კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელია თქვენი ასტროლოგიურ-მაგიური რიცხვი და რაზე მეტყველებს ის

ასტროლოგიური კანონები იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა გაიგოს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა ამოცანა აკისრია, რისკენ უნდა ისწრაფოდეს და რა უნდა გამოასწოროს ამ ცხოვრებაში. ამის გამოსაცნობად კი, რიცხვების მაგია დაგეხმარებათ. მისი საშუალებით ადვილად შეიცნობთ საკუთარ თავს და გაერკვევით თქვენს ბედ-იღბალში.  საჭიროა მხოლოდ დაბადების დღის, თვისა და წლის შეჯამება. მაგალითად, თუ ადამიანი დაბადებულია 15 მარტს, 1974 წელს,  თავისი მაგიური რიცხვი რომ მიიღოს, ასე უნდა შეკრიბოს რიცხვები: 1+5+0+3+1+9+7+4=30=3+0=3. ამრიგად, ამ კონკრეტული ადამიანის მაგიური ციფრია 3.

გაითვალისწინეთ, რომ ნუმეროლოგია განიხილავს მხოლოდ ერთნიშნა ციფრებს, გამონაკლისს წარმოადგენს 10, 11, 12 და 13 რიცხვები. რაც შეეხება რიცხვების მნიშვნელობებს, ამას ქვემოთ დააკვირდით:

1 – გიყვართ საზოგადოებაში ყოფნა და ყურადღების მიპყრობა. ეძიეთ ახალი გზები, რათა დაიკავოთ ლიდერის პოზიცია. მუდმივი წინსვლა, როგორც პირად, ისე სოციალურ სფეროში, იმის მანიშნებელია, რომ თქვენ სწორი, ევოლუციური გზით მიდიხართ. მეტად გამოავლინეთ სამართლიანობა, დიპლომატია და გქონდეთ გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი. თქვენი პოტენციალის რეალიზება შეგიძლიათ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში, პოლიტიკაში, მედიცინაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ავიაციაში, სამთო-ქიმიასა და ავანგარდულ ხელოვნებაში.

2 – ორიენტირებული უნდა იყოთ მატერიალური და სულიერი სიმდიდრის დაგროვებასა და შემდეგ, მის სწორად გამოყენებაზე. თქვენი ამოცანაა, ისწავლოთ გარემოზე ჰარმონიული მორგება. გჭირდებათ მეტი მოთმინების უნარი, შრომისმოყვარეობის გამოვლენა და შეუპოვრობა. ადვილად შეგიძლიათ, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ფინანსურ სფეროში, საარქივო და სამუზეუმო საქმიანობაში, ვაჭრობაში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, დიეტოლოგიაში, კვების მრეწველობასა და მოდის სამყაროში.

3 – მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციის მოპოვებას. ბევრი ისწავლეთ და ირგვლივ შემოიკრიბეთ ერთგული ადამიანები. თქვენი ვალია, დაამყაროთ კონტაქტები, უხელმძღვანელოთ ადამიანებს, განავითაროთ დიპლომატიური ურთიერთობები, გაანეიტრალოთ უნდობლობა კოლექტივში. ადვილად მიაღწევთ წარმატებას ხელოვნებაში, დიპლომატიაში, ბიზნესში, ჟურნალისტიკაში, რეჟისურაში, მუსიკაში, ქორეოგრაფიაში, მეწარმეობაში. 

4 – თქვენი უმთავრესი ამოცანაა, დაეხმაროთ სხვებს. მართალია, ცხოვრებაში ბევრი წინაღობა და ბარიერი გხვდებათ, მაგრამ, ამასთან შეგუება და გამკლავებაც უნდა შეგეძლოთ. ისწავლეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. წარმატებებს კი ადვილად მიაღწევთ: ისტორიაში, არქეოლოგიაში, სასტუმროების ბიზნესში, სამუზეუმო საქმიანობაში, არქიტექტურაში, საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში.

5 – გამოავლინეთ მეტი შემოქმედებითი უნარი. მეტი წინდახედულება გმართებთ. ისწავლეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. სადაც საჭიროა, თქვენი ნიჭი და უნარი თამამად გამოავლინეთ. ასევე, თქვენი ნიჭი საშუალებას მოგცემთ წარმატებული იყოთ: საიუველირო სფეროში, პლასტიკურ ქირურგიაში, კარდიოლოგიაში, სტომატოლოგიაში, ესტრადაზე, კინოსა და ტელევიზიის სფეროებში. თქვენ სანაქებო ხელმძღვანელი ხართ და ამას გარშემო მყოფებიც აფასებენ.

6 – მთავარია, ისწავლოთ შეგუება არსებულ სიტუაციასთან. იყავით შინაგანად თავისუფალი, დაემორჩილეთ მოვლენებს. ისწავლეთ საქმეების მშვიდად კეთება. თქვენი შესაძლებლობები შეგიძლიათ, გამოიყენოთ იქ, სადაც საჭიროა დისციპლინა, მოთმინება, შრომისმოყვარეობა და ამტანობა. ასევე, კარგია ძალების მოსინჯვა ანალიტიკურ და ფილოსოფიურ სფეროებში, ეკონომიკაში, ფიზიკა-მათემატიკაში, მხატვრობაში, სააფთიაქო ბიზნესში.

7 – ხშირად გიწევთ მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობის გარკვევა. ეცადეთ, შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და არ გამოხვიდეთ წყობიდან. ისწავლეთ საერთო ენის გამონახვა, ნუ ეცდებით, გამარჯვების ნებისმიერი გზით მოპოვებას. იყავით კეთილსინდისიერი, დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოაგვარეთ საქმე და იზრუნეთ სხვებზე. თქვენგან კარგი ორატორი და სცენარისტი დადგება, ამიტომ, გირჩევთ, ამ სფეროში დახარჯოთ ძალები.

8 – ისწავლეთ ცვლილებების დროს ორიენტირება გარემოებებზე, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. თქვენთვის რისკი აუცილებელია და ამაში ხშირად გიმართლებთ კიდეც. ყველაზე მეტად წარმატებული კი სამედიცინო სფეროში იქნებით.

9 – მთავარია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. გახდით სულიერად უფრო ძლიერი. გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან, შეხედეთ სამყაროს ახლებურად, შეცვალეთ ხედვა. სცადეთ ბედი: ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში, პედაგოგიკაში, რელიგიასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

10 – მეტად გამოავლინეთ ლიდერული თვისებები. გააცნობიერეთ ყველა მოვლენა, რაც თქვენ გარშემო ხდება. მთავარია, არ შეცდეთ არჩევანში. სწორი გზის მაჩვენებელია წინსვლა კარიერაში, აღიარება კოლეგების მხრიდან. თუ ეს ასე არ ხდება, ესე იგი, თქვენ არასწორი ცხოვრების გზა აირჩიეთ. შეცვალეთ კურსი და სცადეთ ბედი სახელმწიფო სამსახურში, ფსიქოლოგიაში, სამხედრო სტრუქტურებში – აქ ნამდვილად გაგიღიმებთ ბედი.

11 – იყავით მეტად მომთმენი, შრომისმოყვარე და მიაღწიეთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებში. უნდა ეცადოთ, იმუშაოთ თანამოაზრეებთან ერთად, სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობაში. იპოვეთ არაფორმალური ლიდერის ადგილი, რომლისთვისაც კოლექტივის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი. თქვენი პოტენციალის რეალიზება შეგიძლიათ საზოგადოებრივ საქმიანობასა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ამიტომ, ორიენტირება ასეთ სფეროებზე გააკეთეთ.

12 – ისწავლეთ ორგანიზებულობა და მეტად ენდეთ ადამიანებს. თქვენი პოტენციალის სრული გამოვლენისთვის საჭიროა, ემსახუროთ სიკეთესა და კეთილშობილებას. თქვენთვის საჭიროა მუშაობა ისეთ სფეროში, სადაც შეძლებთ სხვებს დაეხმაროთ, მაგალითად, საავადმყოფოში, კლინიკებში, ასევე, პოლიტიკაში. მთავარია, გამოავლინოთ ამტანობა, მოთმენა და ნებისყოფა.

13 – თქვენს პოტენციალს კარგად წარმოაჩენთ შემოქმედებით სფეროებში, პოლიტიკაში. მთავარია, არ იყოთ ამპარტავანი და არ მიგაჩნდეთ თავი გმირად. ნუ მოექცევით ჩარჩოში, უფრო მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და უნარი. ეცადეთ, ყველა გზით დაიმკვიდროთ ადგილი ცხოვრებაში და გახდეთ ცნობილი, წარმატებული პიროვნება. ეს თქვენ ნამდვილად გამოგივათ და ამაში თქვენი ზომაზე მეტად განვითარებული ინტუიციაც დაგეხმარებათ.

скачать dle 11.3