კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უძილობა ნევროზის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია

ძილის დარღვევა ნევროზის ერთ-ერთი სიმპტომი ან მისი მომასწავებელი ნიშანია. უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს სექსუალური მოშლილობა, გადაღლა, ნერვიულობა, სტრესი, უარყოფითი ემოციებით გადატვირთული მდგომარეობა და ასე შემდეგ.

უძილობის მედიკამენტური მკურნალობის გარდა, არსებობს ზოგადი რჩევები, რომლებიც ხშირად ძილის აღდგენისა და ნერვული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას იძლევა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

სანამ დასაძინებლად დაწვებით, საძინებელი ოთახი კარგად გაანიავეთ; უმჯობესია, ღამით ფანჯარა ოდნავ შეღებული დატოვოთ. ლოგინი ზომიერად რბილი შეარჩიეთ, სასთუმალი კი, უმჯობესია, ჩრდილოეთით გქონდეთ.

გირჩევთ, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან აივანზე დადგეთ და ჰაერი ღრმად ისუნთქოთ. სანამ დასაძინებლად გაემზადებით, მიიღეთ თბილი შხაპი.

ძილის წინ ნუ მიეძალებით საკვებს.

არ არის სასურველი, ძილის წინ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყურება და უარყოფითი ემოციებით გადატვირთვა; ასევე, ნერვული სისტემის აღგზნება არასასიამოვნო წიგნის კითხვით ან გადაცემებით.

ძილის წინ მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან სასიამოვნო თემებზე და ნუ აჰყვებით ცუდ ფიქრებს.

 

არ მიიღოთ საკვები ძილის წინ

ღვიძლი შლის ორგანიზმში მოხვედრილ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ვიტამინების სინთეზიც მას ეხება, სისხლსაც ამდიდრებს და გვიცავს ორგანიზმში მოხვედრილი საწამლავისგან. დროდადრო ღვიძლს ძალიან უჭირს. დადგენილია, რომ სწორი მუშაობისთვის მას ესაჭიროება B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, E და F ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი. 

არავითარ შემთხვევაში, არ მიიღოთ საკვები ძილის წინ. ივახშმეთ საღამოს შვიდ საათზე მსუბუქად. მნიშვნელოვანია საკვების ტემპერატურაც. ის არ უნდა იყოს მეტისმეტად ცივი ან ცხელი. უპირატესობა მიანიჭეთ ხაჭოს, რძეს, თევზს, წიწიბურას, მცენარეულ ზეთს და ასე შემდეგ. ძალიან სასარგებლოა ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები, მაგალითად, სტაფილო, გარგარი, ჭარხალი და სხვა. 

ღვიძლისთვის ძალიან კარგია ძველი პური, განსაკუთრებით შავი. მავნეა თეთრი, თბილი და ფუმფულა პური. ყოველდღე მიირთვით ვეგეტარიანული წვნიანი კერძი, ასევე, მწვანილი, თაფლი, რძიანი ჩაი. 

რაციონიდან ამოიღეთ სპირტიანი სასმელები, ნუ მიეძალებით ცხიმიან ხორცს და შემწვარ თევზს, სოკოს, ნაყინსა და შოკოლადს.

 

რა იწვევს თვალის ანთებას 

უევიტი თვალის საკმაოდ სერიოზული და რთული დაავადებაა. მისმა განვითარებამ, შესაძლოა, მხედველობის მკვეთრი გაუარესება, კატარაქტა, გლაუკომა და სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

არ არის გამორიცხული, თვალის ანთების მიზეზი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია აღმოჩნდეს. ხშირად ეს ინფექცია ნუშურა ჯირკვლებში ან ჰომოსის ღრუშია ლოკალიზებული. ეს ის ორგანოებია, რომელთაც თვალებთან საზიარო სისხლის მიმოქცევა აკავშირებს და ადვილი შესაძლებელია, ინფექციის გადადება.

უევიტი, ასევე, შესაძლებელია, გამოიწვიოს ტუბერკულოზმა, რევმატიზმმა, სკლეროზმა, პიელონეფრიტმა, რევმატოლოგიურმა პოლიართრიტმა და ასე შემდეგ. ამ დროს ზიანდება ორივე თვალი. უევიტი აზიანებს თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის სტრუქტურას, ფერად გარსსა და ცილურ სხეულს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია თვალების დაცვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან, მაგალითად, ორგანიზმის გადაციების ან გადახურებისგან, ორპირი ან ძლიერი ქარისგან, ყინვისგან და ასე შემდეგ.

უევიტის დაავადების გამწვავების პერიოდში, ადამიანი უნდა მოერიდოს კითხვას, წერას, ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერთან ჯდომას, რადგან ამ დროს თვალები იცრემლება და ადვილად იღლება. სასურველია, ამ პერიოდში სინათლის ფილტრიანი სპეციალური სათვალის ტარება. ის დაიცავს თვალს დღის შუქის მკვეთრი გამოსხივებისგან. ყინვასა და ქარში კი აუცილებლად გაიკეთეთ მუქი ფერის სათვალე. თუ ადამიანს უევიტი ერთხელ დაემართა, მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგაც შესაძლოა, პათოლოგია განუვითარდეს.

 

ზოგიერთი ალკოჰოლური სასმლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის

სამკურნალო თვისებები გააჩნია ღვინოს, ლუდს და არაყსაც კი. მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას.

მაღალი ხარისხის არაყი ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს არომატული აქროლადი ნივთიერებებითა და ნაერთებით, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

არსებობს საკვები, რომელზეც არყის დაყოლება მავნეა ორგანიზმისთვის, ასეთებია: მწვანილი, ბოსტნეული, ხილი, სუპები, თევზი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საკვების ჭამისას დალევთ არაყს, მიღებული პროდუქტები ვერ შეითვისება ორგანიზმის მიერ. არაყთან რეაქციაში მწვანილსა და ბოსტნეულში არსებული ორგანული მჟავები წარმოქმნის მავნე ნივთიერებებს, რამაც, შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა გამოიწვიოს. არყის მიყოლება სასარგებლოა ხორცთან და ცხიმიან საკვებთან.

 

გადადის თუ არა სურდო კოცნითა და ხელის ჩამორთმევით

ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა, თუმცა, აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა ღრმად არ შეაღწიოს ორგანიზმში.

C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, რაშიც ნიორი, ხახვი და ლიმონი უდავოდ დაგეხმარებათ.

ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს, მიკრობებს კი მათი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“. საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსებმა უკან დაიხიონ.

A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.

იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. სასურველია, მასში ლიმონის ან წითელი მოცვის წვენი ჩაუმატოთ.

გაციებისას ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფეხების ცხელ წყალში ჩაყოფა.

სურდო გადადის არა მხოლოდ კოცნით, არამედ, ხელის ჩამორთმევითაც. არსებობს მისგან თავდაცვის წესები. კერძოდ: რინოვირუსები ბინადრობენ თვალებისა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში კი არცთუ კარგად გრძნობენ თავს. ვირუსები ხელისგულებშიც გროვდება, ამიტომ, ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება არ ვარგა. ის ნივთები კი, რომელსაც სურდოიანი ადამიანი ხელით ეხება, სპირტით ან სხვა საშუალებით უნდა გაწმინდოთ. სურდო არ ხვდება მათ, ვინც დღეში 2 გრამ  C ვიტამინს იღებს და ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს.

თუ გრძნობთ, რომ სურდო გეწყებათ, 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ.

ასევე, გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია, რადგან, ეს ძალიან ეფექტურია: გაჭყლიტეთ ორი ან სამი კბილი ნიორი, წაუსვით დოლბანდზე და ხუთი წუთით ისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი, ოღონდ, ამოისუნთქეთ არა პირით, არამედ ცხვირით. ცოტა ხანში სურდოც უკან დაიხევს და არც ანგინა და ბრონქიტი დაგტანჯავთ.

 

რატომ არის შარდის გამოყოფის დარღვევა საშიში სიმპტომი  

პიელონეფრიტი თირკმელების ტუბულოინტერსტოციული ქსოვილისა და შარდგამომყოფი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციურ-ანთებითი დაავადება და ის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. როდესაც უარესდება საშარდე გზების სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, პიელონეფრიტით დაავადების საფრთხეც იქმნება. პიელონეფრიტის განვითარება ყოველთვის უკავშირდება ინფექციას. შემთხვევათა უმრავლესობაში გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, რომელიც ძირითადად პათოგენურ ფლორას წარმოადგენს. ინფექცია თირკმელში ხვდება ჰემატოგენური, ლიმფოგენური გზებით, შარდსაწვეთისა და ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლექსის დროს.

პიელონეფრიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: შარდგამომყოფი გზების დახშობა, სხვადასხვა დონის რეფლექსები, ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. მიმდინარეობის მიხედვით კი გვხვდება მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ფორმებიც.

მწვავე პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, წელის ტკივილი, შარდის გამოყოფის დარღვევა. ხშირია გულისრევა; იშვიათად ვითარდება თირკმლის ჭვალი. ამ დროს შარდის გამოყოფა დარღვეულია. აღინიშნება ხშირი და მტკივნეული შარდვა. ამიტომ, აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება.

ქრონიკული პიელონეფრიტი ცუდად ნამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტის შედეგია. აქტიური ანთებითი პროცესის შემთხვევაში, კლინიკური სიმპტომები გაცილებით მკვეთრია. მომატებულია ტემპერატურა, გახშირებულია შარდვა. აღინიშნება ტკივილი წელის არეში, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მადის დაკარგვა, გულისრევა, თავის ტკივილი, წყურვილის მუდმივი შეგრძნება. თირკმელების უკმარისობის განვითარებისას აღნიშნულ სიმპტომებს ემატება არტერიული ჰიპერტენზიაც.

პიელონეფრიტის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნორმალური შარდვის პროცესის აღდგენას. თირკმლის კენჭების არსებობის შემთხვევაში, ასევე, მნიშვნელოვანია უროსეპტიკური თერაპიის კურსის ჩატარება. პიელონეფრიტის განვითარების დროს, გამწვავების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, თავიდან აიცილოთ გაციება, გამწვავების შემთხვევაში კი უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი. საკვებიდან უნდა ამოიღოთ მწარე და სანელებლებიანი კერძები. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო რძის პროდუქტებს, ფაფებს. ამ დროს ეფექტურია ანტიბიოტიკების კურსის ჩატარება.

 

თაფლი სიცოცხლისთვის საჭირო მიკროელემენტების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის ბუნებრივ ელექსირად მიიჩნევა. ადამიანი მისგან ძალასა და ენერგიას იღებს.

თაფლი მიკროელემენტების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს. მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, არცერთი ბუნებრივი პროდუქტი არ არის ისეთი სასარგებლო, როგორც თაფლი, კერძოდ, მის შემადგენლობაში შედის ფერმენტები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ამინომჟავები, ჰორმონები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე.

ეს პროდუქტი განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ანტიბაქტერიული შემადგენლობის წყალობით, ის დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს.

ასე რომ, თაფლი აუცილებელი პროდუქტია და მისი ჩართვა ყოველდღიურ რაციონში, მით უმეტეს, როცა წინ ცივი ზამთარი გველის, აუცილებელია. გამყარებული იმუნიტეტი ამ სეზონზე მთელ რიგ ვირუსებს უწევს წინააღმდეგობას, ამაში კი თაფლს უდიდესი როლი ენიჭება.

скачать dle 11.3