კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეწყდა ნავთობის მრეწველობა გურიაში

86 წლის წინათ, თბილისში გამომავალ გაზეთ „ზაკავკაზიეში” გამოქვეყნებულ ერთ წერილზე მინდა, გიამბოთ ჩვენს სტატიაში, რომლის არსებობაც ჟურნალისტმა, ისტორიკოსმა და ჩემმა პედაგოგმა, გელა საითიძემ  მაუწყა.

– ბატონო გელა, რა პუბლიკაციაზეა საუბარი და რატომ მიგაჩნიათ ის საინტერესოდ?

– აღნიშნული პუბლიკაციის სათაურია: „კ âîïðîñó î íåôòåíîñíîñòè დóðèè”. ავტორია ვინმე ვ. პარამანოვი, რომელსაც აშკარად ეტყობა, საქმეში ღრმად ჩახედული და საქართველოსადმი კეთილგანწყობილი პიროვნებაა. წერილში გამოთქმული ყოველი მოსაზრება ფაქტების გულდასმით გაანალიზების შედეგია, ხოლო მიღებული დასკვნები – გამჭვირვალე და ანგარიშგასაწევი. 

ავტორის თქმით, ნავთობსაძიებო სამუშაოები აქ 1870 წელს დაუწყიათ, ხოლო მომდევნო წელს პირველი ჭაბურღილი დაუდგამთ. იმ დღეებიდან მოყოლებული ვიდრე 1913 წლამდე, ანუ ხსენებული წერილის დაწერამდე, გურიას არაერთი კომპანიის წარმომადგენელი სწვევია. ყველა მათგანი იწყებდა საძიებო სამუშაოს, დგამდა ბურღილებს, ემზადებოდა სარეწების გასამართავად, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თითქმის ყველა თავს ანებებდა საქმეს და გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდა.

ავტორის აზრით, ვიღაც თითქოს განგებ ჩადიოდა ამას, რათა საზოგადოებაში იმთავითვე დაემკვიდრებინათ რწმენა, რომ ამ ადგილებში ნავთობი არ არსებობდა. ის კი არა და 1886-87 წლებში უფრო გასაოცარი რამ მოხდა გურიაში, სწორედ  ნავთობთან დაკავშირებით რამდენიმე ადგილას ნავთობის უხვი გამონაჟონი შეუმჩნევიათ. ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყოლია... მაგრამ საზღვარგარეთელი ნავთობმაძიებლები გაოგნებულნი დარჩენილან, როცა აღმოუჩენიათ, რომ ნიადაგში ნავთობი ხელოვნურად ყოფილა ჩაღვრილი, თან არა უბრალო ნედლეული, არამედ, სუფთა ნავთი... ყველაფერი ეს შანტაჟის მიზნით იყო გაკეთებული და „საჭირო არ არის დიდი ფსიქოლოგი იყო, – წერს პარამონოვი – რომ ამ სამსართულიან ნაგებობაში ვერ გაერკვე, იგი ხომ ბრბოს ფსიქოლოგიაზეა გათვლილი”, ხოლო ბრბოზე ასეთი ზემოქმედება „იმ შორეულ დროში” სულაც არ იყო ძნელი, ვინაიდან მაშინ მსოფლიოშიც კი ძალზე ცოტანი იყვნენ ნავთობის საქმის სპეციალისტები. 

შემდეგ წლებში, ავტორის თქმით, გურიაში ნავთობის ძიების დამამუხრუჭებელ მიზეზად მისი ნიადაგების სათანადო შეუსწავლელობა მიუჩნევიათ. თუმცა, ასეთი მიზეზიც „სრულიად სხვა წარმომავლობისა იყო” და ვიღაცის წინასწარ მოფიქრებული გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. კერძოდ, იმ გეგმისა, რომელიც გურიაში ნავთობის არარსებობის დამტკიცებას ისახავდა მიზნად.

1884 წელი ბაქოს ნავთობის მრეწველობის გაფურჩქვნის პერიოდია. ბაქოს ნავთობი საქართველოს გავლით, კერძოდ, ბათუმის პორტის მეშვეობით, ევროპის ქვეყნებისკენ დაიძრა და იქ გასაღების ბაზარი ჰპოვა. მწყობრში დგება ბათუმი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზი, ხოლო ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა...

სწორედ იმავე ხანებში ნავთობმაძიებელთა ახალი ტალღა აწყდება შავი ზღვის გურიის სანაპიროს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველია პოლკოვნიკი დავიდოვი, რომელიც ხელისუფლების ნებართვით, ჭაბურღილის დადგმას იწყებს გურიაში... მაგრამ მიაღწიეს რა გარკვეულ სიღრმეს, ის სასწრაფოდ მიემგზავრება ბაქოში, ხოლო უკან მობრუნებული საგულდაგულოდ კეტავს ჭაბურღილს და გაურკვეველი მიმართულებით მიდის გურიიდან... ცოტა მოგვიანებით, გურიაში ამერიკელი ბიზნესმენი მაკარტი ჩამოდის. ისიც შეუდგება ნავთობსარეწის მოწყობას, თითქმის 40 საჟენის სიღრმემდე ბურღავს და მოულოდნელად ისიც სასწრაფოდ მიემგზავრება ბაქოში, ხოლო უკან მობრუნებული იმავეს იმეორებს, რაც პოლკოვნიკმა დავიდოვმა გააკეთა და სამუდამოდ ტოვებს გურიის სანახებს.

1897 წელს გურიის „ნიადაგის ზონდირება” ბელგიიდან ჩამოსულ ნავთობკომპანიის  წარმომადგენლებს მოუხდენიათ. მათ სადგურ სუფსასთან რამდენიმე ვერსის დაშორებით დაუდგამთ ჭაბურღილი. 100 საჟენის სიღრმემდე ყოფილან ჩასული, როცა სარეწის ადმინისტრაციის ნაწილი სასწრაფოდ ბაქოში გამგზავრებულა, რომელთაც შემდგომ სუფსაში დარჩენილი ბურღვის ოსტატიც შეერთებიათ... ამ უკანასკნელს წასვლის წინ ჭაბურღილი ჩაუკეტავს და სუფსის სარეწის ლიკვიდირება მოუხდენია... მალე გურულებს შეუტყვიათ, რომ  ზემოხსენებული ბურღვის ოსტატი ბათუმში დიდი სახლების მფლობელი გამხდარა. 

– ვფიქრობ, ამდენი დამთხვევა არ შეიძლება არსებობდეს...

– კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას. მეოცე საუკუნის დამდეგს გურიის მხარეში, რუსეთში ნავთობის საქმის დიდი სპეციალისტი, ათანასე  მიხეილის ძე კონშინი ჩამოსულა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო პუბლიკაციის დროს, ესე იგი, 1913 წელს თერგის ნავთობმრეწველთა ყრილობის საბჭოს თავმჯდომარე ყოფილა. ნავთობმრეწველობის დარგში ამ უდიდეს ავტორიტეტსაც მოუხდენია გურიის ნიადაგების ნავთობშემცველი ფენების შესწავლა. შეუგროვებია ნიმუშები და გამგზავრების წინ ასეთი განცხადება გაუკეთებია: „âåñü êჭâêჭç îêჭéìëåí çჭëåæჭìè íåôòè, íî დóðèÿ â åòîì îòíîøåíèè íჭõîჰèòñÿ â èñêëþ÷èòåëüíî õîðîøèõ óñëîâèÿõ, ჭ ïîêჭ ìû èìååì ბჭêó è დðîçíû, êîòîðûìè íåîხõîჰèìî çჭíÿòüñÿ” . 

გურიის ტერიტორიაზე დიდი ნავთობსაბადოს არსებობა რომ  დაბეჯითებით დაასაბუთოს, ავტორი არაერთი რუსი და უცხოელი მეცნიერის მოსაზრებებს იმოწმებს. 

მაგალითად, ბერმანის ნაშრომში: „კ გეოლოგიი ნეფტიანიხ მესტოროჟდენიი გრუზიი”, დასაბუთებული ყოფილა გურიის ნიადაგებში დიდი ნავთობშემცველობა, ხოლო გამოკვლევისთვის თანადართულ რუკაზე მითითებული ყოფილა კონკრეტული პუნქტები ნავთობის ბუდობებისა, ბაცევიჩის ნაშრომში კი პირდაპირ იგივობა და ანალოგიურობა ყოფილა დაფიქსირებული ბაქოსა და გურიის ნავთობშემცველ შრეებს შორის...

1912 წელის ნოემბერში გურიაში ინგლისური კომპანიის, „ჩაარკერის” ერთ-ერთ ფირმას დაუწყია მუშაობა, რომელსაც საქმის მმართველობა ბაქოს ნავთობმრეწველთა შორის კარგად ცნობილი პიროვნების, დულესთვის, ანუ „მგლისთვის მიუნდვია ცხვარი სამწყემსავად.” დულეს ვინმეს დუელში გამოწვევა აზრადაც არ მოსვლია და მოწინააღმდეგის სიკვდილისა  და დასამარებისთვის დროის განგებ გაჭიანურება აურჩევია. პირველი ბურღილი იმავე წლის ნოემბერში დაუდგამთ გურიაში, ხოლო მეორე 1913 წლის იანვარში. პირველი ბურღილის დადგმიდან, დაახლოებით 6 თვის გასვლის შემდეგ, მხოლოდ 30 საჟენამდე ჰქონიათ გაბურღული. მიზეზი იყო ის, რომ ჭაბურღილზე სამუშაოები ხელით მიმდინარეობდა. დამონტაჟებულ ელექტრომოტორს არ იყენებდნენ, აქაოდა სპეციალისტი არ გვყავსო... ანდა, ზოგიერთ დანადგარს ინგლისში აგზავნიდნენ შესაკეთებლად, როცა ეს პროცედურა შესაძლებელი იყო უფრო ახლოს, ვთქვათ, ოდესაში განხორციელებულიყოო, – წერს ავტორი და განაგრძობს, – „ყველაფერი ეს არ ეგუება ინგლისელის ბუნებას, რომელიც აზროვნებს გამოთქმით: „დრო – ფულია!” მით უმეტეს, ინგლისის ეს საქვეყნოდ ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები გურიაში საქმელმოქმედო მიზნით არ ჩამოსულან. მათ გამდიდრების სურვილი ამოძრავებდათ... არც ის იყო საეჭვო, რომ „ბატონ დულეს ყველა მონაცემი ჰქონდა საქმის სპეციალისტი რქმეოდა, მაგრამ ფაქტები სხვაზე მიუთითებს...”  

– საინტერესოა რა მოხდებოდა ის ნავთობის მაძიებლები რომ არ გაყიდულიყვნენ...

– ნავთობის პირველი შადრევანი გურიაში, მისი პირველი პროდუქციით დატვირთული პირველი ვაგონის გამოჩენა ბათუმის პორტში გადამწყვეტ გადატრიალებას მოახდენდა ამიერკავკასიის ნავთობის მრეწველობაში და ბაქოელ ნავთობმრეწველებს გადაეკეტებოდათ, ბათუმზე გავლით, ევროპის ბაზრისკენ მიმავალი გზა. მხედველობაში იყო მისაღები ის, რომ მანძილი ბაქოდან ბათუმამდე რკინიგზით 843 ვერსი იყო, მაშინ, როცა სადგურ ნატანებიდან ბათუმამდე მხოლოდ 35 ვერსია... ამრიგად, ნატანებ-ბათუმის გზა 808 ვერსით მოკლე იყო, რაც იმ დროს მოქმედი ტარიფის შესაბამისად ფუთ-ვერსზე  (შეადარე დღევანდელ ტონა-კილომეტრს), 18 კაპიკის ეკონომიას იძლეოდა თითოეულ ფუთ ნავთობზე, ან მის პროდუქციაზე, ხოლო თითოეულ მილიონ ფუთზე 180 ათასი მანეთი დაიზოგებოდა. საჭმელი სოდისა და გოგირდმჟავას მისაღები ქარხნები, რომლებიც გურიაში აშენდებოდა, უფრო იაფ პროდუქციას გამოუშვებდნენ,  ვიდრე ბაქოსი... ნავთობის გადასაზიდი ხის კასრები ბაქოში ბათუმიდან ჩაჰქონდათ, მაშინ, როცა მის დასამზადებლად გურიას ტყის დიდი მასივები ჰქონდა. ქარხნების სათბობად შესაძლებელი იყო ადგილობრივი ქვანახშირისა და იაფი შეშის გამოყენება, ძვირად ღირებულ ნავთობპროდუქტის (მაზუთი და სხვა) მაგივრად. საყურადღებო იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ ის, რომ ნატანებსა და ბათუმს შორის რკინიგზას სურამის უღელტეხილის მსგავსი წინაღობის დაძლევა არსად ესაჭიროებოდა, რაც ტვირთების გადაზიდვის შეუფერხებლობის გარანტიას იძლეოდა.

скачать dle 11.3