კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჩომახაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩომახი.

ამავე ძირისაა გვარები: ჩომახიძე, ჩომახია, ჩომახიშვილი.

„ღოუბნელი ნინია ჩომახაშვილი 1818 წელს ნათლავს შიოს ვაჟს. მიმრქმელია პეტრე გოგოლაშვილი”.

ჩომახაშვილები ქვემო ქართლში მემამულე აზნაურები იყვნენ და ორბელიანთა შტო-გვარად მიიჩნევიან.

საქართველოში 455 ჩომახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, გურჯაანში – 111, თეთრი წყაროში – 105. არიან სხვაგანაც.

69 ჩომახიშვილი. 

შაყულაშვილი

გვარი შაყულაშვილი ენათესავება გვარ შახულაშვილს. როგორც შაყულაშვილის, ასევე, შახულაშვილის ადრინდელი გვარი იყო ჭილიმუზაშვილი.

გვარი შაყულაშვილი გვხვდება ონისა და ბორჯომის რაიონების ტერიტორიებზე, არიან სხვაგანაც. საკუთარი სახელი შაყულა კი მომდინარეობს სპარსულიდან – შაჰყული, რაც შაჰის მონას ნიშნავს.

შაყულაშვილები იყვნენ ქვემო ქართლის მემამულეები; ასევე, ვანში იყვნენ უყმო აზნაურები.

საქართველოში 984 შაყულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 396, ბორჯომში – 300, გორში – 153. არიან სხვაგანაც.

ყალანდრიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყალანდარი. სავარაუდოდ, სახელი ნაწარმოები უნდა იყოს სიტყვიდან ყალანი, რაც გადასახადს, ბეგარას ნიშნავს.

1666 წელს ყმის წყალობის წიგნში მოიხსენიება ყალანდარ თუმანიშვილი, რომელიც გიორგი ბატონიშვილს მანუჩარ თუმანიშვილისთვის უბოძებია.

1721 წელს ენაგეთში მოიხსენიება ვინმე ყალანდარიშვილი.

საქართველოში 37 ყალანდარიშვილი ცხოვრობს: თელავში – 22, თბილისში – 12, ახმეტაში – 3.

ხოჯაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხოჯა. ის სპარსული წარმოშობისაა და ქართულად საპატიო წოდების აღმნიშვნელია.

ამავე ძირისაა გვარები: ხოჯავანიშვილი, ხოჯივანიშვილი, ხოჯევანიშვილი, ხოჯვანიშვილი და ხოჯავა.

ისტორიული გადმოცემის მიხედვით, ხოჯივანიშვილის საგვარეულოს წინაპარი, სახელად იოანე, მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს იოანეს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.

ავთანდილ და სულხან ხოჯაშვილები, ისტორიული საბუთების მიხედვით, მებატონეები იყვნენ და ჰყავდათ ყმები.

1721 წელს მაწევანში მოიხსენიება უყმო აზნაური ხოჯაშვილი.

საქართველოში 110 ხოჯაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, თიანეთში – 18, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.

საღრიშვილი-საღირაშვილი 

საღრიშვილი საღირაშვილის ადრინდელი გვარი იყო – ასე იყვნენ ჩაწერილი 1873 წლის აღწერამდე. 

საღირა მამაკაცის საკუთარი სახელი იყო საუკუნეების წინ. საღირ კოლონკელისძე მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“. საღირა საღირაშვილი მოიხსენიება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ვაშლოვანში. 

საღირი ნასესხები სიტყვაა, შემდგომში გაქართულებული. გვარი საღრიშვილი (საღირაშვილი) ქართულად რომ ვთარგმნოთ, გვექნება ყრუაშვილი, თუმცა, ეს გვარიც არსებობს. 

ფუძით საღირა გაწყობილია გვარები: საღარაია, საღარაძე, საღირაშვილი, საღირიშვილი, საღირაძე, საღირიძე, საღრიშვილი. 

საქართველოში 170 საღრიშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 70, ვანში – 44, თბილისში – 29. არიან სხვაგანაც. 

656 საღირაშვილი: თბილისში – 278, გორში – 72, დუშეთში – 68. არიან სხვაგანაც.

კორძაძე-კორძაია

1840-იან წლებში კორძაძეებს უცხოვრიათ იმერეთში, კერძოდ, სოფლებში: ბზვანი, გუბი, ვანი, ტობანიერი, ყუმური, შუამთა.

სულხან-საბას უწერია: „კორძა(ი) – იღლიათა და საზარდულთა ჯირკუალი.”

ამავე ფუძისაა გვარი კორძაია. კორძაიები ერთ დროს თავადები იყვნენ. იოანე ბაგრატიონი კორძაიებს ოდიშის თავადთა შორის მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ისინი არიან გვარად კურტნისძეები – „ქართლიდან მოსულნი და ამათნი რომელნიმე თავადნი არიან და რომელნიმე აზნაურნი (ახლა მათში თავადნი არ არიან).”

„კორძაია სეხნია, სანავარდოში მცხოვრები, მას თავის სახლიკაცებთან: მამუკა, აზნაგებ, თანდარუხ კორძაიებთან ერთად უნდა მიერთმია მთავარეპისკოპოს სვიმონ ჩიჯავაძისთვის თითო ზუთხი, როცა იგი სანავარდოში ჩაბრძანდებოდა” (მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანების მინაწერი).

1750-1780 წლებშია შედგენილი სათავდებო წიგნი, რომელსაც ზალიკა კორძაია აძლევს ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმეს (მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევარი).

კორძ ფუძე უფრო ადრე გვხვდება სვანურ გვარში – კორძიანი. „არღუნ კორძიანს ჰყავს ძმა კიმშონ (მოკლული), ძმისწული დუდილა. სეტის ხევს და მის „შესავალ” ფაჩიანს მოახსენა „გარდაწყვეტილების” დაწერილი თავისი ძმის, კიმშონის სისხლის დაურვების შესახებ” (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნა).

გადმოცემით, იფარსა და წვირმში მცხოვრებ კორძაიათა ერთი შტო სამეგრელოდან მიგრირებულთა შთამომავალია, ხოლო მეორე შტო წარმოშობით გვარად კვერზიანები არიან. ძველად კორძაიები ჭილაძეების აზნაურები იყვნენ.

ჯერ კიდევ დასადგენია კორძაია-კორძაძეთა ნათესაობა.

საქართველოში 1 613 კორძაძე ცხოვრობს: ვანში – 646, თბილისში – 269, ქუთაისში – 240.

1 131 კორძაია: თბილისში – 288, ხელვაჩაურში – 158, მესტიაში – 125. არიან სხვაგანაც.

ნინუა-ნინუაშვილი

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი ნინო. ნინო ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელია საქართველოში და უძველესი დროიდან დღემდე გვხვდება. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, ქრისტიანობის გამავრცელებელს მეოთხე საუკუნეში. სიტყვის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუკა, ნინუცა, ნუცა. მისგანაა ნაწარმოები გვარები – ნინოშვილი, ნინუა.

ასევე, იყო გვარი ნინუაშვილი. „ნინუაშვილი შიო, ნულში მდებარე მისი მამული მოხსენიებულია ზემო ქართლის საკომლეების ნუსხაში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს).

საქართველოში 1 681 ნინუა ცხოვრობს: თბილისში – 442, სამტრედიაში – 402, სენაკში –  291. არიან სხვაგანაც.

ჩოკოშვილი 

აზნაური ჩაკაშვილების წინაპრები კახეთიდან გადმოსულები არიან თეიმურაზ მეფის დროს, 1629 წელს და „საციციანოს გერდის წინ მოსახლენი ძველად ჩოკაშვილთაგანნი მდაბალნი აზნაურნი და ცნობილნი დროსა ვახტანგ მეფისასა, რომელთაცა ჩოკას მაგიერ გაუგვარდათ ჩოკაშვილობა და არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა“. 

ისტორიულ წყაროებში, ასევე, თავადის ციციშვილის აზნაურად გვხვდება ჩაკაშვილი. 

„თავად ჯანდიერისშვილს, მეფემან მისცა ჯილდოდ თავადობა გვარად ჯანდიერობისა წელსა ქრისტეს აქეთ 1628-სა და სახასოთაგან კახეთსა შინა მამული და ყმა და არიან აწ მცხოვრებნი კალაურსა შინა. ხოლო ახმეტას მცხოვრებნი იწოდებიან ჩოკაშვილებად ამავე ჯანდიერთა გვარისა და არიან აზნაურნი“. 

საქართვლეოში 452 ჩოკოშვილი ცხოვრობს. საგარეჯოში – 240, თბილისში – 106, გურჯაანში – 71, არიან სხვაგანაც. 

საყევარიშვილი 

საყევარიშვილი გვხვდება ფორმით – საყევარაშვილი, საყევარიშვილი. 

საყევარი (საყევრისა) გუთნის თავის, ხარების წინ უღლის მისაბმელი პანი, ჯაჭვი ან ძელია. სავარაუდოდ, ეს დასდებია გვარს საფუძვლად. 

1823 წელს ამ გვარს დოკუმენტებში ვხვდებით სოფელ კუმისში, დღევანდელ გარდაბნის რაიონში და ერტისში, დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში. 

„ოთარი ნინიას ძე საყევარაშვილი, მეუღლე მარიამი, ძმები ვანო, იოსები, პეპანა, არაქელა, გიორგი, სიმონი, დავითი, ასლანი და ტასო. დედა თალალა, მოიხსენიება, 1823 წელს, აღწერით ერტისში“. 

საქართველოში 28 საყევარიშვილი ცხოვრობს. გარდაბანში – 17, თბილისში – 7, ბოლნისში – 4. 

68 – საყევრიშვილი: თბილისში – 38, გარდაბანში – 29, მცხეთაში – 1. 

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3