კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახარჯა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა 100 000 ლარი ბინის სარემონტო სამუშაოებში

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი 1972 წელსაა დაბადებული. საქართველოში უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და სპეციალობით მათემატიკოსია. 2002 წელს კი დაამთავრა ტემპლის  უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი და არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. მისი სამუშაო გამოცდილება 1998 წელს იწყება საქართველოს პარლამენტში, სადაც მან 2000 წლამდე საბიუჯეტო ოფისის წამყვან სპეციალისტად იმუშავა. 2002 წელს ეროვნულ ბანკში დასაქმდა, თავდაპირველად – მაკროეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის მკვლევარ-ეკონომისტად, შემდეგ –  მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა განყოფილების უფროსად. 2004 წელს თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსად დაინიშნა, თუმცა 2005-ში კვლავ ეროვნულ ბანკში გადაინაცვლა, ამჯერად მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსად;  2009 წლის 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, 2009 წლის დეკემბრიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრიც გახდა და ვიცე-პრეზიდენტიც.

ბ-ნი მესტვირიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება და ის მან შეავსო, როგორც მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა. იმხანად ის დედასთან, ნანა ჯანაშვილთან და დასთან, ქეთევან მესტვირიშვილთან ერთად ცხოვრობდა. მათი უძრავი ქონება შემდეგნაირი იყო:  ნანა ჯანაშვილს ეკუთვნოდა ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე (42 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი პანტიანში და მიწის ნაკვეთი მარნეულის რაიონში, 1 200 კვ.  ფართობის; არჩილ მესტვირიშვილის საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი სოფელ ორჯონიკიძეში (1 200 კვ. მ.). 2003 წლის განმავლობაში ბ-ნი მესტვირიშვილი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი (მისი ეს სამუშაო ადგილი, რატომღაც, არ არის მითითებული მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში), ყოველთვიურად ხელფასის სახით 615 ლარს იღებდა, ხოლო რეფორმებისა და განვითარების ფონდიდან, ასევე ყოველთვიურად – 750 აშშ დოლარს; ნანა ჯანაშვილის, როგორც თსუ-ს უფროსი ლაბორანტის ყოველთვიური ხელფასი 70 ლარი იყო, ხოლო, ქეთევან მესტვირიშვილის, როგორც თავდაცვის აკადემიის შეფასების სამმართველოს ოფიცრის – 200 ლარი.

მეორე დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, რომელიც არჩილ მესტვირიშვილმა შეავსო როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა. ოჯახის წევრებად ამჯერად მიუთითა: მეუღლე, 1968 წელს დაბადებული ხათუნა გაბისიანი; ორი გერი – თინათინ და ლადო გენებაშვილები და ერთი შვილი – 2006 წელს დაბადებული ალექსანდრე მესტვირიშვილი. ხათუნა გაბისიანს ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, საგარეჯოს ქუჩაზე (116 კვ. მ.) და ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“; არჩილ მესტვირიშვილს კი – ზემონახსენები მიწის ნაკვეთი მარნეულში. არჩილ მესტვირიშვილს ბანკში სამი ანაბარი ჰქონდა: ვადიანზე 2 000-ს (არ არის მითითებული ლარსა თუ დოლარს) ინახავდა, მოთხოვნამდე ორ ანაბარზე კი – 10 000-სა და 20 000-ს. რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის განმავლობაში არჩილ მესტვირიშვილმა, როგორც ეროვნული ბანკის დეპარტამენტის უფროსმა, 99 348 ლარი აიღო, ხოლო, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა – 2 500 ლარი, ხათუნა გაბისიანმა კი, როგორც შპს „პრესტიჟის“ დეპარტამენტის უფროსმა, 12 000 ლარი.

2011 წელს არჩილ მესტვირიშვილმა დეკლარაცია შეავსო როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა. მის ოჯახს კიდევ ერით წევრი შეემატა  – 2010 წელს შეეძინა ქალიშვილი მარიტა. ოჯახის უძრავ ქონებას შეემატა არჩილ მესტვირიშვილის საკუთრება საცხოვრებელი ბინა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე (199 კვ. მ.). 2010 წლის განმავლობაში ხათუნა გაბისიანმა ძველ სამუშაო ადგილას 17 280 ლარი აიღო; ხოლო არჩილ მესტვირიშვილმა, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა – 21 204 ლარი, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა კი – 162 793 ლარი. 2010 წელს არჩილ მესტვირიშვილს „საქართველოს ბანკიდან“ ორი იპოთეკური სესხი აუღია: 97 000 და 60 000 ლარის ოდენობის. 2011 წელს გასავალი ჰქონდა ეროვნული ბანკისგან 2005 წელს აღებული 30 000 ლარის ოდენობის სესხის დასაფარავად. ჰქონდა სხვა გასავალიც: შავი კარკასის შეძენა 160 000 ლარი დაუჯდა, სარემონტო სამუშაოები – 75 000 ლარი.

2011 წლის განმავლობაში არჩილ მესტვირიშვილმა, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 42 000 ლარი აიღო, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა – 141 200 ლარი, ხოლო ხათუნა გაბისიანმა, როგორც შპს „პრესტიჟის“ დეპარტამენტის უფროსმა, 18 000 ლარი. იმ წელს სარემონტო სამუშაოები არჩილ მესტვირიშვილს 25 000 ლარი დასჯდომია. 2012 წლის განმავლობაში არჩილ მესტვირიშვილის სახელფასო შემოსავლებმა 160 000 ლარი შეადგინა, ხათუნა გაბისიანი ამჯერად „ჯი პი სის“ პროექტის მენეჯერად იყო დასაქმებული, რამაც მას 4 900 ლარი მოუტანა. 2013 წელს არჩილ მესტვირიშვილმაც იგივე შემოსავალი მიიღო – საერთო ჯამში 160 000 ლარი და ხათუნა გაბისიანმაც – 4 900 ლარი.

скачать dle 11.3