კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ამღერებენ „მრავალჟამიერს“ ბავშვის დაბადებისას და რატომ ირჩევენ სამშობიაროდ „იმედის კლინიკას”

პირველი, რაც კლინიკაში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ, გამორჩეული ინტერიერი,  სუფთა გარემო და მომლოდინე ან  უკვე დაბადებულ ჩვილთა  მამიკოების   სიხარულნარევი სახეებია. თუმცა „იმედის კლინიკის” სამარკო ნიშანი მხოლოდ ეს არ გახლავთ. სამშობიარო სახლის ფოიეში „მრავალჟამიერის” ხმამაღალი ჰანგებიც კლინიკის კრეატივია და ყველა ის გამორჩეული სერვისიც, რის გამოც ორსულებსა და მშობიარეებს კლინიკაში ოჯახური გარემოს შეგრძნება უჩნდებათ. ამიტომაც, აკეთებენ არჩევანს „იმედის კლინიკაზე”. სამშობიარო სახლის დირექტორი, მეან-გინეკოლოგი, პროფესორი დავით კობეშავიძე  სიამაყით აცხადებს, რომ  ყოველი ახალი სიცოცხლის მოვლინებისას  თავადაც ღვთის  სასწაულის თანამონაწილეა.

– ბატონო დავით,  გთხოვთ, ჩვენს მკითხველს  მოუთხროთ თქვენი განვლილი პროფესიული გზის შესახებ…

– სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ,  მუშაობა დავიწყე ამავე უნივერსიტეტის  მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე. ცოტა მოგვიანებით, 1995 წლიდან 1998 წლამდე, პროფესიული მოღვაწეობა მოსკოვში, დედათა და ბავშთა ცენტრში განვაგრძე.  იქვე დავიცავი საკანდიდატო დისერტაციაც, თუმცა გული მაინც საქართველოსკენ მომიწევდა. ჩამოვედი თბილისში და 2004 წლიდან ჩემს მეგობრებთან ერთად, დავაარსე სამშობიარო სახლი, რომელსაც ვუწოდეთ „იმედის კლინიკა”. დღემდე ამ კლინის დირექტორი ვარ.

– თუმცა,   დღემდე პრაქტიკოსი ექიმიც ხართ და მეან-გინეკოლოგის ფუნქციებსაც ითავსებთ.

– მართალს ბრძანებთ, ყველაზე ნაკლებად  დირექტორის ამპლუა მხიბლავს. საორგანიზაციო საქმეებით ნაკლებად ვარ დაკავებული, რადგან მოწოდებით  ექიმი ვარ და არა – მენეჯერი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ჩემი თაობის მედიკოსები, ამ წლების კურსდამთავრებულები, ნამდვილი ,,ოქროს თაობაა” მედიცინაში. ისინი თითქმის ყველა დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან – საუკეთესო ექიმები და პროფესიონალები. თუმცა, პრაქტიკულ საქმიანობას ბევრი აღარ შემორჩა. მე მიყვარს ჩემი სპეციალობა. მედიცინაში არ არსებობს სხვა დარგი, სადაც ექიმი 2 სიცოცხლეს, დედას და შვილს ერთდროულად ემსახურება. ეს ჩემთვის სულ სხვა განცდაა, ამიტომაც შეჩერდა ჩემი  პროფესიული არჩევანი თავის დროზე მეან-გინეკოლოგობაზე. მიმაჩნია, რომ ორსული ქალი ყველა ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია, ხოლო უსაფრთხო დედობა პროფესიული სტანდარტის უპირველესი კრიტერიუმია. ორსულ ქალს თვალისჩინივით სჭირდება გაფრთხილება. ჩვენ ეს გათავისებული გვაქვს. როდესაც ადამიანი კლინიკაში შემოდის, მინდა იმედიანად იყოს, იგრძნოს თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში. როდესაც ადამიანი იბადება, ამ დროს როგორ შეიძლება, იყოს საუბარი პესიმიზმზე?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სამშობიარო სახლისთვის „იმედის კლინიკა”  გვეწოდებინა. ეს 2004 წელს იყო, როცა რკინიგზის საავადმყოფოს პირველ სართულზე  ენთუზიაზმით შევუდექით ამ საქმეს. მახსოვს, მაშინ 15 მელოგინის საწოლი გვქონდა მხოლოდ. თუმცა, მოგვიანებით, პაციენტების სიხშირემ განაპირობა იზოლირებული, კეთილმოწობილი კლინიკის აუცილებლობა. 2011 წელს შევისყიდეთ მიწის ნაკვეთი და დღევანდელ ტერიტორიაზე დავიწყეთ „ა” კორპუსის მშენებლობა, რომელიც მალევე გაიხსნა.  „იმედის კლინიკა” სრულად აღიჭურვა უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაწყებული ექოსკოპიის აპარატებიდან სამშობიარო ბლოკის სრული აღჭურვით დამთავრებული. ასევე დამონტაჟდა ინტენსიური თერაპიის აპარატურა ახალშობილთათვის... ახლადგახსნილმა სამშობიარო სახლმა  პაციენტებში მალევე მოიპოვა განსაკუთრებული ნდობა. გაზრდილმა პოპულარობამ   დღის წესრიგში დააყენა შემდგომი გაფართოების საკითხი და  ამიტომაც დავიწყეთ „ბ” კორპუსის მშენებლობა. წელს ჩვენ კიდევ ეს კორპუსი დაგვემატა, რამაც დამატებით გაზარდა მშობიარეთა მიღების შანსები ჩვენს კლინიკაში. გარდა იმისა, რომ მოცულობით ჩვენი კლინიკა საკმაოდ დიდია ქალაქის მასშტაბით, ჩვენთან ასევე შემუშავებულია  მომსახურების გამორჩეული და განსაკუთრებული სერვისები. როგორიცა, მაგალითად, ახალშობილთა რეანიმაციისა და რეაბილიტაციის კუთხე (საუბარს გვაწყვეტინებს  ფოიედან საკმაოდ მაღალ ხმაზე გაჟღერებული „მრავალჟამიერი” და ჩვენი ინტერვიუც ამ ფონზე წარიმართა – ე.ნ.) სიამაყით მევსება გული, როცა ეს ჰანგები ჟღერს. ჩვილის დაბადება ჩვენთან ასე აღინიშნება. ,,მრავალჟამიერს”  ახალდაბადებულ ჩვილებს, ახალ სიცოცხლეს ვუძღვნით. ეს, ერთი შეხედვით, მცირედი ნიუანსია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ დროს ექიმს, მშობელს და ყველა აქ შეკრებილ გულშემატკივარს ერთნაირად უხარია. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ხალხს ეს ლამაზი წუთები, შეძლებისადაგვარად, გავულამაზოთ. ადამიანმა ჩვენთან  უნდა იგრძნოს ოჯახური გარემო. გარკვეულწილად, ასეთ ატმოსფეროს ქმნის კლინიკაში არსებული თანამოაზრეთა ჯგუფი.  ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ კლინიკის იმიჯს. ესენი გახლავთ: ქალბატონი მაია მჭედლიძე, ნინო ბოცვაძე, ნინო  ჯაფარიძე; ბატონები: გივი მაყაშვილი, კოტე ხარაბაძე, გია  გაბრიჩიძე, დავით ებრალიძე და ასე შემდეგ. ეს პროფესიონალთა ჯგუფია, თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტები. ამ ლიდერთა და თანამოაზრეთა ჯგუფში მუშაობა ჩემთვის ძალიან პრესტიჟულია და საინტერესო. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ მხოლოდ ჩვენთან  ფუნქციონირებს „sos-პროგრამა”, რომელიც ითვალისწინებს, მშობიარობის შემდგომი გართულებების შემთხვევაში, ჩვენთან ნამშობიარები ქალბატონის უფასო დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. ასეთივე სერვისი გვაქვს  ახალშობილებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში მოქმედებს საშეღავათო ტარიფები მრავალშვილიანი ოჯახებისათვის და მიხარია, რომ ამით, გარკვეულწილად, ჩვენი წვლილი შეგვაქვს გენოფონდის განვითარებაში. მომავალ წელს კლინიკას დაგეგმილი აქვს რამდენიმე ახალი, გინეკოლოგიური პროექტის წამოწყება, რომლის დეტალებსაც  სიურპრიზად შემოვინახავთ შემდგომი წლისთვის. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ეს არის კლინიკა, სადაც ხდება პაციენტთა უფლებების დაცვა.  ადგილზე გვყავს, პაციენტთა ომბუდსმენი – ჟურნალისტი მეგი საჯაია, რომელიც არსებული  პრობლემების წარმოქმნის  შემთხვევაში, უშუალოდ ერთვება საკითხის შესწავლასა და დარეგულირებაში – იცავს პაციენტის უფლებებს. ჩვენთან, საშუალოდ, წელიწადში 4 000-მდე  ბავშვი იბადება. თანაც, სიამაყითა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ  მხოლოდ 30-35 ბავშვზე თუ ხდება შემდგომი გართულებები. ანუ, მეორე ეტაპზე გადაყვანა, როდესაც ახალშობილს სჭირდება  სამკურნალო ჩარევები უკვე სხვა ტიპის სტაციონარში. უმრავლეს შემთხვევაში, „იმედის კლინიკიდან” ეწერება ჯანსაღი მომავალი თაობა. შობადობის რიცხვი ჩვენთან  ყოველწლიურად იზრდება. თუ 2011 წელს, თვეში  ჩვენთან საშუალოდ 60-მდე ორსული დგებოდა აღრიცხვაზე, ახლა ეს ციფრი 180-ს აღწევს. მალე  მაქსიმალური სიზუსტით ამუშავდება ჩაწერის ინსტიტუტიც, რაც ერთიორად გაზრდის პაციენტთა მომსახურების კომფორტს.  ჩანაფიქრი და მიზანი მიღწეული იქნება  იმ შემთხვევაში, თუ  მშობიარეები და ორსულები იგრძნობენ, რომ ნამდვილად სამშობიარო სახლში  და ოჯახურ გარემოში იმყოფებიან  და არა საავადმყოფოში. 

– რას გრძნობთ, როდესაც ახალი სიცოცხლე იბადება?

– ეს ენით აუწერელი სიხარულის განცდაა. ამ დროს, მე ვგრძნობ, რომ ახლოს ვარ უფალთან. ადამიანის მოვლინება ამქვეყნად, ეს გახლავთ უფლის სასწაული, უფლის ძალა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  მადლობა გადავუხადო თქვენს მკითხველს, ჩვენს პაციენტებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და რეიტინგში ამხელა მხარდაჭერა გამოხატეს.  ჩვენც  მთელი ჩვენი ძალებითა და რესურსებით ვეცდებით, რომ იმედი არ გავუცრუოთ „იმედის კლინიკაში” მოსულ ქალბატონებსა და მათი  ოჯახის წევრებს! 

скачать dle 11.3