კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ აჭარბებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ჩინოვნიკური სახელფასო შემოსავალი 200 000 ლარს და შეუწყო თუ არა ხელი გიორგი ქადაგიძის თანამდებობამ მეუღლის კარიერულ წინსვლას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 1980 წლის აპრილშია დაბადებული. მისი უმაღლესი განათლების ცენზი შემდეგნაირია: 2001 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრაციის სპეციალობით; ამავე წელს მინიჭებია აშშ-ის პრესტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი; 2005 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა დაუმთავრებია – სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით, 2014-ში კი ჰარვარდის ბიზნესის სკოლა დაუსრულებია. მისი სამუშაო გამოცდილება 2000 წელს იწყება სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბი-სი ინტერნეიშენალში“, სადაც 2003 წლამდე მუშაობდა აუდიტორად, უფროს აუდიტორად და აუდიტის მენეჯერად. 2003 წელს სახალხო ბანკში გადაინაცვლა, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსად (2004 წლამდე). 2005 წლის იანვრიდან ივლისამდე თბილისის მერიის საფინანსო სამმართველოს უფროსადაც მოასწრო მუშაობა, საფინანსო სამსახურის უფროსადაც და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსადაც. 2005 წლის ივლისიდან 2006 წლის მარტამდე კი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყო. შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადაინაცვლა, სადაც 2007 წლის ივლისამდე ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2007-დან 2008 წლის აპრილამდე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად იმუშავა. 2008 წლის აპრილში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გახდა, 2009 წლის თებერავალში კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა და დღემდე ამ, ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.

ბ-ნი ქადაგიძის მიერ შევსებული პირველი დეკლარაცია 2006 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც გენპროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თუმცა დეკლარაცია არ იკითხება. იმავე თანამდებობაზე 2007 წელს შევსებული დეკლარაციით კი ვიგებთ, რომ  იმხანად ის მეუღლესთან, 1979 წელს დაბადებულ თამარ ჟორჟოლიანთან და 2005 წელს დაბადებულ ქალიშვილთან, ლელისთან ერთად, მშობლებთან ცხოვრობდა. მათი ქონება კი შემდეგნაირი იყო: გიორგი ქადაგიძეს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი ბაკურიანში – 90 000 ლარად ღირებული, თეიმურაზ ქადაგიძეს (მამას) – საცხოვრებელი ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე (100 კვ.მ.), ლალი ქადაგიძეს (დედა) – მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სოფელ გომბორში. თუმცა არ არის მითითებული, ვისი საკუთრება იყო ორი ავტომანქანა – 3 000 და 5 500 ლარად ღირებული. სამეწარმეო საქმიანობას ოჯახში თეიმურაზ ქადაგიძე ეწეოდა – იყო შპს „კომტრანსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე, შპს „დი-ბი ლიმიტედის“ დირექტორი. ოჯახში ყველა ზრდასრული წევრი იყო დასაქმებული: თამარ ჟორჟოლიანი – მორიგე ექიმად (ოღონდ მისი ანაზღაურება მითითებული არ არის), თეიმურაზ ქადაგიძე – შპს „კომტრანსის“ დირექტორად (2006 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით აიღო 3 990 ლარი); ლალი ქადაგიძე – შპს „ქინ-ქიდის“ მენეჯერად (ანაზღაურების სახით 2006 წელს 6 700 ლარი აიღო), თავად გიორგი ქადაგიძემ კი, როგორც გენპროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა წლიურ ხელფასად 43 000 ლარი მიიღო.

2008 წელს გიორგი ქადაგიძემ დეკლარაცია დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის რანგში შეავსო. დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ მისმა მეუღლემ შეიძინა 15 000 ლარად ღირებული ავტომანქანა, დედა კი დამატებით ფლობდა 90 000 ლარად ღირებულ  საცხოვრებელ ბინას მიცკევიჩის ქუჩაზე. რატომღაც შემოსავლები არ არის მითითებული, თუმცა, სავარაუდოდ, გიორგი ქადაგიძის წლიური შემოსავალი კვლავ 43 000 ლარის მიდამოებში იქნებოდა (თუ მეტი არა).

2008 წელს გიორგი ქადაგიძემ დეკლარაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამპლუაში შეავსო. ოჯახით ის უკვე ცალკე ცხოვრობს და 2008-ში მათ შეეძინათ მეორე ქალიშვილი – ნინია. საგრძნობლადაა გაზრდილი ბ-ნი ქადაგიძის სახელფასო შემოსავალი: 2008 წლის განმავლობაში მან, როგორც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა, 54 456 ლარი აიღო; როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, 46 802 ლარი. 2008 წელს გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკისგან ფულიც ისესხე – 95 000 ლარი, „ბანკ რესპუბლიკაში“ კი დაფარა 57 514 აშშ დოლარის ოდენობის სესხი.

2009 წლის განმავლობაში გიორგი ქადაგიძემ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ხელფასად 163 391 ლარი აიღო; ეროვნული ბანკიდან აღებული სესხის მომსახურება 27 000 ლარამდე დაუჯდა. 2009-ში მან ცეცხლსასროლი იარაღიც შეიძინა – 4 500 ლარად.

2010 წლის განმავლობაში გიორგი ქადაგიძის წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 197 400 ლარი შეადგინა. მისმა მეუღლემ, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა, 4 638 ლარი აიღო, ხოლო, როგორც რეფერალური დახმარების ცენტის უფროსმა სპეციალისტმა, 2 951 ლარი.

2011 წელს თამარ ჟორჟოლიანი სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი გახდა, წლიური ანაზღაურებით – 7 200 ლარი, ასევე, დაწინაურდა რეფერარული დახმარების ცენტრშიც – დირექტორის მოადგილემდე და მისმა წლიურმა ხელფასმა 26 478 ლარი შეადგინა. იმავე წელს გიორგი ქადაგიძემ წლიურ ხელფასად 152 937 ლარი აიღო.

2012 წელს გიორგი ქადაგიძემ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, 150 000 ლარი აიღო; ხოლო, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, დამატებით, 42 000 ლარი. თამარ ჟორჟოლიანი იმავე პოზიციებზე მუშაობდა, რაზეც 2011-ში და, საერთო ჯამში, ხელფასი სახით, 41 000 ლარი აიღო. 2013 წლის განმავლობაში გიორგი ქადაგიძემ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კვლავ 150 000 ლარი აიღო, როგორც საბჭოს წევრმა – 45 000 ლარი; მისი მეუღლის სახელფასო შემოსავალმა კი, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 29 000 ლარი შეადგინა. 2013-ში გიორგი ქადაგიძეს სწავლის საფასური 4 438 ლარი დაუჯდა. 

скачать dle 11.3