კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

მორჩილი ქალის განკურნება

მალევის ღვთისმშობლის მადლითა და წყალობით მომხდარ უამრავ სასწაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უჩვეულო იყო მორჩილ ვერონიკას განკურნება. ეს სასწაული დაბა აპაგუს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში მოხდა.

ვერონიკას კიბო ჰქონდა. მას არაერთგზის უმკურნალეს ვულის საქალაქო საავადმყოფოში, მაგრამ, საბოლოოდ, იქიდან დადამბლავებული დაბრუნდა მონასტერში, რათა იქ მშვიდად მომკვდარიყო.

მონაზვნებმა გადაწყვიტეს, რომ 1970 წლის 8 მარტს, ოთხშაბათს, ის დიდ სქემაში აღეკვეცათ, რათა ღვთის წინაშე მონაზვნად წარმდგარიყო, მაგრამ, ექიმი ეჭვობდა, რომ ვერონიკა იმ დღემდე ვერ მიაღწევდა და, ამიტომ, გადაწყვიტეს, დაუყოვნებლად აღეკვეცათ ის პირველივე კვირა დღეს. 5 მარტს, საღამო ხანს იგი სავარძლით უნდა გადაეყვანათ ტაძარში. ერთმა ქალმა მას მონაზვნური სქემა მოუმზადა, თან მასზე მალევის მირონით გაჟღენთილი ბამბის ფთილა მიამაგრა.

ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი დღეები სნეულმა მდუმარებაში გაატარა. მიმწუხრს ვერონიკამ მოითხოვა, მისთვის გამაყუჩებელი ნემსი გაეკეთებინათ, რამაც მდგომარეობა შეუმსუბუქა და ჩაეძინა. ძილში მორჩილმა მკაფიოდ გაიგონა კარზე დაკაკუნების ხმა.

– ვინ არის? – დაუფარავი უკმაყოფილებით, ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა მან, – არ მასვენებენ!

ანაზდად, დაინახა, როგორ გაიხსნა კარი და ოთახში სამი ადამიანი შემოვიდა: დიდებული შესახედაობის ქალბატონი, მღვდელმთავარი და კვართით შემოსილი ვიღაც პატივცემული კაცი.

სანამ სნეული შეცბუნებითა და უხერხულობით ათვალიერებდა მოულოდნელ სტუმრებს, ქალბატონმა მას მიმართა:

– შენ, რა თქმა უნდა, გაინტერესებს, ვინ ვართ და საიდან ვართ ჩვენ. მე შენთან მალევის სავანიდან მოვედი. შენი სამშობლოს მღვდელმთავარიც ეგონში ცხოვრობს (შესაძლოა, ეს წმინდა ნექტარიოსი იყო). ამავე მიწიდანაა ჩვენი უფლის საყვარელი მოწაფე, რომელიც თქვენი მეოხია და აქ ცხოვრობს (ალბათ, ეს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი იყო). მე შენს მონახულებას რამდენიმე დღის შემდეგ ვაპირებდი, მაგრამ, ვიფიქრე, უკეთესი იქნებოდა, დღეს საღამოს მოვსულიყავი  – იქნებ ხვალ უკვე მონაზონი გახდე? მე დაგეხმარები გამოჯანმრთელებაში; იმდენად გაგაძლიერებ, რომ შეძლებ ყველა შენი აღთქმის შესრულებასა და ღვაწლით ცხოვრებასაც.

– მე, ჩემო ქალბატონო, – უპასუხა ვერონიკამ, – არა მხოლოდ ფეხზე დგომა, არამედ, განძრევაც კი არ შემიძლია! ყოველდღიურად ჩემთან ორი-სამი და მოდის, რომ წამომაყენოს.

– გწამს უფლის ძალის? – შეეკითხა მას დიადი ქალბატონი.

– მწამს!

– შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ!

მან აიღო სენაკში მყოფი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მალევი“, მისცა იგი მორჩილს და უთხრა:

– აი, აიღე ეს, რათა მიხვდე, ვინ ვარ მე!

ხატის შეხედვისთანავე სნეულს აღმოხდა:

– ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ეს შენ ხარ?

ღვთისმშობელმა წყნარად გაუღიმა მას და მხლებლებთან ერთად გაუჩინარდა, მორჩილი კი განიკურნა.

სასწაულის შესახებ პირველმა დედა ნექტარიამ შეიტყო, რომელიც ვერონიკას ეხმარებოდა. ის მაშინვე გაიქცა, რათა ტაძარში ყველასთვის შეეტყობინებინა, რამეთუ სერობის ჟამი იდგა. სავანის დების კაეშანი სიხარულად იქცა, რასაც თან ზარების რეკვა, სიხარულის ცრემლები, ჟამნობის „დიდება მაღალიანი“, ღვთისმშობლის დაუჯდომელი და ლიტანია მოჰყვა.

მომდევნო დღის საღამო ხანს მონასტერში უამრავი ხალხის თანდასწრებით შედგა მონაზვნად აღკვეცა. ვერონიკას ახალი სახელი – მაგდალინა დაარქვეს. ის უკვე აღარ იჯდა სავარძელში, სრულიად ჯანსაღი, მყარად იდგა ფეხზე.

скачать dle 11.3