კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვეღარ უყვება ირინა ონაშვილს მეუღლე და როგორ ივსებენ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობის დეფიციტს

კონკურსის თემა ირინა ონაშვილისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან, რა კონკურსებშიც მიიღო მონაწილეობა, უმეტესობა ან მოიგო ან სერიოზულ წარმატებას მიაღწია.  ამ ეტაპზე კი ის ახალ წელთან შესახვედრად ემზადება და უსაყვარლეს საბასთან ერთად თოვლის ბაბუასაც ელოდება. 

ირინა ონაშვილი: ეიფორიულმა მომენტმა გადაიარა, თუმცა, როგორ დამავიწყდება ის ემოციები და შეგრძნებები, რაც კონკურსის დროს ძალიან უჩვეულოდ მქონდა იმ ასაკში. მაშინ ძალიან მინდოდა სიმღერა – ეს იყო ერთგვარი თერაპია ჩემს ცხოვრებაში. რასაც ველოდი და რა ემოციების მიღებაც მინდოდა ამ პროექტიდან, აბსოლუტურად ყველაფერი მივიღე და დადებითად დავიმუხტე. 

– კონკურსების მხრივ საკმაოდ იღბლიანი ხარ. 

– როგორ ვთქვა, რომ არ ვარ? აშკარად ვარ. ზოგადად, მგონია და მჯერა, რომ, ცხოვრების განმავლობაში რაც უფრო მეტ სიკეთეს დათესავ და მეტ პოზიტივს გასცემ; როცა ყველასთვის იქნები ის ადამიანი, რომელიც მუდმივად მზად არის, სხვებს გვერდში დაუდგეს; როცა ცდილობ, კარგი მეგობარი იყო, ეს ენერგეტიკა მერე შენვე გიბრუნდება. იყო პერიოდი, როდესაც იმდენი ნეგატივი დამიგროვდა, რომ შემდეგ რაღაც ცუდი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. მთავარი ხომ მაინც მოთმინებაა, მეც, ნელ-ნელა ვსწავლობ ყველაფერს, გამოცდილება მემატება. ვცდილობ, ჩემი ხასიათით, ადამიანებთან დამოკიდებულებით, კეთილგანწყობა შევქმნა ჩემ გარშემო, არასდროს ვიჩხუბო, კონფლიქტურ სიტუაციებში არ გავერიო და ალბათ, ამიტომაც აღნიშნავენ, როგორი მშვიდი ხარო.

– რა შემთხვევაში შეიძლება შენს სიმშვიდეს საფრთხე შეექმნას? 

– იშვიათად შეიძლება ჩემს სიმშვიდეს საფრთხე შეექმნას და, ესეც, ალბათ, ერთგვარი ჯილდოა. მგონია, რომ სუსტი ადამიანების თვისებაა ყველა წვრილმანზე ჯაჯღანი. ვერ ვიტყვი, რომ ნერვები სრულ წესრიგში მაქვს, მაგრამ, ყველანაირად ვცდილობ, ახსნითა და საუბრით გავარკვიო ყველაფერი. 

– როცა სახლში, მეუღლესთან კამათობ, ასეთ დროსაც შეგიძლია სიმშვიდის შენარჩუნება? 

– ლადოსთან ასეთ კონდიციამდე არ მივსულვარ. კამათი შეიძლება ყოველდღე იყოს სხვადასხვა თემაზე, მაგრამ, კონფლიქტი – არა. ეს კამათიც ჯანსაღად ხდება, ზღვარგადასული ისტერიკები არ მაქვს, თუმცა, რაღაცაზე, შეიძლება, ავღელდე. დასაწყისში, როდესაც ერთმანეთს რაღაცეებს ვუმტკიცებდით, მაშინ კიდევ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, მაგრამ, ახლა ისე ვართ, როგორც დიდი ხნის მეგობრები, უფრო მეტად ვმეგობრობთ. სახლში რომ ავდივარ, ყოველთვის ვუყვები, რა ხდებოდა დღის განმავლობაში. ის ვეღარ მიყვება, იმიტომ რომ...

– ადრე უფრო ბევრი ჰქონდა მოსაყოლი... ახლა კი, ალბათ, შენ უფრო მეტ დროს ატარებ მუშაობაში, ვიდრე ის.

– ეს ძალიან კარგია და მიხარია, რადგან, უფრო მეტი დრო დაგვრჩა ერთმანეთთან ყოფნისთვის. თუმცა, ვერ ვიტყვი, იდეალური ვითარებაა, სულ სახლში რომ არის, მაგრამ, თვითონ პოზიტიურად არის განწყობილი, რაღაცეებს გეგმავს, რაღაცეებს აპირებს. სასოწარკვეთილი არ არის. 

– ანუ, ერთად ყოფნის დეფიციტი შეივსეთ. 

– ყველანაირი სიტუაციით უნდა ვისწავლოთ ტკბობა. ახლა ამ სიტუაციით, მაშინ – იმ სიტუაციით. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მაშინ იმ სიტუაციით ვტკბებოდი, რადგან სულ სამსახურში იყო, მაგრამ, ამასაც გაგებით ვეკიდებოდი. 

– გაძლევს რჩევებს შენს საქმიანობასთან დაკავშირებით? ბიზნესს, შენს სილამაზის სალონს ვგულისხმობ.

– ჩვენ ყოველთვის ჩვენი ცხოვრება გვქონდა და ერთმანეთის საქმეში არასდროს ვერეოდით აქტიურად. მე ლადო რჩევას ნაკლებად მეკითხებოდა, მე უფრო ვეკითხები; თუმცა, ეს სფერო ისეთია, ლადო ამაში ნაკლებად კომპეტენტურია, თუნდაც სამოდელოს ან სალონის მხრივ. სალონში მაშინ შემომყავს, როდესაც თმა აქვს შესაჭრელი. ზოგადად, რასაც ვაკეთებ, მინდა კარგი იყოს. სალონის თემა რაღაც მიზეზით დავიწყე. ვიცოდი, რომ ჩემი სტილისტი აპირებდა წამოსვლას, თუმცა, გადმობირება და ასეთი რაღაცეები არ მახასიათებს. ახლაც, ვინმე თუ მოდის, გვეუბნება: ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისითაც, თქვენთან ძალიან კარგი სიტუაციაა და მუშაობა გვინდაო. ბოლო ორი თანამშრომელი ასე ავიყვანე. სიყვარულით ვუდგები თანამშრომლებს, სამსახურს. დიქტატორული დამოკიდებულება ჩემგან შორს არის. მთავარია, იმით არ დამწყვიტოს ვინმემ გული, რომ ჩემი კეთილგანწყობა ცუდად გამოიყენოს. სამწლიანმა გამოცდილებამ დამანახვა შედეგი: მე თავდაჯერებული ვარ და დიდი ძალა მაქვს იმ კუთხით, რომ, ვიცი, ესენი არც იფიქრებენ სადმე წასვლაზე და ამიტომ მშვიდად ვარ. შეიძლება, ბევრი რამ მეშლება, მაგრამ, სამი წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან კრება არ ჩამიტარებია; აქ სულ განსხვავებული განწყობაა და ამას ყველა გრძნობს. 

– რა ბედი ეწია მოგებულ ავტომობილს? 

– სამწუხაროდ, გავყიდე, მაგრამ, სხვა ვიყიდე. 

– ორი წელია, ახალ წელს საბასთან ერთად ხვდებით, ალბათ, შეცვალა მან თქვენი ამ დღესასწაულისადმი დამოკიდებულებაც და სამზადისიც. 

– წელს მიხვდა, რომ არსებობს თოვლის ბაბუა. არარეალური სურვილები აქვს: „ბაბა-იაგა“ უნდა, ოღონდ – სათამაშო. არ ითხოვს ძვირად ღირებულ რაღაცეებს, ჯერ ვერ ერკვევა ასეთ რამეებში. წესიერი და თბილი ბავშვია. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგი ადამიანი გაიზარდოს, ბავშვები უყვარდეს, სათამაშოების თხოვება იცოდეს, ზრდილობიანი იყოს. თბილ, სიყვარულის გარემოში იზრდება და ეს აისახება მასზე. მისი ლაპარაკიდან ვასკვნი ხოლმე, რომ მასში ბევრი პოზიტივია ჩადებული. გენეტიკურადაც აქვს იმის ყველა პირობა, რომ კარგი ტიპი იყოს, მაგრამ, ჩვენც ვცდილობთ ყველაფერს. ერთი პერიოდი ვეჩხუბებოდი, თუ ვინმეს სათამაშოს არ ათხოვებდა, საათობით ვეჯექი და ვეუბნებოდი, რომ ეს არ შეიძლება; მერე, რომ აძლევდა, ტაშს ვუკრავდი და ვაქებდი: მაგარი ხარ, ჯილდო დაიმსახურე-მეთქი ის, რომ ლამაზი თვალები და ტუჩები აქვს, ყველამ ვიცით, მაგრამ, მთავარია, კარგი ბიჭი იყოს, რომ მისი სხვა თვისებებით ვიამაყოთ. 

– შენთვის მოაქვს თოვლის ბაბუას საჩუქრები? 

– ნაკლებად მანებივრებს თოვლის ბაბუა საჩუქრებით და ასე იყო ყოველთვის. ხომ არიან აქტიური თოვლის ბაბუები, მე ცოტა პასიური თოვლის ბაბუ მყავს. გული არ მწყდება, რადგან, ჩემმა თოვლის ბაბუმ თავიდანვე იმ თვისებით მომხიბლა, რომ უჩვეულო სიურპრიზებით არ გამოირჩეოდა. სხვა რამეებით უნდა მოხიბლო ადამიანი. ჩვენ მარტივი ურთიერთობები გვაქვს. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვულოცავთ დაბადების დღეებს, დღესასწაულებს. ადამიანს შეგიძლია ნებისმიერ დროს უთხრა: „მე შენ მახსოვხარ” და ეს გამოხატო, ნებისმიერი ფორმით და არა შეფუთული ბრჭყვიალა ყუთით.

– რამე კონკურსში კიდევ მიიღებ მონაწილეობას? 

– მესამე მანქანა გინდა, მოვიგო? ორი მოვიგე უკვე. ისე ბევრი მიმართულება მაქვს, ჩემს ნიჭებს ბოლომდე არ ვამჟღავნებ. 

скачать dle 11.3