კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემი პეკინესი ორი დღეა, გამუდმებით აცემინებს. ეს მას შემდეგ დაეწყო, რაც აბაზანას ვწმენდდი და ისიც იქვე იყო. შეიძლება, ეს იყოს მისი ცემინების მიზეზი?

პასუხი: უმჯობესია, თუ ძაღლს ვეტერინარს მიუყვანთ და საგულდაგულოდ გაასინჯებთ. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საწმენდი თუ სხვა სახის ქიმიური საშუალების გამოყენებამ, შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ცხოველს. განსაკუთრებით ეხება ეს ისეთი საყოფაცხოვრებო საშუალებების გამოყენებას, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ნაფტალინს. ეს ნივთიერებები იწვევს ჰემოლიზურ ანემიებს. ასე რომ, ნუ დატოვებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. 

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ძაღლისთვის ანტიბიოტიკის მიღება?

პასუხი: გააჩნია, რა შემთხვევაში. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ დაუშვებელია ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე მათი თვითნებური დანიშვნა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის თვითნებური შეწყვეტა აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინისა და ბისეპტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატები ხასიათდება მაღალი ნეფროტოქსიკურობით და იწვევს ჰიპერსალივაციასა და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე, მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. ასე რომ, ნუ გარისკავთ და ნუ ჩააგდებთ თქვენი ძაღლის სიცოცხლეს საფრთხეში.

კითხვა: ოჯახში გვყავს 6 წლის კოკერ-სპანიელი. გვინდა კიდევ მექსიკური შიშველის აყვანა. გვაინტერესებს, ხომ არ დაიძაბება მათ შორის ურთიერთობა (ეჭვიანობას ვგულისხმობ)?

პასუხი: როცა ახალი ლეკვი შემოგვყავს სახლში, როგორც წესი, პრობლემები ნაკლებად წარმოიშობა ხოლმე, რადგან, ნორმალური ზრდასრული ძაღლი ლეკვს არაფერს დაუშავებს. ლეკვს კი უნდა შეაგნებინოთ, რომ ზრდასრული ცხოველი უფროსია და უნდა დაუშალოთ მის საჭმელთან და სათამაშოებთან მიკარება, რაც თავიდან აგარიდებთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ასე რომ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ახალი ლეკვის მოყვანა, პრობლემა არ არის, მთავარია, ორივე ცხოველზე თანაბრად გადაანაწილოთ ყურადღება და შეაჩვიოთ ისინი ერთმანეთს.

скачать dle 11.3