კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სფეროს სპეციალისტი გახდა შეყვარებულის დამსახურებით თემო საჯაია და როდის აპირებს ის დაქორწინებას

მომღერალი თემო საჯაია პროექტ „ერთი ერთში“ მესამე სეზონზე გამოვიდა საზოგადოების წინაშე. ბოლო, მეხუთე ლაივზე მან სტივ ტაილერის არაჩვეულებრივი შესრულებით ჟიურისა და, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და, შესაბამისად, დღის ლიდერიც გახდა, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე 38 გრადუსი სიცხითა და ბრონქიტით მოუწია გამოსვლა. სასიამოვნო სიახლეა თემოს პირად ცხოვრებაშიც: მისი და ბალერინა ნინი სამადაშვილის სამწლიანი შეყვარებულობის პერიოდი, როგორც თემო ამბობს, ფინალს უახლოვდება და, ცოტა ხანში, დათბობასთან ერთად, ისინი დაქორწინებას აპირებენ.

თემო საჯაია: ყველა არტისტის განსახიერების დროს მოსამზადებელი ეტაპი დიდი პასუხისმგებლობით არის სავსე, მაგრამ, ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო, რადგან, ესაა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი და სიმღერა. ამიტომ, ყველაფერს დიდ ყურადღებას ვაქცევდი – ფრჩხილებს, აქსესუარებს, ჩაცმულობას, ვოკალს და ასე შემდეგ.

– როგორც ვიცი, ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა...

– ბრონქიტი ახლაც მაქვს. როცა სტივ ტაილერს ასრულებს, ალბათ, სიცხე ჯანმრთელ ადამიანსაც აუწევს (იცინის), იმდენად ქარიზმატული და ენერგიულია. ლაივზე, მგონი, 38 გრადუსი მქონდა ტემპერატურა. სიმართლე გითხრა, არ მახსოვს სცენაზე რას ვაკეთებდი. ალბათ, მივხვდი, რომ, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა და უფრო მეტად მოვინდომე.

– ზოგადად, კონკურსები არ გიყვარს. „ერთი ერთში“ მონაწილეობაზე რატომ დათანხმდი?

– რადგან ძალიან საინტერესოა. იმის გამო არ ვამბობ, რომ ახლა შოუში ვარ. მართლაც, აბსოლუტურად გამორჩეულია ზოგიერთი მდარე ქართული კონკურსისგან. ეს არ არის თემო საჯაიას ან ნებისმიერი სხვა მომღერლის კონკურსი, აქ შენ ერთი კვირა უნდა იცხოვრო იმ ადამიანის ქცევებით, მანერებით და ასე შემდეგ; იმღერო არა ისე, როგორც თვითონ მღერი, არამედ ისე, როგორც ის იმღერებდა – სწორედ ამით არის ძალიან საინტერესო. გარდა ამისა, მომღერლისთვის მაცდუნებელია უცხოელი და ძალიან მაღალი დონის ვოკალისტი, ქორეოგრაფი, თვითონ გრიმიორები და GDS-ის არაჩვეულებრივი გარემო. ყველაფერი ეს ერთმანეთს დაემატა და ამიტომაც დავთანხმდი.

– კონკურენცია ნელ-ნელა იმატებს. თუ იგრძნობა უკვე დაძაბულობა? 

– ასე ვერ ვიტყოდი. ჯანსაღი კონკურენცია მომღერლებს შორის არა მხოლოდ კონკურსში, ყველა მდგომარეობაში არსებობს. თუ ეგ არ არის, მაშინ, იქ შოუ-ბიზნესის ამბავი სწორად არ მიდის. აქ კონკურენცია არის მხოლოდ იმ კუთხით, რომ, გვინდა, ჩვენი ნომრები კარგი გამოვიდეს, თორემ, ის, რომ ჭიკარტს ვუდებდეთ  ფეხსაცმელში ერთმანეთს და მჟავას ვუსხამდეთ ჩაიში, რა თქმა უნდა, არ ხდება.

– პროექტის განმავლობაში, როგორც მომღერალმა, რამე ახალი თუ აღმოაჩინე საკუთარ თავში?

– ჩემში არტისტის შესაძლებლობები აღმოვაჩინე. არ ვამბობ, რომ რაღაც გენიალური გავაკეთე, უბრალოდ, მაქვს ეს. ყოველთვის მუსიკას ვსწავლობდი, თუმცა, გარშემო ყველა მირჩევდა თეატრალურში ჩაბარებას. მაგრამ, მე მინდოდა კონსერვატორია, მუსიკა და, სულ ვამბობდი, მე არ ვარ არტისტი, მე ვარ მუსიკოსი-მეთქი. ამიტომ, ვსწავლობდი ფორტეპიანოს, მერე საკომპოზიციო ფაკულტეტზე. ამ პროექტში აღმოვაჩინე, რომ, თურმე, მსახიობის რაღაც მონაცემებიც მაქვს.

– შესაბამისად, ხომ არ გადაწყვიტე, გარშემო მყოფების რჩევა გაითვალისწინო?

– ისე, კინო მიყვარს ძალიან და, თუ რამე შემოთავაზება მექნება რეჟისორებისგან, დავთანხმდები. რა თქმა უნდა, როლსაც გააჩნია, მხოლოდ მაღალ მატერიებზე ვსაუბრობ (იცინის). 

– შიდა სამზარეულო მაინტერესებს, როგორია პროექტის მეორე მხარე – დასვენება და   გართობა? 

– რა თქმა უნდა, ეს ყველა კონკურსს ახლავს თან „ავთერ ფართების“ სახით. რეჟიმიდან გამომდინარე, ბევრგან ვერ დავდივართ, ძირითადად, ერთმანეთის სახლში თუ დავსხდებით და ძალიან ცოტა ალკოჰოლს დავლევთ, მაგრამ, ახლა ესეც აღარ შეიძლება ჩემთვის, ანტიბიოტიკებზე ვარ (იცინის).

– ბოლო ლაივის ლიდერი ხარ. როგორ ფიქრობ, ეს შენი მაქსიმუმი იყო თუ კიდევ ელის მაყურებელს შენგან სიურპრიზი?

– თითოეული საკონკურსო დღე უფრო და უფრო რთულდება და საინტერესო ხდება. თუ იტყვი, რომ მაქსიმუმი გააკეთე, ეს მარტო კონკურსს არ ეხება, როგორც მუსიკოსი, „დამთავრდები” იმ მაქსიმუმზე. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია (იცინის). 

– პროექტის გარდა, რა ხდება შენს შემოქმედებაში?

– ძალიან საინტერესო ეტაპია. მეგობრებმა გაერთიანება გავაკეთეთ და საპროდიუსერო საქმიანობას ვიწყებთ. რამდენიმე პროექტი დავიწყეთ, თუმცა, ვერაფერს ვიტყვი, არ მომცეს უფლება (იცინის). გარდა ამისა, შევკრიბე ახალი ჯგუფი – „ფორსმაჟორი“, რომელიც იქნება ქართული, ცოცხალი, სოციალური პროექტებისთვის განკუთვნილი მუსკალური ჯგუფი. გადავიღეთ კლიპი, რომლის პრემიერისთვისაც ვემზადებით. ერთ-ერთ არხზე, საახალწლო გადაცემაში მოხდება ჩვენი პირველი წარდგენა მაყურებლის წინაშე. ახლა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთის ვამზადებთ რაღაცას.

– როგორც ვიცი, შეყვარებული შენი დიდი გულშემატკივარია პროექტში...

– რა თქმა უნდა. საერთოდ, ცხოვრებაშიც ასეა. სამი წელია, ერთად ვართ და ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი ფინიშზე გადის. უბრალოდ, ახლა ცივა და არ მიყვარს სიცივეში რაღაცეების აღნიშვნა, თვითონ სიცივე არ მიყვარს (იცინის). ნინი სამადაშვილი არის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის დასის ბალერინა. 22 წლის არის  და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალერინაა საქართველოში. ისეთი როლები აქვს შესრულებული, რომლებიც თითქმის არავის არ შეუსრულებია მის ასაკში. მაგალითად, „გედების ტბა“, „მაკნატუნა“ და სხვები. ახლა პორტუგალია-ესპანეთშია გასტროლებზე და იქიდან მგულშემატკივრობს.

– როგორც მივხვდი, შენც დიდი გულშემატკივარი ხარ მისი შემოქმედების.

– ბალეტის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. ახლა, დამიჯერე, ყველაზე მაგარი მცოდნე ვარ, ვისაც კი იცნობთ (იცინის) და ეს ნინის დამსახურებაა. ძალიან მაგარი ხელოვნებაა და, გული მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად არ არის გაპიარებული. 

– ერთგან აღნიშნე, რომ ძალიან ეჭვიანი ხარ. ნინიზე თუ ეჭვიანობ ხოლმე?

– აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც გოგო. ზოგადად ეჭვიანი ვარ, ძმაკაცებთან, ძაღლთან მიმართებაშიც კი (იცინის). ეგოისტური მომენტია – სულ გინდა, რომ სადღაც, დინების ზემოთ იყო. ეს ახლა ხუმრობით, თორემ, არც ასე წყალწაღებული ვარ, როგორც ვამბობ. მაგრამ, ხომ იცი, ადამიანებს თავი უარესად უნდა მოაჩვენო, რათა ნაკლებად მოეწონო და შემდეგ იმედგაცრუება არ გამოიწვიო მათში. ჯობია, ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს და მერე დიდი დარტყმა გაუკეთო შენი კარგი ხასიათით (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ისე კი, ურთიერთობაში, როგორიც მე და ნინის გვაქვს, ეგ ეტაპი არ არის. ზოგადად, ეჭვიანობა არ მიყვარს, მე ვბრაზდები ხოლმე. თუმცა, მე და ნინის სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. როცა ადამიანი შენი ნაწილია და შენ მისი, ეს უკვე სხვა რაღაც არის... გენიალური გამონათქვამია ქრისტიანობაში – „ერთ სულ და ერთ ხორც“. ასეთ დროს, მეორე ადამიანზეც ისევე აგებ პასუხს, როგორც საკუთარ თავზე.

скачать dle 11.3