კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „გაათხოვა” ნიუ-იორკში სოფი სააკაშვილი და რატომ გახდა ის ცოტა ხნით გაპრანჭული ვამპირი

ნიჭიერი მომღერალი და ძალიან პოზიტიური, ენერგიული, ხალისიანი სოფი სააკაშვილი მსმენელმა „X ფაქტორიდან” გაიცნო. ამ შოუმ სოფის ბევრი იმედგაცრუებაც მოუტანა და ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა თუ შეფასებაც. სოფი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნოუ-იორკში იმყოფებოდა, სადაც ცხოვრებასა და სწავლის გაგრძელებას გეგმავს. 

სოფი სააკაშვილი: ამერიკაში მანამდეც ვიყავი, ამიტომ ახლა დიდი ფურორი არ მოუხდენია. ხალხი მწერდა: ჩვენც წაგვიყვანეო. აქედან ისე ჩანს: ამერიკაა, ნიუ-იორკია, მაგრამ აეროპორტიდან რომ გამოხვალ, ჯეიზი არ დაგხვდება იქვე და თავის ლეიბლში არ წაგიყვანს, არც თავზე დაგცვივდება მილიონები, როგორც აქ ჰგონიათ ხოლმე. შენ რა გენაღვლება, რა გედარდება – იყო ასეთი კომენტარები. თითქოს ამერიკაში რომ ჩახვალ, მაშინვე ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლებლობების ქვეყანა არის, მაგრამ თუ არაფერს გააკეთებ, არც არაფერი მოხდება. ძალიან ბევრი ქართველია და მათ არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, ბევრი სირთულის გადატანა უწევთ. იმდენს მუშაობენ - ქართული საზოგადოება ასე მარტივად ნუ უყურებს ამ ამბავს. იქ უფრო მეტს შრომობენ, უბრალოდ, ეს შრომა უფრო მეტად ფასდება. ასე რომ, მეც რაღაცეები მენაღვლება, მედარდება, ასეთი უდარდელიც არ ვარ. ვცდილობ, მხიარული ვიყო, მაგრამ მეც მაქვს მომენტები როცა რაღაცეები მედარდება. 

– რა გაარკვიე სწავლასთან დაკავშირებით? 

– შავი ზღვის უნივერსიტეტში ვსწავლობ. „X ფაქტორის” გამო ცოტა პრობლემები შემექმნა, ბევრი გაცდენა მქონდა, განცხადება დამაწერინეს. თუმცა, მერე ამერიკიდან გავიგე, რომ ჩემი განცხადება არც წაუკითხავთ. ახლა ჩამოვედი, რომ გავარკვიო ეს ამბავი, რადგან საბუთების გადატანა მიწევს, ტრანსფერი უნდა გავაკეთო. ვიმედოვნებ, შავი ზღვის უნივერსიტეტი პრობლემებს არ შემიქმნის... რაც შეეხება სწავლას, სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა სწავლა. კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირია, ჯერჯერობით ამის საშუალება არ მაქვს. ამ უნივერსიტეტს ნიუ-იორკის მასშტაბით სხვადასხვა ფილიალი აქვს და ერთ-ერთში ვისწავლი. ძალიან კარგი და ძლიერი უნივერსიტეტია. მუსიკალურ პერფორმანსზე გადამაქვს საბუთები, ანუ პირველი კურსიდან ვიწყებ. საქართველოში შეიძლება, სწავლისთვის ბებერი ვარ, მაგრამ იქ 20 წელი არაფერია. პირველად რომ ჩავედი, 18 წლის ვიყავი და როცა ვთქვი: სკოლა დავამთავრე, ახლა უნივერსიტეტში ვსწავლობ-მეთქი, გაუკვირდათ – რა გეჩქარებოდაო. ახლა თუ მოვაგვარებ ყველაფერს, სექტემბრისთვის, ალბათ, ნიუ-იორკში გავაგრძელებ სწავლას.

– ახალ ცხოვრებას დაიწყებ, ბევრ რამეს ისწავლი და გამოცდილებას მიიღებ. 

– კი და მიხარია. 5-წლიანი პროგრამაა. ყოველი წლის ბოლოს სულ თეატრალური დადგმებია, კონცერტები, ბილეთები იყიდება, ხალხი მოდის. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნება. ახლა ერთადერთი, ჩემები მენატრებოდნენ და სულ ვეწუწუნებოდი დედას: აქ ძალიან ცივა-მეთქი. ერთ დღესაც მითხრა: ჩამოდი თბილისში, აქ ასე ძალიან არ ცივა, თან შენთვის რაღაც სიურპრიზი მაქვსო. ამით ჩამომიტყუა, თორემ დიდი ხანი არ ჩამოვიდოდი. მოკლედ, თბილისში რომ ჩამოვედი და დავიწყე ჩემოდნების ამოლაგება, მითხრა: არ ამოალაგო, მალე ისევ ჩაალაგებო. სითბოში მივდივართ, დუბაიშიო. ისე გამიხარდა, არც კი გამიხსნია ჩემოდანი, წავედით დუბაიში მე, დედა და დედაჩემის მეუღლე. პირველად ვიყავი დუბაიში და მეგობრებმა რომ მკითხეს: როგორი იყოო, ერთი სიტყვით ასე ვუთხარი: ნიუ-იორკსაც აჯობა-მეთქი. შოკში ჩავვარდი, ისეთი ლამაზია, ისეთი მაღალი დონის ცხოვრებაა. თან, ასე მცირე დროში მოახერხეს ყველაფერი, სასწაულია. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. 

– ნიუ-იორკში, ალბათ, ბებო შენზე განსაკუთრებულად ზრუნავს.

– ძალიან მივლის, მე კი ნერვებს ვუშლი. მეუბნება ხოლმე: ნერვებს კი მიშლი, მაგრამ მაინც გიტანო. ჩემი გასაღები მაქვს სახლის და როცა სადმე მივდივარ, კინოში ან კლუბში, აღარ ვაწუხებ ბებოს. თან 24-საათიანი კინოა და ეს ძალიან მომეწონა. ღამე თუ არ მეძინებოდა, მივდიოდი. ქართველი მეგობრებიც მყავს და უცხოელებიც. ისეთ დროს ჩავედი, მალე ყველამ მუშაობა დაიწყო და როცა მუშაობენ, შენთვის აღარავის სცალია. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ჩემით ვირთობდი თავს: ხან სად დავდიოდი, ხან სად. კლუბური ცხოვრება დიდად არ მიყვარს, უფრო მეტად ფართებზე დავდიოდი. მანჰეტენზე მილიონერები ყველაფერს აღნიშნავენ: კარგ ამინდს, ზამთარი მოვიდა, მზე ამოვიდა – მოკლედ, ყველაფერი უხარიათ. რამდენჯერმე ვიყავი ასეთ ფართიზე. ჰელოუინზეც ვიყავი. ამ დღეს ბავშვებს სხვადასხვა კოსტუმს აცმევენ, ისინიც დადიან და კანფეტებს ითხოვენ. ეს ხომ ბოროტი სულების დღესასწაულია და კანფეტებს, სიტკბოს აძლევენ: მშვიდად, ტკბილად იყავითო. მე ვამპირი ვიყავი, ოღონდ ლამაზი, გაპრანჭული ვამპირი.

– სადმე ხომ არ იმღერე, თუნდაც წვეულებაზე?

– ამ პერიოდში არც მიმღერია. იმდენად დასტრესილი წავედი აქედან, რომ სურვილიც არ მქონია, ვისვენებდი. სცენაზე რომ ვიდექი, ძლიერი ვიყავი, ძლიერად ვიდექი, მაგრამ ბევრი რამ გადავიტანე. ხალხისგან ვიღებდი ისეთ კრიტიკას, რაც არ დამიმსახურებია. ის, რომ ადამიანი გვარის გამო იათვალწუნო – ეს ჩემთვის გაუნათლებლობას ნიშნავს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემს მიმართ დაუმსახურებელი იყო. დედა განსაკუთრებულად ნერვიულობდა, მთელი ჩემი ოჯახი განიცდიდა. რაც მთავარია, ვერ ვხვდებოდი, რატომ. გამარჯვებას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ფინალში მინდოდა მოხვედრა და მოვხვდი. უბრალოდ, ის მომენტი, რომ ადამიანები ვერ გიტანენ, საშინელ კომენტარებს გიწერენ და ვერ ხვდები, რატომ. მე მაგათი ახლობელი არ მომიკლავს, ცუდი არაფერი გამიკეთებია, ვიდექი და ვუმღეროდი. მიხარია, რომ სწორედ ამ პერიოდში წავედი ამერიკაში, იქაური გარემო დამეხმარა ბევრ რამეში. აქ რომ დავრჩენილიყავი, შეიძლება, უფრო მეტად დავსტრესილიყავი. აქ, სამწუხაროდ, თუ რამე გიჭირს, გიჟდებიან შენზე. მაგრამ, თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ნორმალურად ცხოვრობ – არ მოსწონხარ. 

– ემზადები უკვე ახალი წლისთვის? 

– ახალი წელი ადრე მიყვარდა, ახლაც მიყვარს, უბრალოდ, სულ უცნაური რაღაცეები ხდება ამ დღეს. რომ არ მოელი – ისეთები და ვერ ვიტყვი, რომ ეს მახარებს. ამიტომ, ვამბობ: არ მინდა, ეს ახალი წელი-მეთქი. პატარა ვიყავი, როცა ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა: თოვლის ბაბუა არ არსებობსო და ძალიან მეწყინა, ბევრი ვიტირე. ახლა ჩემი თოვლის ბაბუა ჩემი ოჯახის წევრები არიან – ფულს მაძლევენ, სურვილებს აღარ ვწერ. ძვირადღირებული სურვილები მაქვს ხოლმე და თან, ვიბუტები, თუ არ ამისრულებენ. თუმცა, ახლა აღარ მინდა ტელეფონი და ასეთი რაღაცეები, უფრო მოგზაურობა მიყვარს და მირჩევნია ფული მოგზაურობაში დავხარჯო. 

– თაყვანისმცემლების საქმე როგორ არის? 

– „ფეისბუქზე” „რილეიშენშიპი” გავაკეთე და ამას მოჰყვა სასწაული: გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ, მეგონა, გავთხოვდი. მეგობარი მირეკავდა: ეს რა გააკეთეო. საჭირო იყო და იმიტომ გავაკეთე-მეთქი. თურმე ბებიაჩემს ნათესაობა ურეკავდა: სოფი გაბენდიერდაო. ბებია დაშოკილი იყო.  დაქალი ურეკავდა: ვაიმე, სოფიმ „რილეიშენშიპი” გააკეთაო. ბებიაჩემი ვერ ხდებოდა, რას ნიშნავდა და მოკლედ, ნერვიულობდა. მერე მოვხსენი, რადგან ერთი ამბავი ატყდა. ხვალ, ალბათ, ბავშვს გამაჩენინებდნენ. რადგან „რიელიშენშიპი” გავაკეთე, ესე იგი, ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ეს არც დანიშვნას ნიშნავს და არც გათხოვებას. 

скачать dle 11.3