კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოეწონებოდა თუ არა ილია ქორქაშვილს სინამდვილეში ნატაშკასნაირი გოგო და რა ხდება მის ცხოვრებაში რეალურად

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ ახალ სეზონზე ბევრი ახალი პერსონაჟი ჰყავს, მათ შორის არის დრამატურგი სანდრო, რომლის როლსაც მსახიობი ილია ქორქაშვილი ასრულებს. ილია თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. თუმცა, ამჯერად მაგისტრატურაში სწავლობს რეჟისურის განხრით, წელს ამთავრებს და ამიტომ, ახლა სადიპლომო სპექტაკლისთვის ემზადება. სერიალი მისი პირველი მასშტაბური გამოჩენაა ჩვენი საზოგადოების წინაშე, მანამდე კი, რაღაც პერიოდი, გერმანიაში ცხოვრობდა და იქ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშიც გადაიღეს. 

 

– ილია, ეს შენი პირველი გამოჩენაა ეკრანზე? 

– საქართველოში –კი. მანამდე იყო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმები, თუმცა, ასე მასშტაბური პირველია.

– აქამდე რით იყავი დაკავებული და სად?

– დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, მერე ჩავაბარე მაგისტრატურაში დრამის რეჟისურაზე. ნახევარი წლის შემდეგ კი წავედი გერმანიაში ერთი თვით, გადაღებებზე. იქ ჩემი ძმა სწავლობს Deutsche film und fernseh akademie-ში. ფილმს იღებდა და იქ ვითამაშე. ისე მომეწონა, რომ ორი წელი დავრჩი. ერთი წელი ენას ვსწავლობდი და პარალელურად აკადემიის სტუდენტები მიღებდნენ თავიანთ ფილმებში.

– როგორც წესი, უკან დაბრუნება უჭირთ ხოლმე. შენს შემთხვევაში როგორ იყო? 

 – მინდოდა, რომ ისევ თეატრთან ვყოფილიყავი დაკავშირებული. ამ მხრივ იქ ძალიან რთულია და ამ ყველაფერს წლები სჭირდება. როგორ კარგადაც არ უნდა იცოდე ენა და კარგად თამაშობდე გერმანულად, გამოცდილება და წლები მაინც საჭიროა. დაბრუნების პირველი მიზეზი მაინც ეს იყო. თუმცა, როგორც გითხარი, დიდი ხნით წასვლა არც მქონდა ჩაფიქრებული.

 – მაინცდამაინც მსახიობობა და რეჟისურა რატომ აირჩიე?

 – არის ასეთი საბავშვო თეატრალური წრე – „ცეტები“, სადაც ბავშვობიდან დავდიოდი, ალბათ, 11 წლიდან სკოლის დამთავრებამდე. ეს არ იყო ისეთი თეატრალური წრე, როგორებიც არსებობენ სტერეოტიპულად, სადაც ბავშვები მიდიან და მხოლოდ სპექტაკლებს თამაშობენ. იქ ისეთი გარემო იყო, საერთოდ აღარ მინდოდა სახლში წამოსვლა. ასე რომ, მთელი ბავშვობა ამ სტუდიაში მაქვს გატარებული და ამან განაპირობა ჩემი არჩევანიც. რაც შეეხება რეჟისორობას, გერმანიიდან რომ დავბრუნდი, მერე აღვიდგინე თავი მაგისტრატურაში და წელს ვამთავრებ. გარდა იმისა, რომ ვარ მსახიობი და ვთამაშობ, შინაგანი სურვილი გამიჩნდა, თვითონაც გამეკეთებინა რაღაც. არ ვფიქრობ, რომ მსახიობმა სხვა არაფერი არ უნდა აკეთოს.

 – სერიალში ქასთინგით მოხვდი?

 – ოფიციალურად გამოცხადებული ქასთინგის შესახებ არ გამიგია. მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი ფოტო აჩვენა, თუ არ ვცდები, ქეთი დევდარიანს. დამირეკეს, მივედი, ორწუთიანი სცენა ჩავწერეთ და მეორე დღეს მითხრეს, დამტკიცებული ხარო. უცებ მოხდა ყველაფერი.                                                                                                                             

– სპექტაკლებიდან სერიალზე გადასვლა გაგიჭირდა?

– რა თქმა უნდა, ამას თავისი სირთულე აქვს, მაგრამ, რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა-მეთქი, არა. ალბათ, უფრო შეგუების მომენტია. თავიდან იყო ცოტა დაძაბულობა და მერე ნელ-ნელა მოიხსნა. თუმცა, ექსტრემალური სიტუაციაა იმ მხრივ, კვირაში სამჯერ რომ გადის და სულ გადაღებებია.

– სანდროს როლის შესრულებისას მაქსიმალურად გიწევს გარდასახვა თუ ახლოს არის ეს პერსონაჟი შენთან?

– მე მგონია, რომ ეს საერთოდ არც არის საჭირო. მე ვერასდროს გავხდები სხვა, იმიტომ, რომ მე ვარ მე. თუმცა, ემატება ის დეტალები, რომლებიც მე არ მაქვს და აქვს ვიღაც დრამატურგს. დანარჩენი – ხმის ტემბრი, რაღაც დონეზე მეტყველების მანერა, სიარული და ასე შემდეგ, ისეთია, როგორიც რეალურად მე მაქვს. თუმცა, ჩემგან განსხვავებული, რაც ჯერჯერობით იკვეთება, არის ხასიათი – მე ასე არ ვიქცევი ადამიანებთან, ცოტა უფრო გახსნილი ვარ და არა ასეთი მორიდებული.

– უფრო კონკრეტულად, როგორია ილია?

– ილია ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორებიც სხვები არიან (იცინის), თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, თუმცა, ვიმეორებ – მე უფრო გახსნილი ტიპი ვარ, სანდროსავით მორიდებული და კეთილი არ ვარ.

– სანდროს ნატაშკასადმი სიმპათიები აქვს, მაყურებელს კი – მოლოდინი, რომ, შეიძლება, რაღაც ახალი ხაზი განვითარდეს მათი ურთიერთობის სახით.

– ურთიერთობის რაღაც შტრიხები იკვეთება და, ფაქტია, რომ რაღაც დონეზე მოსწონს ნატაშკა, მაგრამ, მერე რა მოხდება არ ვიცი.

– შენ როგორი გოგოები მოგწონს და, ზოგადად, მათი შეფასების რა კრიტერიუმები გაქვს? 

– არ მყავს დაყოფილი ქერათმიანი და ცისფერთვალება, ან, პირიქით – აზიური გარეგნობის კატეგორიებად. ეს არის აბსოლუტურად ხასიათზე და იმ ადამიანზე დამოკიდებული, ვინც უნდა მომეწონოს. ამის კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, ამიტომ, ვერ გეტყვი. გარეგნულად, ალბათ, ყველანაირი გოგო მომწონებია – ქერაც, შავგვრემანიც, მაღალიც და დაბალიც, მაგრამ, ზუსტად როგორი უნდა იყოს ჩემი ოცნების გოგო – ასეთი მზა ფორმულა არ მაქვს. ხასიათითაც სხვადასხვანაირი გოგოები მომწონს (იცინის). თუმცა, ერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ მომწონს შინაგანად საინტერესო ქალები – აქ არ ვგულისხმობ მარტო განათლებასა და წაკითხული წიგნების რაოდენობას, მთავარია, შინაგანად თავისუფალი იყოს, რაც უკვე საინტერესოა. 

– ნატაშკასნაირი გოგო თუ მოგეწონება?

– ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ალბათ, არ მომეწონებოდა (იცინის).

– ეს რას ნიშნავს?

– როგორც ილია, როცა პერსონაჟ ნატაშკას ცხოვრებასა და მდგომარეობას ვუყურებ, ალბათ, არ მომეწონებოდა – ცხოვრების ამ ეტაპზე ასეა, თუმცა, შეიძლება, მომავალ წელს მომეწონოს, არ ვიცი (იცინის).

– ნატაშკასნაირი გოგოს მოწონება ნიშნავს იმას, რომ ერთვები მის ცხოვრებაში, რომელიც ბევრი სირთულით არის სავსე. ზოგადად თუ შეგიძლია, ასეთი რთული ცხოვრების მქონე ადამიანთან ურთიერთობა, ანუ, თუ ხარ სიყვარულისთვის ბევრ დათმობაზე წამსვლელი და მებრძოლი ადამიანი?

– ალბათ, ვარ. ვერ გეტყვი, რომ ამის გამოცდილება მიმიღია და დიდი პრობლემების მქონე ქალთან გამიბამს ურთიერთობა, მაგრამ, ვარ ის ტიპი, რომელიც ძალიან მაგრად დაუდგება მხარში ადამიანს, რომელიც უყვარს.

– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ახლა შეყვარებული არ ვარ. ისე, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს.

– მოგიტანა სერიალმა პოპულარობა, როგორ დამოკიდებულებას გრძნობ ხალხის მხრიდან?

– ჩალაპარაკებებია ხოლმე – ეს სანდროაო. რომ გითხრა, უკვე სახალხოდ ცნობილი ვარ-მეთქი, – არა, მაგრამ, ვინც მცნობს, ყველას დადებითი და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. ყველაზე მეტად სასაცილო ის იყო, რომ, რამდენიმე სერიის შემდეგ „ფეისბუქზე“ ძალიან ბევრი მეგობრობის თხოვნა დამიგროვდა და მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა (იცინის).

– და, ალბათ, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას გოგონები შეადგენენ, არა?

– დიახ და, ქუჩაში ვინც შემხვედრია, საყვარლად გაბადრულები რომ მიყურებენ, ისინიც ძირითადად თინეიჯერი გოგონები არიან (იცინის).

– შენი გეგმების შესახებაც მითხარი.

– ჯერჯერობით სერიალში ვარ და, ასევე, ახლო მომავალში უნდა დავდგა ჩემი სპექტაკლი, რომელიც იქნება პირველი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მაინტერესებს, რა გამოვა.

скачать dle 11.3