კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უპატრონო მიწები

თუმცა თავად პრ. პუტინი დიდი რუსეთისთვის მიწების შეგროვებითაა დაკავებული, გასულ კვირას რუსეთის „დუმის“ დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, რაზიეტ ნახტომ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა სპირტიანი სასმელების შესახებ, რათა ამიერიდან და ყოველთვის მიწებდაბრუნებულ რუსეთში ალკოჰოლი მხოლოდ პასპორტით გაიყიდოს, მიუხედავად მყიდველთა ასაკისა.

„დუმელ“ ქალბატონს ეს ერთადერთ საშუალებად მიაჩნია არასრულწლოვანთა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტატისტიკა კი ჭეშმარიტად სავალალოა. კერძოდ, რუსეთის არასრულწლოვანი მოსახლეობიდან ალკოჰოლს მოიხმარს 33, ხოლო გოგონების – 20 პროცენტი. მოზარდებს შორის ალკოჰოლიზმის საშუალო ასაკმა კი 15 წლიდან 11-წლამდე დაიწია.

ჩვენთვის უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა რფ-ის „დუმა“ ამ კონკრეტული „დუმელის“ საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იბადება ლოგიკური და საბედისწერო კითხვა: მაინც, ვის უგროვებს პრ. პუტინი ამდენ მიწას – ვითომ, ალკოჰოლიკებს?! 

скачать dle 11.3