კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი შეგრძნება დაკარგა ავთანდილმა დიდი ხნის წინ და ვის უთმობენ ის და მისი მინისტრის მოადგილე მეუღლე მთელ თავისუფალ და არათავისუფალ დროს

„ავთანდილის“ სამოსი, განსაკუთრებით კი მისი მეორე ხაზი, ქართველი მომხმარებლისთვის ძალიან საყვარელი გახდა, რადგან, დიზაინერი მათ თითქმის ყველა მოთხოვნასა და სურვილს აკმაყოფილებს. ამიტომაც, ლამის მთელი თბილისი „ავთანდილის“ სამოსში გამოწყობილი დადის.

ავთანდილი: ჩვენი მეორე ხაზის მომხმარებელი ძირითადად მოითხოვს მრავალფეროვნებას, როგორც ეს მას-მარკეტში ხდება. ჩვენ მათ ერთი კლასით  მაღალ მას-მარკეტს ვთავაზობთ, ანუ, უფრო „ფეშენ სტრიტ სტაილი“ გოგონებისთვის, რომლებსაც პრეტენზია აქვთ მოდასთან და აღიზიანებთ ყოველდღიური მოჟამული ცხოვრება; ცდილობენ, იყვნენ ინდივიდუალურები, განსხვავებულები და ეს ყველაფერი მიიღონ ხელმისაწვდომ ფასში. ჩვენც, მომხმარებელს შევთავაზეთ სრული ასორტიმენტი: ჯინსით დაწყებული და აქსესუარებით დამთავრებული. რაც მთავარია, პირველად ქართულ რეალობაში, გვაქვს ჩვენი ქსოვილი – არის ნამუშევრები, რომლებიც ჩვენი სახლისთვის გააკეთა ოლეგ ტიმჩენკომ და ის უკვე ქსოვილის სახით წარმოვადგინეთ აბრეშუმშიც, ბამბაშიც, ჯინსშიც და მომხმარებელი ამას ძალიან კარგად იღებს. ანუ, მას აცვია სამოსი, რომელიც არსად არ მეორდება და მხოლოდ ერთი დიზაინერის მიერ საკუთარი ქსოვილით შექმნილი პროდუქტია.

– თქვენი ერთობლივი თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 

– დიახ და, უკვე ვფიქრობ, სხვა მხატვრებთანაც გავაკეთო კოლაბორაცია – ამას აუცილებლად ვცდი, ჩავატარებ ექსპერიმენტებს. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და, ჩვენი ბრენდის მოყვარული ერთგული ქალბატონები ამით ყოველთვის მოხიბლულები არიან. ჩვენ საახალწლოდ მომხმარებელს შევთავაზეთ კეთილი „მაკნატუნებით” შექმნილი ქსოვილები, რომელიც ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს, ახალ წელთან ასოცირდება და, ყველა ქალბატონისთვის, რომელიც თავის „მაკნატუნას” ეძებს, მხოლოდ ერთი გზა არის „ავთანდილი“. რაც მთავარია, ჩვენ ის სხვადასხვა სახით წარმოვადგინეთ: თუ კლუბში ხვდება გოგონა ახალ წელს, მას აქვს ბომბერი და დიდი ტყავის ქვედაბოლო, ეგრეთ წოდებული „სოლნცე-კლიოში“; თუ მიდის სოლიდურ რესტორანში, აქვს ბუმბულებიანი კაბა, გამოყვანილი სილუეტის პირველი ხაზიდან; თუ ბაკურიანში ან გუდაურში ხვდება, აქვს ნაქსოვი თბილი ზედები აბრეშუმის დავარდნილ „მაკნატუნებთან” ერთად; ისევე, არის სხვადასხვა ტიპის აქსესუარები, რომლებიც ახალ წელთან ასოცირდება და, სხვა შემთხვევაში, შეგვიძლია, ქორწილებში ან დაბადების დღეებზე გამოვიყენოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, იყოს პრაქტიკული მოდელი და არა ერთჯერადი. თუ ახალ წელს შეიძენთ აბრეშუმის ქვედაბოლოს, მისი გამოყენება შესაძლებელია გაზაფხულზე, ზაფხულში პლაჟზე ან სადმე კარგ კლუბში „სატუსოვკოდ“. განსაკუთრებულად პოპულარულია ჩვენი ფეხსაცმელები, რომელსაც არ აწარმოებდა ჩვენი სახლი და ამაში ძალიან ვცდებოდით – მე ჩემი თავი ახლად აღმოვაჩინე ამ ხაზით. უკვე პრობლემები გვაქვს წარმოებასთან, რადგან, ვერ ვასწრებთ, ისეთი მოთხოვნაა, ამ პროდუქტზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ასეთი არჩევანია და ყველა ტიპის ნაწარმია წარმოდგენილი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი გოგონა ქართულ ნაწარმზე აკეთებს არჩევანს, რომლის ფასიც აწყობს, მოდელიც, ხარისხიც და მუდმივად ბრუნდება ჩვენთან. ეს დაბრუნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. „ფეისბუქის” გვერდს მუდმივად ვაკონტროლებთ და, როცა ლაიქების რაოდენობა ათასებს აღწევს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ვინ არის „ავთანდილის“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი? ზოგჯერ ისეთი კომენტარები იდება, აშკარად შენს იუმორთან გვაქვს საქმე. 

– თუ არაადეკვატური კომენტარებია, ყოველთვის მე ვპასუხობ – ვაძლევ თავს ამის უფლებას. ადმინისტრატორი მხოლოდ კონკრეტულ პასუხებს იძლევა ფასებთან და ტერიტორიებთან დაკავშირებით. ოფიციალურად ვაცხადებ: თუ იქ არაადეკვატური და მიუღებელი წერია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კომენტარი და ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ეს არ არის გასართობი გვერდი და, თუ ადამიანისთვის რამე მიუღებელია, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ბრენდს. მე არ ვამბობ აზრის გამოხატვაზე – ამასაც თავისი ზომიერება აქვს; მაგრამ, თუ ზომიერება იკარგება, ოცდახუთწლიანი სტაჟის შემდეგ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ თითოეულ მათგანს გავცე ის პასუხი, რაც მათ კონკრეტულად ეკუთვნით. 

– ალსუს ფოტოზეც იყო მსგავსი კომენტარები და შენი საინტერესო პასუხებიც. როგორც მივხვდი, ალსუსაც აცვია „ავთანდილი“. 

– მე ძალიან ბევრ ადამიანს ვაცმევ და ეს ძირითადად ხდება „ინსტაგრამის“ გვერდიდან, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია. როცა საერთაშორისო ბაზარზე მუშაობ (ჩვენი პირველი ხაზი 95 კონცეპტუალურ მაღაზიაში იყიდება), თავისთავად, ყველა გოგონა, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოდურად გამოიყურებოდეს, ეძებს ახალ ბრენდს, რომელიც ზოგისთვის ნაცნობია და საყვარელი, ზოგისთვის – უცხო. ასე გამოდიან სხვადასხვა პოპულარული სახლები ჩვენთან მეილის საშუალებით და  შემდეგ ვუგზავნით სამოსს, თუ ეს ადამიანი მე მომწონს. ის, ვინც ჩემს ბრენდს პატივს არ სცემს, მის მიმართ ნდობა არ აქვს, ასეთ ადამიანებთან არც ურთიერთობა მინდა და არც ის, რომ ჩემი ბრენდი ატარონ, რადგან, ყველაფერი გულით, სიყვარულით კეთდება და, ის სითბო, რომელსაც ჩემს კოლექციებში ვდებ, სწორად უნდა ატაროს. მე მაქვს ამაზე პრეტენზია, არ ვარ ჩვეულებრივი „მას-მარკეტი“, რომელიც მსოფლიოსაა მოდებული და არ აღელვებს ბრენდის ისტორია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ატარებენ ჩემს ტანსაცმელს. 

– მიუხედავად ამდენი წლის გამოცდილებისა და წარმატებისა, დღემდე ძალიან გახსნილი და გულწრფელი დარჩი შენს მომხმარებელთან და, ჟურნალისტებთან, ზოგადად, საზოგადოებასთან, რაც ქართული სინამდვილისთვის ცოტა უჩვეულოც კია. 

– მე ამისთვის არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ასეთი ადამიანი ვარ და ვერ დავიღლი თავს თამაშით. ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ ყველგან, სადაც კი გამოვჩნდები. არ მეშინია, ათასკაციან ქორწილში წავიდე და ძალიან ბევრ მთვრალ ადამიანს ვეკონტაქტო, რადგან, არ მეშინია აგრესიის, რომელიც არ არის ჩემ მიმართ და ეს ძალიან მიხარია. 

– ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე” შენი ქორწილის ფოტო დადე, სადაც ხათუნასთან ერთად ცეკვავ. 

– როცა შენი ფოტოებით ერთობი, გინდა, სხვებსაც გაუზიარო. ამ ქორწილში ძალიან ბევრმა გაატარა კარგი დრო. მეც მომინდა ჩემი იუმორის კიდევ ერთხელ დემონსტრირება.

– ხალხი დაინტერესდა – „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ხომ არ აპირებს მონაწილეობასო. 

– ეს წინადადება სულ არის, სხვათა შორის, ათი წელი დავდიოდი სამეჯლისო ცეკვებზე და ეს ჩემთვის უცხო არ არის. უბრალოდ, დროის გამო ვამბობ უარს. არასდროს არ მაქვს დრო და იმ დოზით არ ვარ საქართველოში, რომ ასეთი ტიპის პროექტებში ჩავერთო. თუმცა, საინტერესო პროექტია და სულ სხვა ასპექტში წარვდგებოდი მაყურებლის წინაშე. ფიზიკურად არ ვარ საქართველოში, ვერ გამოვნახავ დროს. ჩვენ, მილანისა და პარიზის შოუ-რუმების გარდა, დაგვემატა ნიუ-იორკის შოუ-რუმი, ახლა ვგეგმავთ ლონდონის შოუ-რუმსაც, ამიტომ, საკუთარი ბალიშის შეგრძნება, დიდი ხანია, დავკარგე. 

– ვიცი, რომ ანასტასიაც დადის სამეჯლისო ცეკვებზე და დიდი წარმატებები აქვს. 

– ყოველთვის პირველ ადგილს იღებს. ანასტასია კარგად ცეკვავს, მაგრამ, უკეთესად ხატავს და, მირჩევნია, უკეთესად ხატოს. თუმცა, ბავშვი ძიების პროცესშია, ამიტომ, მას აქვს სრული თავისუფლება, არაფერში ვზღუდავთ და, რაც უნდა, ყველაფერზე ვატარებთ. მისი პირველი წარმატება იყო ცურვაში პირველი ადგილის აღება. მის და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. 

– რაც მთავარია, სამივე – შენ, ანასტასია და ხათუნა, სულ ერთად ხართ, ერთმანეთის გვერდით. 

– ჩვენ ამით ვცხოვრობთ და ეს თავისთავად ხდება, ამას არ ვაკეთებთ სპეციალურად. ნებისმიერი თავისუფალი და არათავისუფალი დრო ანასტასიას ეთმობა. 

– როგორც კი ხათუნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, შენ მალევე დადე „ფეისბუქზე” მისი „სივი“, ამით, ალბათ, ცდილობდი, ვიღაცეებისთვის პასუხი გაგეცა. 

– არასწორი კომენტარები გაჩნდა, რომელიც ინფორმაციის არასწორმა მიწოდებამ გამოიწვია. ხათუნა არ არის მხოლოდ ავთანდილის მეუღლე, ან მხოლოდ ლამაზი მოდელი, ან მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი. მას ბევრი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და ამიტომაც დავდე „სივი“. ამ ადამიანებისთვის პასუხის გაცემა უაზრობაა, უბრალოდ, სწორი ინფორმაცია უნდა დადო და მე ეს გავაკეთე. 

– ახლა უფრო მეტად დაკავებული იქნება შენი მეუღლე. 

– ხათუნა ფსიქოლოგიურად ყოველთვის მზად არის, იყოს საქართველოს ჯარისკაცი. დროის სწორად გადანაწილება შეუძლია, როგორც ნებისმიერ ჭკვიან ქალს, მე კი მაქსიმალურად ვუდგავარ გვერდში და დროის არქონით არ ვქმნი არაადეკვატურ პრობლემებს. 

– მის გარდერობზე მუდმივად ზრუნავდი და, ალბათ, ახლაც შეიტანდი გარკვეულ კორექტივებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხათუნას ყოველთვის ყველაზე მეტად უხდება შენი სამოსი. 

– მუდმივად ყურადღების ცენტრშია და, ვფიქრობ, სწორად ატარებს ჩემს აწყობილ „ლუქებს.” ყოველთვის ვაკეთებთ სინთეზს სხვადასხვა, უცნობ თუ ნაცნობ  ბრენდებთან. რადგან, თავიდან ბოლომდე რომ „ავთანდილი“ ეცვას, ეს არასწორი იქნება. თუმცა მისი გარდერობის დიდი ნაწილი სწორედ „ავთანდილისგან“ შედგება. ახლა ოდნავ გავამკაცრეთ სილუეტები, მაგრამ, მისი ქალურობა არ დავკარგეთ. მისი ყოველი დღის „ლუქი” ძალიან საინტერესოა და ჩემთვის ახალი ხედვაა, როგორც პოლიტიკოსი ქალის. როცა ქმარიც ძალიან წარმატებულია, ცოლიც და ეს ყველაფერი სიყვარულით კეთდება, არანაირი სირთულე არ არის. 

– ხშირ შემთხვევაში, მეუღლეებს შორის კრიზისი მაშინ დგება, როდესაც ერთი მხარე წინსვლასა და განვითარებას განიცდის, მეორე კი ერთ ადგილას არის გაჩერებული. 

– ქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი რამ იცვლება: ადამიანები იზრდებიან, იზრდება სიტუაცია, ვითარება და ცოლ-ქმარი საკითხს გონივრულად უნდა მიუდგეს, ერთმანეთის განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს. მეორე ნახევარი ნიშნავს მეორე ნახევარს და ორივე უნდა უწყობდეს ერთმანეთს ხელს განვითარებაში. 

– ყველას აქვს რთული პერიოდები და, ალბათ, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი. მაინტერესებს, ასეთ დროს როგორ იქცევით, როგორ პოულობთ გამოსავალს? 

– რთული ეტაპები, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახშია, მაგრამ, არც ვცდილობთ ამის გადალახვას, რადგან, შიგნით უნდა გესმოდეს, რა ხდება შენს მეორე ნახევრთან. ეს სულიერი თანხვედრა და ჰარმონია აუცილებელი და მნიშვნელოვანია. 

– რა გეგმები გაქვთ საახალწლოდ?

– ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, აუცილებლად ოჯახის წევრებთან ერთად უნდა შეხვდე და ეს დიდი ბედნიერებაა. მეკვლე ყოველთვის არის ანასტასია, ახლა კი ანასტასია და ანდრია იქნებიან, ჩემი ძმისშვილი, რომელსაც „ჩემს დუბლიკატს” ვეძახი. ყველაფრით მგავს: თმით დაწყებული, სახის გამომეტყველებითა და, მგონი, ხასიათით დამთავრებული. ტრადიციულად ვხვდებით ოჯახში და შემდეგ ჩვენივე ოჯახის წევრებთან დავდივართ დილამდე, რაც ძალიან გვახარებს.

скачать dle 11.3