კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დახია ნიაზ დიასამიძემ ბიბლიოთეკაში გაზეთები

ნიაზ დიასამიძე დედას პირველი კლასის მეგობრის, გუგული დიასამიძის ძმა იყო. რომელიც თითქმის მათი ტოლი იყო. ნიაზი ხშირად მოსულა ღამით ჩვენს ოჯახში, „ბიძინა მასწ“.-თან. ვითომდა სკოლის წლების გასახსენებლად და ბავშვობის მეგობრის „ჟორჟოლას“ მოსაკითხავად, მაგრამ იცოდა, რომ „ბიძინა მასწ“ ისე არ გამოუშვებდა... მას განსაკუთრებული რიდი  ჰქონდა მამაჩემის, დედასთან კი დასავით შეხუმრებული იყო. მის ენამოსწრებულ რაიმე გამოთქმაზე არც დედა რჩებოდა ვალში.

– კარგი რა, იუზგარ! ერთი სიტყვა მაინც შემარჩინე, – ამბობდა ნიაზი.

ერთხელ ნასვამი ნიაზი მისულა დედასთან ბიბლიოთეკაში და უთხოვია, წინა დღის გაზეთ „თბილისის“ მთელი შეკვრა მომიტანეო. დედას გაკვირვებია:

– რად გინდა, ბიჭო, მთელი შეკვრა?

– წადი, მომიტანე, რასაც გეუბნები, თორემ ამ ჩემანალა პროფესორებს ოფოფებს დავუფრთხობ.

დედას შეეშინდა, მართლა არ აეტეხა ნიაზს ხმაური და გამოუტანა გაზეთების შეკვრა.

ნიაზმა აიღო გაზეთები და ხმამაღალი დედის გინებით დაიწყო მათი დახევა წვრილ-წვრილ ნაჭრებად. ხალხი გაგიჟდა, ყველა მოტრიალდა ნიაზისკენ, დედა დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა. როცა გუშინდელი გაზეთების მთელი დასტა ნაკუწებად აქცია, ცოტა დამშვიდდა და დედას მიმართა:

– ჟორჟოლ, ბოდიში. პრაფესორებო, ბოდიში, რომ მოგწყვიტეთ წიგნებს! – რევერანსი გაუკეთა გაოცებულ მკითხველებს და გაემართა გასასკვლელისკენ. გაკვირვებულმა დედამ გამოაცილა და ჰკითხა:

– ბიჭო, რამ გადაგრია ამ გაზეთებში რა წერია ისეთი?

– რა წერია და ჩემი მეუღლესთან განქორწინების განცხადება გამოუქვეყნებიათ. დავდივარ ყველა ბიბლიოთეკაში და ვსპობ, არ მინდა, რომ ეს ინფორმაცია შთამომავლებს დარჩეთ.

მაშინ მართლაც იყო ასეთი წესი, რომ განქორწინების განცხადება გაზეთ „თბილისში“ უნდა გამოქვეყნებულიყო. ნიაზმაც ასე გამოხატა მეუღლესთან დაშორების გულისტკივილი.

 

გია ფერაძის მოგონებებიდან

скачать dle 11.3