კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა“, 2000 წლის გამოშვება.  ძალიან მიჭირს უკვე დაძრული ავტომობილის პირველ სიჩქარეში გადაყვანა, როცა სათანადოდ შენელება ან აღმართზე ასვლა მჭირდება. ეს ავტომობილების ზოგადი პრობლემაა თუ რამე დავუზიანე გადაცემათა კოლოფს?

პასუხი: ეს „ოპელების“ ზოგადი სენია, მაგრამ რიგ შემთხვევებში სხვა ავტომობილებსაც ემართება. საქმე ის არის, რომ თქვენ პირველ სიჩქარეში მოდების „ცეპლენიის“ ბოლომდე გათიშვით ეცადეთ „რიჩაგის“ ჩაგდება, რამაც გამოიწვია დაზიანება. პირველი სიჩქარე ყველაზე ხშირად იხმარება, რადგან მის გარეშე უბრალოდ ვერ დაძრავთ მანქანას. ამასთან, მას ვხმარობთ მაშინ, როდესაც სიჩქარეების კოლოფში არც ერთი კბილანა არ ბრუნავს, ანუ კბილანებს ერთმანეთის პოვნა უჭირთ, რაც იწვევს ეგრეთ წოდებული სინქრონიზატორის გარკვეულწილად დაზიანებას და ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობაში სიჩქარეში გადართვის მიჩვევას. ანუ ის ცალმხრივად იცვითება. როდესაც ჩვენ უკვე მეორე სიჩქარიდან პირველში გადმოტანა გვიწევს, ესე იგი, კბილანები უკვე ბრუნვაშია, ამ დროს მიჩვეულიდან უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩენილი დეტალები ერთმანეთს ვერ ეწყობა. აქ, პრინციპში, საშიში არაფერია. მსგავს მდგომარეობაში ავტომობილს ძალიან დიდხანს შეუძლია გვემსახუროს. ხოლო, იმისთვის, რომ მეორიდან პირველ სიჩქარეში გადმოტანა გავიმარტივოთ, გადმოტანისას შევეცადოთ, ძრავის ბრუნი გავზარდოთ. ამ დეტალების შეცვლა საკმაოდ დიდ სირთულეებთან და თანხასთან არის დაკავშირებული. ამიტომ აჯობებს, ეს პრობლემა დაივიწყოთ. მით უმეტეს, რომ ის სხვა პრობლემას, ანუ სხვა რომელიმე დეტალის დაზიანებას არ გამოიწვევს.

კითხვა: რომელი საბურავით უფრო იოლად და მოკლე მანძილზე შევძლებთ დამუხრუჭებას, რომელიც შორიშორს არის განთავსებული და ღრმა პროტექტორი აქვს, თუ პირიქით, ახლოს არის და არც ისე ღრმა ზედაპირიანია.

პასუხი: ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა ყველაფერს ენიჭება. როგორი გზის საფარზე ვმოძრაობთ, სად ვიმყოფებით, როგორი მანქანა გვყავს და სხვა. ზოგადად კი, საბურავი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რამდენად კარგად დავამუხრუჭებთ. თუ ჩვენ ორ ერთნაირ საბურავს შევადარებთ, რომელთაგან ერთს პროტექტორი საერთოდ არ აქვს, ხოლო მეორეს ყველაზე დახვეწილი პროტექტორი ექნება და მათ მოქმედებებში გამოვცდით, იოლად აღმოვაჩენთ, რომ ის საბურავი, რომელიც მეტი სიბრტყით ედებოდა სავალ ზედაპირს, ანუ არ ჰქონდა პროტექტორი, ბევრად ნაკლებ მანძილში გაჩერდება. რა თქმა უნდა, ეს გამოცდა ასფალტირებული და მშრალი გზის საფარზე უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, იმ ტიპის პროტექტორი, რომელსაც მეტი სიბრტყე შერჩება ზედაპირთან შეხებისას, უკეთ გაჩერდება. პროტექტორის სიუხეშე და მისი სიღრმე მოგვეხმარება ასფალტირებულ გზაზე დამუხრუჭებისას. ხოლო სპეციალურად წვიმიანი გზისთვის შექმნილი საბურავი იოლად განდევნის ზედაპირიდან წყალს. ის რბილია და რეზინი იოლად ცხელდება. აქ სპეციალური დიზაინის პროტექტორია გამოჭრილი. ასეთი ზედაპირი კარგად იმუშავებს სავალი გზის საფარზე და კარგად გაგვაჩერებს.

კითხვა: მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა ავტომობილის წონა მის სისწრაფესა და სამუხრუჭე მანძილზე?

პასუხი: ავტომობილის წონა იმდენად მნიშვნელოვანია მისი სისწრაფის, აჩქარების, დამუხრუჭებისა და რომელიმე მანევრის შესრულებისთვის, რომ ავტოსპორტში მინიმალური წონის შეზღუდვაც კია დაწესებული. მაგალითად, უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, ასანთის კოლოფის გადასაადგილებლად ხელის ოდნავი შეხებაც კი საკმარისია, დატვირთული ვაგონის ასაჩქარებლად კი მრავალცხენისძალიანი ლოკომოტივიც კი საკმაოდ უნდა გაისინჯოს. იგივე ხდება ავტომობილებშიც. ტონანახევრიან ავტომობილს რომ ათასი ცხენის ძალა ჰქონდეს, მას მაინც გაუჭირდება მსუბუქი ავტომობილის გაწევა. იგივე მეორდება გაჩერებისას. ასანთის კოლოფის გაჩერების თითის დახვედრებაც ეყოფა, ხოლო გაქანებული ვაგონის გაჩერებას კი...

скачать dle 11.3