კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თურქი პოლიტიკოსი ლაზური ფესვებით

რეჯებ თაიპ ერდოღანი სტამბოლის რაიონის სოფელ ბეიოღლუში დაიბადა 1954 წელს. მისი მშობლები ლაზური წარმოშობის იყვნენ, რიზედან.

1976 წელს სტუდენტი რეჯები სათავეში ჩაუდგა ეროვნული გადარჩენის ისლამისტური პარტიის ახალგაზრდულ უჯრედს – აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. რამდენიმე პარტია და...

1994 წელს ერდოღანი სტამბოლის მერად აირჩიეს.  ამ თანამდებობაზე მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სტამბოლის გამწვანების საქმეში; მოაგვარა ნაგვის გატანისა და წყლით მომარაგების პრობლემები; ამასთანავე, ატარებდა ერბაკანის მთავრობის ისლამურ პოლიტიკას, მაგალითად, სტამბოლში ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემცირების საკითხში. რეჯები სკოლის წლებიდანვე გამოირჩეოდა რელიგიურობით და მეტსახელად „ხოჯაც” კი შეარქვეს.

1997 წელს ერდოღანი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. მალე „კეთილდღეობის პარტიაც” აიკრძალა; 1998 წელს კი ერდოღანი გაასამართლეს მიტინგზე ისლამისტური შინაარსის ლექსის სახალხოდ დეკლამირებისთვის და ათთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, ეს ლექსი სულაც არ იყო აკრძალული – თურქეთის განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ის სასწავლო წიგნშიც იყო შეტანილი. 

ნასამართლეობის გამო, ერდოღანი პარლამენტში ვერ შევიდოდა, თუმცა, 2003 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები  მიიღო და ერდოღანი ხმების 85 პროცენტით პარლამენტის დეპუტატი გახდა, 11 მარტს კი პრეზიდენტმა ნეჯეთ სეზერმა იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რომლის ხელშიც იყო, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველობა.

ერდოღანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ძირითად მიღწევებად შეიძლება ჩაითვალოს ფულის რეფორმა 2004-2005 წლებში, რამაც შეამცირა ინფლაცია; ახალი სოციალური დაწესებულებებისა და ელექტროსადგურების მშენებლობა, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება. ამ დროის გარდაქმნებს „მდუმარე რევოლუცია“ უწოდეს.

საგარეო პოლიტიკაში აღსანიშნავია თურქეთის ინტეგრაცია ევროპული კავშირისკენ; გადაიჭრა კვიპროსის პრობლემა; ერდოღანი პირველი იყო თურქეთის მთავრობიდან, რომელიც საბერძნეთს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი მოკავშირე გახლდათ, ერდოღანის მთავრობა ცდილობდა, დამოუკიდებელი ყოფილიყო ამერიკის ქმედებებისგან, კერძოდ, 2003 წელს თურქეთმა თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა ამერიკის ჯარი, რომელიც ერაყის ომისთვის ემზადებოდა. ამან ხელი შეუწყო თურქეთის ურთიერთობის განმტკიცებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ერდოღანის მთავრობამ რამდენჯერმე შეცვალა პოლიტიკა ქურთული რაიონების მიმართ, 2008 წელს კი ერდოღანმა ამ რაიონების ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების ჩადების შესახებ გამოაცხადა.

2008 წლის მარტში თურქეთის გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა, შეწყვეტილიყო სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოღვაწეობა და ძირითად ფუნქციონირებს, მათ შორის ერდოღანს,  5 წლის განმავლობაში აეკრძალა რაიმე პარტიაში მონაწილეობა, თუმცა, თურქეთის პარლამენტმა 1 მაისს მიიღო სიმბოლური შესწორება, რის შედეგადაც იმავე წლის ივლისში თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ გენერალური პროკურორი მარტის მოთხოვნის უკანონობაში დაადანაშაულა.

2009 წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში, როდესაც გაზის სექტორის სამხედრო კონფლიქტის შესახებ გამოსულ ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს პასუხობდა, ერდოღანს დისკუსიის წამყვანმა, „ვაშინგტონ პოსტის” კორესპონდენტმა, სიტყვა შეაწყვეტინა. პროტესტის ნიშნად, ერდოღანმა უარი თქვა ფორუმის შემდგომ მუშაობაში მონაწილეობაზე და კონფერენცია დემონსტრაციულად დატოვა.  სოლიდარობის გამოსახატავად და მხარდასაჭერად რეჯებ ერდოღანს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის უამრავი მოქალაქე დახვდა.

2014 წლის აგვისტოდან კი ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია.

скачать dle 11.3