კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა აბუტილონი და როგორ მოვუარო ზამთარში და გაზაფხულზე?

პასუხი: თბილ გარემოში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, როცა შედარებით ცივა, მორწყვიდან მორწყვამდე შეშრობა აცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ თხევადი ბალანსირებული სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ძალიან რომ არ გაიზარდოს, აბუტილონი გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება, თუმცა, შეიძლება, გვიან აყვავდეს. ზაფხულში აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, ამიტომ, შემოდგომის დასაწყისში შეიძლება ხელახლა დასჭირდეს გასხვლა.

კითხვა: რთული მოსავლელია თუ არა აგავა და როგორ პირობებში შეიძლება მისი გახარება?

პასუხი: აგავა ძალიან გამძლე მცენარეა. ყველაზე კარგად ნათელსა და თბილ გარემოში ხარობს. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ. ეს მცენარე ზამთრის დაბალ ტემპერატურას, 5-6 გრადუსსაც იტანს, მთავარია, მშრალ ადგილას დადგით. აქტიური ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად, ზამთარში კი, მიწა მთლიანად არ გამოაშროთ. მას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და პრობლემებს არ შეგიქმნით.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე დავდგათ ალოკაზია?

პასუხი: ეს მცენარე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ, არ მოაკლოთ გაბნეული შუქი. ზამთარში ტემპერატურა მინიმუმ 15-18 გრადუსი უნდა იყოს, ზაფხულში კი იდეალურია 20-25 გრადუსი. მას მუდმივად სჭირდება ტენი და სითბო. მოზრდილ ალოკაზიას ფოთლები სიგრილეში სცვივა, თუმცა, თუ ოთახის ტემპერატურა მოიმატებს, ფესურადან ახალი ფოთლები ამოუვა. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.

კითხვა: როგორ მოვუარო ქლოროფიტუმს?

პასუხი: გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, ქლოროფიტუმს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ამ დროს მიწის ბალანსირებული, თხევადი სასუქით ორ კვირაში ერთხელ განოყიერება მას სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს. ზამთარში, დასვენების პერიოდში, მორწყვიდან მორწყვამდე აცადეთ მიწას შეშრობა. კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ზამთარში კი – მინიმუმ 8 გრადუსი. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად მცენარე დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ, მწველ მზეს მოარიდეთ. მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა ქლოროფიტუმის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავსიფრებული ბოლოები წააჭერით. კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.

კითხვა: როგორ მოვუარო კორდილინას?

პასუხი: კორდილინას უყვარს ნათელი ადგილი, ამიტომ, დადგით ძალიან ნათელ ადგილას. დღეში ორი-სამი საათით მწველ მზეში ყოფნასაც აიტანს. ზაფხულში ნიადაგი ტენიანი უნდა ჰქონდეს. თუ ზამთარში ტემპერატურა დაბალია, იშვიათად მორწყეთ და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ იოლად მოსავლელ მცენარეს მინიმალური ყურადღებაც ჰყოფნის. ძველი, დამჭკნარი-დაჭმუჭნილი ფოთლები მოაშორეთ. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, რათა ფოთლებმა ფერი შეინარჩუნოს. მცენარისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც გაუძლებს. კარგი იქნება, თუ კორდილინას ზამთრის ბაღში გაზრდით – ასეთ ადგილას ის უკეთ გაიხარებს.

скачать dle 11.3