კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარა ქართველმა სექსმუშაკმა სპერმა და აპირებს თუ არა ის მამაკაცის დაშანტაჟებას

თბილისის ერთ-ერთმა ელიტურმა სექსმუშაკმა ფულიან კლიენტს სპერმა მოჰპარა და ჩაინერგა. როცა ეს ისტორია გავიგე, გადავწყვიტე, გადამემოწმებინა, რამდენად რეალური შანსია მოპარული სპერმით შვილის გაჩენა. აღმოჩნდა, რომ ამის თეორიული შანსი მართლა არსებობს, თუმცა, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც კონსულტაცია გავიარე, მითხრეს, რომ მათ პრაქტიკაში მსგავსი ჩანერგვა არასდროს განუხორციელებიათ. საინტერესოა ამგვარი ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, სჩადის თუ არა დანაშაულს ქალი, რომელიც მამაკაცს სპერმას ჰპარავს; მაგრამ, თუ ნემსის ქურდი ქურდია, სპერმის ქურდი რატომ არ შეიძლება, ქურდი იყოს?! მამაკაცებს (განსაკუთრებით – ფულიანებსა და ჯიშიანებს) კი ვურჩევ „შემთხვევით” ქალებთან ნახმარი პრეზერვატივი ჯიბეში ჩაიდონ და თავად გადააგდონ ნაგვის ურნაში, თორემ, 9 თვეში, შეიძლება, უცნობმა შვილმა კარზე „მიუკაკუნოს.”

– სიმართლე გითხრათ, თქვენთან მოსვლამდე გადავამოწმე, მართლა შეიძლებოდა თუ არა შვილის ამგვარი გზით გაჩენა და, აღმოჩნდა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკული შედეგიც სახეზეა – თქვენი სახით. თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ დაფეხმძიმების ასეთი მეთოდის შესახებ, ან, საიდან გაგიჩნდათ აზრი, რომ ნახმარი პრეზერვატივი ამ მიზნით გამოგეყენებინათ?

– სადღაც წავიკითხე, რომ უცხოეთში ერთმა ქალმა ასე გააჩინა შვილი და მეც დავინტერესდი. ამის შემდეგ მივედი ერთ-ერთ ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრში, სადაც დეტალურად ამიხსნეს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

როგორც მითხრეს, სპერმას 24-საათიანი საინკუბაციო პერიოდი აქვს, ანუ, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი მისი გადაადგილება და გამოყენება.

– დიახ, მაგრამ, სპერმა გადაადგილებისას არ უნდა გაცივდეს, ანუ, აუცილებელია მისი გადატანა სხეულით მოხდეს.

– ეგ რას ნიშნავს?

– იმას, რომ აუცილებლად თბილად უნდა იყოს. მე, მაგალითად, სპერმით სავსე პრეზერვატივი მკერდში ჩავიდე და ისე მივიტანე სამედიცინო პუნქტამდე, რომელიც სტერილურად შეინახეს და გაყინეს.

– გამოდის, რომ მაშინვე არ მოხდა ჩანერგვა?

– არა. მანამდე გამოკვლევები და მკურნალობის კურსი ჩავიტარე, მოვემზადე და ამის შემდეგ გავიკეთე ჩანერგვა. საბედნიეროდ, პირველივე ცდაზე დავორსულდი და შემინარჩუნდა ნაყოფი. თავიდან მინდოდა, ტყუპები გამეჩინა, მაგრამ, მერე გადავიფიქრე.

– უთხარით, რომ დონორმა, ანუ, პოტენციურმა მამამ ამის შესახებ არაფერი იცოდა?

– რა თქმა უნდა, ამას ვერ ვეტყოდი, ამიტომ, ვთქვი, რომ ჩემი პარტნიორი ცნობილი ადამიანია, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ყველა იცნობს და ის არავითარ შემთხვევაში არ მოვა აქ, მაგრამ, ძალიან გვინდა, საერთო შვილი გვყავდეს-მეთქი.

– მართლა ცნობილი ადამიანია?

– დიახ. თანაც, საკმაოდ ცნობილი და შეძლებული, მაგრამ, ჯერ არ იცის, რომ შვილს მისგან ველოდები. 

– თქვენი ფეხმძიმობის ამბავს როგორ შეხვდა?

– ჩვენ არ ვართ საყვარლები, უბრალოდ, ასე ვთქვათ, ჩემი ერთ-ერთი კლიენტია, რომელიც ხშირად მოდიოდა ჩემთან და, სხვათა შორის, დღემდე მეხმარება ფინანსურად.

– მისმა ფინანსურმა მდგომარეობამ ხომ არ განაპირობა თქვენი ასეთი საქციელი?

– სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ასე მოვქცეულიყავი. ამ მიზეზის გარდა, კარგი ოჯახის შვილია, თანაც, გარეგნობით ისეთია, მისნაირები უნდა გამრავლდნენ, მართლა საჯიშე ტიპია და, მესამე ფაქტორი იყო მისი ფინანსური მდგომარეობა.

– ანუ, შვილი უზრუნველი სიბერისთვის?

– რატომაც არა? ახალგაზრდობაში ასეთ რაღაცეებზე არ ვფიქრობდი, მთლიანად საკუთარ სიამოვნებაზე ვიყავი გადართული, ყოველთვის კარგი პარტნიორები მყავდნენ, მაგრამ, სანამ ფასი არ დავიდე, მანამდე ვერ დამაფასეს. იყო დრო, როცა უაზრო ერთგულებაზე ვიყავი ჩაციკლული და მუდმივ ურთიერთობას ვეძებდი. სწორედ ამ ძებნა-ძებნაში ავირტყი ბოზის იარლიყი და, რაღა დამრჩენოდა, თუ არა ფასის დადება იმაზე, რასაც მანამდე სიყვარულსა და გრძნობებს ვეძახდი?!

– ეს გულგატეხილი და გაბოროტებული ქალის პოზიციაა?

– გულგატეხილის – შეიძლება, მაგრამ გაბოროტება არაფერ შუაშია, პირიქით, კეთილი გავხდი. თუ ადრე ვტანჯავდი კაცს და მანამდე არ ვნებდებოდი, სანამ კარგ საჩუქრებს არ გამიკეთებდა და არ დავრწმუნდებოდი, რომ მისთვის ძვირფასი ვიყავი, ახლა უკვე ყველას ვაძლევ შესაძლებლობას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, წვალების გარეშე დატკბნენ ჩემით.

– გამოდის რომ, მომავალში შვილს იარაღად გამოიყენებთ?

– ცუდად ჟღერს, მაგრამ, ასეც შეიძლება ითქვას, თუმცა, უფრო ვიტყოდი, რომ სასიამოვნოს სასარგებლო შევუთავსე. ორმოც წელს როცა გადავცდი, მაშინ მივხვდი, რომ შვილი აუცილებელია, სულ რომ ხეირი ვერ ვნახო იმ კაცისგან, არც ეგ არის პრობლემა, სამაგიეროდ, მეყოლება შვილი, რომლზეც ვიზრუნებ, მოვუვლი და ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცემა. ახლა სულ სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას, რაც, ალბათ, ასაკის ბრალიც არის და დედობის შეგრძნებისაც.

– გინდათ, თქვათ, რომ ორმოცი წელი უაზროდ იცხოვრეთ?

– რატომ ასეთი მწარე შეფასება?! მე არ მიმაჩნია, რომ აქამდე უაზროდ ვიცხოვრე. მომწონდა, როგორც ვცხოვრობდი, არაფერს ვნანობ და არ მგონია, რომ ორმოცი წელი წყალში გადავყარე. პირიქით, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღე და ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მსიამოვნებდა. გართობასა და დროსტარებაზე უარს არც დღეს ვამბობ, უბრალოდ, ადამიანებს გვაქვს ცხოვრების ეტაპები, რომლებსაც ყველა ჩვენებურად გავდივართ. ეს ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში და უზომოდ ბედნიერი ვარ.

– რომ გათხოვილიყავით და შვილი ისე გაგეჩინათ, არ გიფიქრიათ?

– მაშინ, როცა ამაზე ვოცნებობდი, ჩემში ყველა სექსუალურ პარტნიორს ხედავდა. როცა მეგონა, სერიოზული ურთიერთობა მქონდა ადამიანთან და ეს ის იყო, ვისთან ერთადაც ვისურვებდი ცხოვრებას, ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მას მხოლოდ გასართობად ვუნდოდი, ცოლად კი სხვები მოჰყავდათ. რამდენიმე ასეთი იმედგაცრუების შემდეგ ტვინში ეს „ფუნქცია” გამეთიშა და, როცა ბედმა კარზე მომიკაკუნა, კარი აღარ გავუღე.

– როგორ მიხვდით, რომ ის თქვენი ბედი იყო?

– წლების შემდეგ, მან იგივე მითხრა, რასაც მაშინ, უცოლობის პერიოდში მეუბნებოდა და მერეც მზად იყო, ცოლად მოვეყვანე, მაგრამ, უკვე გვიანი იყო. მე აღარც „ის თამრო” ვიყავი და აღარც სურვილი მქონდა, ჩემ გამო ვინმეს ოჯახი დანგრეოდა; თან, მარტოობას შევეჩვიე და დღეს უკვე საერთოდ აღარ მაქვს გათხოვების სურვილი. აწი მომვლელს თუ გავიჩენ, თორემ, ქმარს ნამდვილად ვეღარ ავიტან სახლში.

– როდის აპირებთ, ბავშვის მამას გაუმხილოთ საიდუმლო?

– სანამ ბავშვი ერთი წლის არ გახდება, არაფრის თქმას არ ვაპირებ, რადგან, ვიცი, რომ  ის აუცილებლად გაბრაზდება – დაიწყება გაწევ-გამოწევა, მომთხოვს „დეენემის“ ანალიზის გაკეთებას... ამიტომ, მანამდე მეც მშვიდად მინდა ვიყო და ჩემი შვილიც.

скачать dle 11.3