სხვადასხვა ლოკაციები გქონდათ?

– მხოლოდ როიალისა და შეხვედრის სცენა გადავიღეთ გარეთ, დანარჩენი ყველაფერი ამ ერთ სასტუმროში ხდებოდა. ამიტომაც ვარ აღფრთოვანებული, რომ, იშვიათად თუ ნახავთ ასეთ პატარა სასტუმროში ყველაფრისთვის იდეალურ და კომფორტულ პირობებს. რომ არა ბატონი რომან ფიფიას ფინანსური მხარდაჭერა და სასტუმრო „ნოელის“ გვერდში დგომა, ასეთი ლამაზი კლიპი ვერ ან საერთოდ არ გამოვიდოდა.

– მიხარია, რომ, მართალია, ერთეულები, მაგრამ, მაინც დარჩნენ ადამიანები, ვინც კიდევ რაღაცით ეხმარებიან ხელოვანებს.

– ამაში, ასევე, დიდი წვლილი მიგიძღვით თქვენ, ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველთვის გვაძლევთ საშუალებას, მადლობა გადავუხადოთ ამა თუ იმ სპონსორს, რაც მათთვისაც ერთგვარი წახალისებაა.

– ევა, თქვენთან როგორ არის შოუ-ბიზნესი განვითარებული?

ევა: ჩვენთანაც იდენტური სიტუაციაა. იმის გამო, რომ ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ და არ გვაქვს ბაზარი, რთულია, შოუთი აკეთო ბიზნესი, მაგრამ, საბედნიეროდ, სომეხი ბიზნესმენები აქტიურად გვიდგანან მხარში. სხვათა შორის, არაბულ მუსიკალურ არხებზე რომ გადართოთ, ყველა კლიპს ბოლოში ტიტრები აქვს, სადაც სპონსორების ჩამონათვალია და, კარგი იქნება, თუ ამას ჩვენს ქვეყნებშიც დავნერგავთ, რომ კლიპის დასპონსორების უფრო მეტი ინტერესი ჰქონდეს ბიზნესმენს.

– თქვენთანაც არიან ხელისუფლების ფავორიტი მომღერლები და სომხურ შოუ-ბიზნესზეც აისახება პოლიტიკური მოვლენები?

– ეს, მგონი, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემაა და ამაში არც ჩემი და არც თქვენი ქვეყანა არ არის გამონაკლისი, თუმცა, მე ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს.

– ანრი, რასთან ასოცირდება შენთვის ახალი წელი?

ანრი: ახლის იმედთან, ბედნიერებასთან და, რა ვიცი, ყველაფერ ლამაზთან. ამ დროს ყველაზე მაგარ განწყობაზე ვარ ხოლმე და, როცა კარგ ხასიათზე ვარ, ჩემ გარშემო მყოფებსაც ზეიმს ვუწყობ, მაგრამ, ამ ბოლო დროს როდის ვიყავი ცუდ განწყობაზე, აღარც მახსოვს, ამიტომ, ყოველი დღე ზეიმია.

– ყველაზე მეტად რა გახარებდა ხოლმე ახალი წლის დღეებში?

– შოპინგი, შოპინგი და კიდევ შოპინგი... ვგიჟდებოდი, როცა მთელი ოჯახი მივდიოდით საყიდლებზე, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვყიდულობდით, ოღონდ კი გვეყიდა. მინდოდა ყველაფერი და მიყვარდა ყველა. ალბათ, ხალხის ფუსფუსი მომწონდა, ქაოსური სიტუაცია, ყველა რომ რაღაცისთვის ემზადებოდა და იყო ერთი ამბავი. არც წელს დავარღვევ ტრადიციას და დიდ შოპინგს მოვაწყობ ქალაქის მასშტაბით, იქნება ეს ბაზრობები, მაღაზიები თუ სავაჭრო ცენტრები.

скачать dle 11.3