კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

„მაყურებლები“

„დავაქორწინეთ, მააშ!“

რაკი ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში კრიმინალური აზროვნება ვერა და ვერ აღმოიფხვრა და ეს მაშინ, როდესაც დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიო ლამის მარსზე ფეხით სეირნობს, ხოლო ჩვენ კი კვლავაც ქურდული ტრადიციებით მოხიბლულთა პრობლემა გვაქვს. – 

ჰოდა, რაკი გვაქვს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენიტენციურ სისტემაში ეგრეთ წოდებული „მაყურებლების” სხვა მსჯავრდებულებისგან  იზოლირება მოხდება.

სახელდობრ, მკაცრი რეჟიმის  დაწესებულებაში ქურდული ტრადიციებისკენ მიდრეკილი მენტალიტეტის მქონე მსჯავრდებულები მოთავსდებიან. –  კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი კახიშვილი განმარტავს, რომ „კანონის ფარგლებში მოხდება მათი და მათი გავლენების იზოლირება  დანარჩენი მსჯავრდებულებისგან. მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში ისეთი მსჯავრდებულები იქნებიან მოთავსებულები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, ვინმეს „უყურონ“. ეგრეთ წოდებულ „მაყურებლებს” ერთ დაწესებულებაში მოვათავსებთ და მივცემთ საშუალებას, რომ ერთმანეთს „უყურონ“.

ჩვენ, ბუნებრივია, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ჩემდა თავად დავამატებ: ისემც „უყურებიათ“, რომ, სულაც, დაქორწინებულან, პათოსით: „გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა – წყალთა დენამა, ლამაზი გოგო და ბიჭი (ამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ჩვენი „მაყურებლები“) ერთმანეთისა ცქერამა.” 

скачать dle 11.3