კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ლოცულობდა რუსი მღვდელი მისთვის უცნობი ქართველი მომღერლის დედობაზე და რა სასწაულის მომსწრე გახდა ნუცა შანშიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, კომპოზიტორის, მსახიობისა და მხატვრისთვის, ნუცა შანშიაშვილისთვის, გასული წელი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ემოციებით სავსე აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, ბოლო სამი წელიწადია, მის ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია და ამისთვის ღმერთის მადლიერია. მან, ახლახან დაასრულა რუსი მღვდლის ლექსებზე მუსიკის შექმნა და დისკის გამოსაცემად ემზადება. როგორ ემზადება ახალი წლის შესახვედრად, რის გამო იჭახუნებდა მუცელზე შამპანურის ჭიქას და რას ელის ის მომავლისგან, ამაზე თავად გვესაუბრება.

– ნუცა, როგორც გავიგეთ, მოსკოვიდან გქონდა საკმაოდ საპასუხისმგებლო შეთავაზება, რაზეც სიამოვნებით დათანხმდი. ახლა კი პრეზენტაციისთვის ემზადები. იქნებ, გვითხრა, კონკრეტულად ვისგან იყო ეს შემოთავაზება და რას უკავშირდება?

– დიახ, მოსკოვიდან შემიკვეთეს ახალი სიდის ჩაწერა. რუსი მღვდლის მიერ დაწერილ ლექსებზე უნდა დამეწერა სიმღერები. როგორც მითხრეს, ის მღვდელი, მსახიობ ნიკიტა მიხალკოვის ნათესავია, უნიჭიერესი პოეტი და სხვა, მეტი მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემმა რუსმა მეგობარმა უამბო ჩემ შესახებ, ისიც დაინტერესდა და შემომთავაზა ეს პროექტი. დამიჯერეთ, თავიდან, ცოტა დავიბენი, რადგან მეგონა, რადგან მღვდელი იყო, მხოლოდ რელიგიურ თემებზე ექნებოდა ლექსები დაწერილი. მაგრამ, შევცდი. რომ წავიკითხე, მასში იმხელა სიყვარული და სინათლე დავინახე, მივხვდი, კარგი სიმღერები გამოვიდოდა. დავიწყე მასზე მუშაობა. ისე სწრაფად დავწერე მუსიკა, თითქოს უფალმა გამიხსნა ტვინი და ჩამილაგა მასში ასი ლექსის, ასი მელოდია. ერთ კვირაში დავწერე ეს ყველაფერი, საწაული იყო. მერე გამოირკვა, რომ ეს მღვდელი თურმე ჩემზე ლოცულობდა, მაგრამ არ მიცნობდა.

– ეს როგორ, გავიგოთ?! თუ არ გიცნობდა, შენზე რატომ ლოცულობდა?

– სანამ ორსულად დავრჩებოდი ნიკალაზე, მანამდე ულოცია ჩემს დედობაზე. ნიუ-იორკში მყავს ჩემი მამაო და მან მითხრა: ისრაელში და რუსეთში მყავს ნაცნობი მღვდლები, დავურეკე, ჩამოვიდნენ და ერთად ვლოცულობთ, რომ დედა გახდე და აუცილებლად მოხდება სასწაულიო. მოკლედ, მე მაშინ მადლობა გადავუხადე, მაგრამ არც კი მიკითხავს, ვინ იყვნენ ის მღვდლები. გაირკვა, რომ ვის ლექსებზეც დავწერე სიმღერები, თურმე ის რუსი მღვდელი ლოცულობდა ჩემზე – უცნობი ადამიანის ბედნიერებაზე. სასწაული არ არის? თავადაც რომ გაიგო, გაოცდა. მითხრა, ერთი წლის წინ, ნინო შანშიაშვილზე ვლოცულობდი და რას წარმოვიდგენდი თუ შენ იყავიო. ნინო ჩემი ეკლესიური სახელია. სხვათა შორის, თავიდან მის ლექსებზე, რომანსები დავწერე. მაგრამ, რომ მოვასმენინე ჩემს პროდიუსერს, შემიკრიბა მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთა ჯგუფი და მათი დახმარებით, ეს მუსიკა გადავაკეთეთ ჯაზურ მუსიკას შეზავებულ რომანსულ სტილში. გამოვიდა, აბსოლუტურად სხვა მიმდინარეობა და სტილი მუსიკაში. ვინც ეს პროექტი მოისმინა, გაოცდა. ახლა დისკის მასშტაბური პრეზენტაციისთვის ვემზადებით, რომელიც სავარაუდოდ, ბევრ ქვეყანაში გაიმართება, რადგან დაინტერესება დიდია. 

– რა დაარქვით დისკს და სად იქნება მისი პრეზენტაცია?

– „ნაზი სიტყვების მუსიკა” – ვფიქრობ, ასე დავარქვა დისკს. თუმცა, ეს ბოლო ვარიანტი არ არის. სულ მიწერ-მოწერაში ვარ, რომ შევათანხმო სიახლეები. ვხუმრობ ხოლმე, მგონი, სულ გადავირიე – ერთ ღამეში 6 საათი მოსკოვში ვარ, 6 საათი ამერიკაში და ამ ორ ქვეყანას შორის გავიჭედე-მეთქი (იცინის). სავარაუდოდ, პრეზენტაცია ამერიკასა და რუსეთში იქნება და შემდეგ სხვა ქვეყნებში. ასე რომ, რუსი მღვდლის, არტემ ვლადიმიროვის ქართველი კომპოზიტორი გავხდი. ეს პირველი პრეცენდენტია. სხვათა შორის, შეყვარებულია საქართველოზე. ისეთ ლექსებს უძღვნის ჩვენს ქვეყანასა და შოთა რუსთაველს, რომ ძალიან გულის ამაჩუყებელია. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ეს მე შევიგრძენი ამერიკაში. მე დამევალა ამ მისიის რეალიზება და ქართველმა მომღერალმა, რუსი მღვდლის ჩანაფიქრი ავაჟღერე. ვფიქრობ, რომ სწორედ 2014 წელს ჩაიწერა ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი სიდი ჩემს ცხოვრებაში. ამ იდეაზე ათწლეულებია, ვოცნებობ და ამიხდა.

– გამოდის, რომ 2014 წელი, შენს ცხოვრებაში გარდამტეხი, პოზიტიური სიახლეებით იყო სავსე და დიდი ხნის ოცნებები აგიხდა?

– ასეა. სხვათა შორის, ეს ახალი სიდი ჩემი სულიერების გამომხატველია. თანაც მე ვარ სიმღერების კომპოზიტორიც და შემსრულებელიც. 2014 წელს, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია. რეალურად, ოცნებები ამიხდა. ისე, რომ ვაკვირდები, ბოლო წლებია, საკმაოდ დასამახსოვრებელი ფაქტები ხდება ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად: 2011 წელს ბროდვეის კონცერტი, 2012 წელს ახალი სიმღერების პრემიერა, 2013 წელს ნიკალას დაბადება, 2014 წელს ახალი სიდის ჩაწერა და გამოშვება. თან, ვაცნობიერებ, რომ უფრო წინ მივიწევ და ამისთვისაც უფლის მადლიერი ვარ.

– გამეღიმა პატარა ნიკალაც ხელოვნების მიღწევებს რომ მიათვალე. მისი დაბადება, ალბათ, უფრო მეტი სტიმულია შენთვის, მეტი იშრომო და ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიო? 

– რასაკვირველია, ნიკალა ჩემი ცხოვრების აზრი და ღმერთის დიდი საჩუქარია. მაგრამ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემი შვილია, და პატარა ძმა მგონია (იცინის). დედაო, რომ დაიძახებს, მაშინ ვხვდები, მისი დედა რომ ვარ, თორემ რომ დარბის, ასე მგონია ჩემი პატარა ძამიკოა (იცინის). ისე მიყვარს, სიცოცხლეს მივცემ ჩემს შვილს რომ დასჭირდეს. სამი მეტრის სიმაღლის, ბარდღალა და ლამაზი ნაძვის ხე დავუდგით სახლში და დარბის მის გარშემო. მითხრეს, წელს მწვანე და ცისფერი დომინირებსო და მწვანე ნაძვის ხეც ამ ფერის ბურთებითა და ნათურებით მოვრთე. ბევრი ვიფიქრე საჩუქრებზე – დიდებისთვის კი შევარჩიე ადვილად, მაგრამ ნიკალასთვის გამიჭირდა. ვერ გადავწყვიტე, რა მეყიდა და ბოლოს სათამაშო ვუყიდე, ყუთი დიდი ფერადი ლენტებით გავუფორმე და ნაძვის ხის ქვეშ დავუდე. სხვათა შორის, ახალ წელს ყოველთვის აქტიური განწყობა მაქვს და მიყვარს მზადება, საჩუქრების შერჩევა, ნაძვის ხის მორთვა, სუფრის გაწყობა. რაც შეეხება სუფრას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ვცხოვრობთ, ყოველთვის ქართული კერძებით ვხვდებით ახალ წელს. ჩურჩხელა, გოზინაყი და საცივი თუ არ იდო სადღესასწაულო მაგიდაზე, ისე როგორ იქნება? ქართული სამზარეულო აღმოვაჩინე და იქ ვყიდულობ ყოველთვის მზა, ტრადიციულ კერძებს. არ დამავიწყდება ის ახლი წელი, როცა ნიკალასთან ერთად, პირველად შევხვდით. ანუ, როცა ორსულად ვიყავი, მე და ჩემმა ქმარმა, რომანტიკული და განუმეორებელი ახალი წელი მოვიწყვეთ. დალევა არ შეიძლებოდა და შამპანურის ჭიქას გაბერილ მუცელზე „ვიჭახუნებდი” – ნიკალა, საყვარელო, ჩემო სიხარულო, გილოცავ ახალ წელს-მეთქი (იცინის). შარშან კი უკვე ჩვენთან იყო და ზეიმობდა. წელს აცნობიერებს ახალ წელს და ისიც ელის ჩვენთან ერთად ოცნებების ახდენას. მინდა, 2015 წელი მაქსიმალურად გამოვიყენო – ვიშრომო, უფრო მეტი შევქმნა და იყოს მშვიდობა მსოფლიოში. წელს პირველად მიწევს, რომ ახალ წელს სახლში ვხვდები, ოჯახის წევრებთან ერთად. არ მეჩქარება კონცერტზე და ეს უკვე ბედნიერებაა. თბილისში რომ ვცხოვრობდი, ყოველთვის მე ვიყავი ყველას მეკვლე, რადგან კარგი ფეხი მაქვს. აქაც, რამდენიმე მეგობარი მეხვეწება, შენ მოდი მეკვლედო და მათ ხომ არ ვაწყენინებ? (იცინის) თუ ჩემი ფეხი ადამიანებს ბედნიერებას და სიკეთეს მოუტანს, იქ მეკვლედ მისვლას არავის დავზარდები. მინდა, ყველას კარგი ხასიათი დაებედოს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი, შენი თავით კმაყოფილი ხარ, ჩათვალე, რომ ბედნიერი ხარ. ამიტომ, ყველას ამას ვუსურვებ.

скачать dle 11.3