კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მითხრათ, რას იწვევს ძაღლის გადასუქება?

პასუხი: ძაღლის გადასუქება ბევრ რამეს იწვევს. მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბეწვის ცვენას, ღვიძლის ფუნქციების დარღვევას, საჭმლის მომნელებელი სისტემის მწყობრიდან გამოყვანას. ძაღლი არ უნდა გადაასუქოთ. სიმსუქნე არც ძაღლის და არც ადამიანის ჯანმრთელობას არ უხდება.

კითხვა: რა ითვლება ტაქსას ჯიშის ძაღლებში ყველაზე ხშირ და სერიოზულ დაავადებად, ან რა აქვთ მათ სუსტი?

პასუხი: ტაქსას ჯიშის ძაღლებს, როგორც ასეთი, რაიმე განსხვავებული დაავადება არ აქვთ. ამ ჯიშის ძაღლები ხშირი ტრავმებით გამოირჩევიან, რადგან დაბლები არიან და დივანზე ახტომა-ჩამოხტომის დროს, სახსრებს იზიანებენ. სხვა მეტი არაფერი.

კითხვა: თუ არის შესაძლებელი ოსტეოქონდროზის მკურნალება ძაღლებში?

პასუხი: ოსტეოქონდროზს სისტემატური მკურნალობა უნდა. გამაგრება უნდა აუცილებლად ხონდრორიცინებით, კალციუმის შემცველი ვიტამინებით. ასე რომ, ოსტეოქონდროზი განკურნებადია.

კითხვა: მაინტერესებს, რა გამოვლინება აქვს ძაღლებში სიმსივნეს?

პასუხი: დედალ ძაღლებში ძირითადად ძუძუს სიმსივნეები ფიქსირდება, ხოლო მამლებში შეიძლება, სათესლე ჯირკვლის სიმსივნეც იყოს, კანის სიმსივნეც და ასე შემდეგ. დიაგნოზი, თუ რა სახის სიმსივნესთან გვაქვს საქმე, იგივენაირად ისმევა როგორც ადამიანებში.

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლებში თუ კეთდება კატარაქტის ოპერაცია?

პასუხი: კატარაქტის ოპერაცია ძაღლებში, რა თქმა უნდა, კეთდება, მაგრამ არ არის გამართლებული. ამიტომ, უმჯობესია, თუ ამ ოპერაციას ცხოველს არ გაუკეთებთ. საერთოდ, კატარაქტა ასაკობრივია და ყალიბდება დაახლოებით, 7-8-9 წლის მერე. როგორც ადამიანებში, ისეთივე დისკომფორტი აქვთ ძაღლებსაც კატარაქტის დროს, რადგან ნელ-ნელა მხედველობა უქვეითდებათ. 

скачать dle 11.3