კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუბის „დაცემა“

პოლიტპარტნიორობაც – თვლით

მართალია, მანამდე მათი გულები ერთმანეთს ეკუთვნოდა (რფ და კუბა მყავს მხედველობაში), იმდენადაც, რომ აგერ უკვე 50 წელია, აშშ და კუბა ერთმანეთთან უბრად იყვნენ (კუნძულზე არც აშშ-ს საელჩო იყო და, ფაქტობრივად, იზოლაციაში იმყოფებოდნენ), მაგრამ ისე მოხდა, რომ სანქციაგამოცხადებულ და რუბლდაცემულ რფ-ს თვით კასტროს სამწყსომაც უგანა.

კერძოდ, გასულ კვირას რაულ კასტროსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც, ოფიციალური ინფორმაციით, ორივე ლიდერმა თავ-თავიანთ მოსახლეობას მიმართა და ამცნო, რომ სიყვარული განახლდა. ამ ცნობამ ჰავანელები ისე შეაფრთიანა, რომ ჰავანის ქუჩები ცეცხლოვანი კუბური ცეკვებით აავსებინა.

ან კი როგორ არ აავსებდნენ, როდესაც კუბას აშშ-ის მიერ დაწესებული ეკონომიკური ემბრაგო მოეხსნება (სხვათა შორის, კუნძულზე თვით ინტერნეტიც კი ხელისუფლების კონტროლქვეშაა, მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი სარგებლობა და საკმაოდ ძვირიც ღირს).

ასეა თუ ისე, ადრე უბრად მყოფი აწ კი გულგამთბარი ლიდერები მხოლოდ სიტყვებს არ დასჯერებიან: კუბური ციხიდან აშშ-ის მოქალაქე ალან გროსი გაათავისუფლეს, საპასუხოდ კი, ფლორიდის ციხიდან – შპიონაჟში ბრალდებული სამი კუბელი.

ჩვენ არ ვიცით, რა როლი შეასრულა რუბლის დაცემამ კუბის „დაცემაში“, მაგრამ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ არა მხოლოდ ტარანა – პოლიტიკური პარტნიორობაც თვლითაა. – 

скачать dle 11.3