კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწიფობაში

მუზებდაფრთიანებულები

შესაძლოა, იმიტომ, რომ რფ-დან მისაღებმა 5 მილიარდმა რუბლმა (რომელიც უკვე 100 მილიონ აშშ დოლარამდე ჩამოქვეითდა, მომავალ წელს კი, წესითა და რიგით, უარესი ბედი ელის) მუზები დაუფრთიანა, ამ ჩვენს აფხაზ სეპარატისტებს კვირა ერთია და ორ-ორი ინციატივა უმწიფდებათ იმ თავიანთ სეპაარტისტულ ტვინებში.

ასე,  მაგალითად, გასულ კვირას აფხაზეთის საზოგადოებრივმა საბჭომ საზოგადოებას შესთავაზა, რომ 300 კაცზე მრავალრიცხოვანი ქორწილები დაიბეგროს.

საბჭოს წარმომადგენელმა ნათება ჭანბამ შენიშნა, რომ, მართალია, ქორწილების დაბეგვრა ეწინააღმდეგება აფხაზურ ტრადიციებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ტრადიცია, ანუ ქორწილებისთვის ფულის შეგროვება, კიდევ უფრო აზარალებს აფხაზური ოჯახების ბიუჯეტს. ამიტომაც, აუცილებლად მიაჩნია ქორწილებში დასადები ფულის ზედა ზღვრის დაწესება, ხოლო მეტად ხალხმრავლების – საერთოდაც დაბეგვრა. 

სახელდობრ, ქ-ნი ჭანბა ბრძანებს: „მათთვის, ვისი საშუალო ხელფასი 5 000 რუბლია (ეს 200 ლარიც არ არის), რთულია ამდენივე თანხის დადება ქორწილში, რომელიც ხანდახან კვირაში ოთხია. შესაბამისად, ეს ტრადიცია ნეგატიურად აისახება აფხაზი მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე.“

მეორე მხრივ, პრობლემა არა მხოლოდ ქორწილების სიუხვე (რაც მეეჭვება) და ფულის ნაკლებობაა (რაც არ მეეჭვება), არამედ ავტოავარიების სიხშირეც ყოფილა, ამიტომაც, ახლა უკვე აფხაზეთის „პრ.“ ხაჯიმბა გამოვიდა ინიციატივით, რომ ზოგიერთი ავტოსაგზაო შემთხვევისას არა მხოლოდ მართვის მოწმობა უნდა ჩამოართვან დამნაშავე მძღოლს, არამედ, თვით ავტომანქანის კონფისკაციაც მოახდინონ.

ხოლო, რაკი ამ ორმა ინიციატივამ ჩემი მუზებიც ააფუთფუთა, გამოვდივარ შემხვედრებით: აფხაზეთში აიკრძალოს აქეთ – ქორწილები და იქით – ავტომანქანები.  – 

скачать dle 11.3