კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გაიხსნება გუდაურის 2014-2015 წლის სეზონი

გუდაურში 2014-2015 წლის სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია.  მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, გაიმართა მედიატური, სადაც ჟურნალისტებს  ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგვათვალიერებინეს. კურორტი დამსვენებლებს განახლებულ, გაფართოებულ და ქვებისგან გაწმენდილ სასრიალო გზებს სთავაზობს; თუმცა სიახლე მხოლოდ ეს არაა,   მთავარი სამუშაოები  ხელოვნურ გათოვლიანებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამთო-სათხილამურო კურორტის მოყვარულებს ამ სეზონზე განსაკუთრებით გაუმართლათ – ისინი ამინდზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან და ნებისმიერ დროს შეეძლებათ სრიალი. ეს პროექტი ორ ფაზას მოიცავს: პირველი ეტაპის ფარგლებში 2014-2015 წლის სეზონის გახსნას გუდაური გათოვლიანებული, სასრიალო ტრასით შეხვდება – ეს მიდამოები უკვე  თოვლის გამომფრქვევი დანადგარებით მთლიანადაა აღჭურვილი; მეორე ეტაპი გულისხმობს 2015 წლის ბოლოსთვის ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობასა და გათოვლიანების სისტემის დამონტაჟებას „მინდვრის ტრასაზე“.  2014-2015  წლის სეზონზე დამსვენებელს საშუალება ექნება, ისარგებოს ახალი სასტუმროებითა და კვების ობიექტებით. განახლებული კაფე-ბარი „ვიტამინი“, სასტუმროები – „მარკო პოლო“ და „დეკა“ დამსვენებელს ელიან. როგორც მთის კურორტების განვითარების ორგანიზაციაში აცხადებენ, ამინდის მიუხედავად, 2014-2015 წლის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება.  იტალიური თოვლსაფრქვევი დანადგარი წელს გუდაურში ღრუბლის მაგივრობას გასწევს.

 „სეზონისთვის კურორტი მზადაა. ბუნებრივი თოვლის მოსვლის შემთხვევაში, მაქსიმუმ სამ დღეში, როგორც გუდაურის, ასევე, დიდველის გახსნაც შეგვიძლია. სარემონტო სამუშაოები მთავრდება საბაგიროებზე და სათხილამურო ტრასებზე, ამჟამად მიმდინარეობს გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ტრასების გასათოვლიანებლად დაგვჭირდება 12-13 დღე. ამის მიხედვით, შემიძლია, გითხრათ, რომ სეზონი მაქსიმუმ 20 დეკემბერს გაიხსნება. კურორტ დიდველზე ვაყენებთ ღამის განათებას, ვამონტაჟებთ მონიტორებს და  ვაკეთებთ საბავშვო პარკს.  დამსვენებელი ერთი აბონემენტით ისარგებლებს ორივე კურორტზე: გუდაურსა და დიდველზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანულ მხარესთან ერთიან სააბონენტო  სისტემაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროპიდან ჩამოსულ ტურისტს აზერბაიჯანსა და საქართველოში ერთი აბონემენტით სარგებლობის საშუალება ექნება,“ – განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა.

скачать dle 11.3